როგორ მოვიქცეთ, როდესაც ბავშვი არ გვიჯერებს

22-09-2021

ცნობილი ბავშვთა ფსიქოლოგი და ფილოსოფიის დოქტორი მაიკლ ტომპსონი განიხილავს მიზეზებს, თუ რატომ არ უჯერებენ ხოლმე ბავშვები მშობლებს. ყველასთვის ნაცნობი და ტიპიური სიტუაცია, როდესაც მამა სთხოვს შვილს მიიღოს შხაპი და დაწვეს დასაძინებლად. როდესაც მეხუთე თხოვნის შემდეგ ბავშვი ისევ აგრძელებს თამაშს, მამა იყვანს ხელში და მიჰყავს აბაზანაში. რამდენიმე წუთში ისევ დაუბანელი ბავშვი გაჯეტით ხელში სათამაშოდ მეორე ოთახში გადის. დარწმუნებულები ვართ, ბევრი მშობელი აღმოჩენილა მსგავს სიტუაციაში და ყველას აწუხებს ერთი მთავარი შეკითხვა, რატომ, რატომ არ ესმის ბავშვს მშობლის ნათქვამი პირველივე ჯერზე?
ძალიან კარგი შეკითხვაა, რომელსაც აქვს ასევე საინტერესო პასუხი, თანაც, რამდენიმე. შემოგთავაზებთ ბავშვის ურჩობის რამდენიმე მიზეზს და ამ პრობლემის მოგვარების გზებს.

მშობლის დაჯერება, რთული ქცევა,

ბავშვი არ იზიარებს თქვენს პრიორიტეტებს

ბავშვებს არ ესმით, რატომ არის ამ შემთხვევაში - აბაზანა და შხაპის მიღება მშობლებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი. კარგად დაიმახსოვრეთ, თუ ბავშვი რამით ერთობა, ეს მისთვის ძლიან მნიშვნელოვანია.დაამყარეთ ბავშვთან კონტაქტი და ეცადეთ ესაუბროთ მისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე, ნელ-ნელა გადადით თქვენთვის მნიშვნელოვანზე და ჰკითხეთ, როდის ურჩევნია შხაპის მიღება, ახლა, თუ ცოტა ხნის შემდეგ.

არ გაქცევთ ყურადღებას, სანამ ხმას არ აუწევთ

ბავშვი აიგნორებს თქვენს თხოვნას და ზუსტდ იცის, რომ ამით დროს მოიგებს. თუ ეს ხშირად მეორდება და სანამ ყვირილს არ დაიწყებთ, არ რეაგირებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მისთვის თქვენს სიტყვებს მნიშვნელობა არ აქვს. და როგორ უნდა მოიქცეთ ამ დროს, დაუყვიროთ? რამდენად გამართლებულია ეს? მეორე ოთახიდან ბრძანების გაცემის ნაცვლად მიუახლოვდით, შეეხეთ, ჩახედეთ თვალებში, დაამყარეთ მასთან კონტაქტი, დაელაპარაკეთ იმაზე, რასა აკეთებს და ნელ-ნელა შეაპარეთ, რომ მისთვის რაღაც გაქვთ სათქმელი. თუ ბავშვი არ გიყურებთ და ეკრანს მისჩერებია, გააფრთხილეთ, რომ აპირებთ ტელევიზორის გადართვას ან გამორთვას. არ მისცეთ მითითება, სანამ თვალებში არ შემოგხედავთ. ბავშვი უნდა მიხვდეს, რომ მასთან სერიოზულად საუბრობთ.

მშობლის დაჯერება, რთული ქცევა,

იმისათვის, რომ ბავშვმა ყურადღება მოგაქციოთ, საჭიროა თქვენი ძალისხმევა

წარმოიდგინეთ, რა რთულია, როდესაც რამეს უყურებთ ან თამაშობთ, მიატოვოთ და ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოთ.ბავშვიც იგივეს განიცდის. გააფრთხილეთ, რომ 5 წუთში მიხვალთ და ერთად გამორთავთ ტელევიზორს ან გაჯეტს. ესაუბრეთ და აუხსენით, რომ ამ დროს ის დასაძინებლად უნდა დაწვეს ან სამეცადინოდ დაჯდეს.  მოიფიქრეთ რამე თამაში და ეცადეთ გაართოთ.

ბავშვი არ გიჯერებთ, რადგან ვერ იღებს გადაწყვეტილებას

ბავში უნდა დარწმუნდეს, რომ თქვენი თხოვნა მისთვის მნიშვნელოვანია, მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - შეასრულოს თქვენი თხოვნა თუ ბოლომდე დაიცვას საკუთარი მოსაზრება. თუ ბავშვს აიძულებთ დაგემორჩილოთ ,ის აგრესიულად განეწყობა და საპირისპირს გააკეთებს. როდესაც ბავშვს საზღვრებს უწესებთ, ეცადეთ იყოთ კეთილგანწყობილი და არა კატეგორიული.

მშობლის დაჯერება, რთული ქცევა,

თავს გარიყულად გრძნობს

არა მხოლოდ ბავშვს არ ესმის მშობლის, არამედ პირიქითაც ხდება. არ არის მართებული ბავშვს დააძალოთ რამე, ბავშვ ამის სურვილი უნდა გაუღვივოთ. უნდა აგრძნობინოთ, რომ ის თქვენთვის მნიშვნელოვანია. ეცადეთ, ბავშვი კი არ აიძულოთ მაგალითად, მიიღოს შხაპი, არამედ  გააკეთოს არჩევანი.

ხელი ჩაიქნია

თუ ბავშვი არ გიჯერებთ და არ გისმენთ, ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა გადახედოთ მასთან ურთიერთობებს, რომ ბავშვს ხელი აქვს ჩაქნეული და არ ელოდება თქვენგან მხარდაჭერას და გაგებას. ამიტომ ეცადეთ ისევ დაუახლოვდეთ და მიაწვდინოთ ხმა. აგრძნობინეთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, თქვენ მისი საუკეთესო მეგობარი ხართ.