შალვა ამონაშვილის მიმართვა მამებს - მამა ძალიან დიდი ძალაა აღზრდაში

27-10-2022

„12 წლის ბიჭი თუ გყავს, მამიკო, ეს ხომ მთელი სიტკბოა ცხოვრებისა. ის კი არ უნდა უთხრას მამამ შვილს: „აბა გაკვეთილები ჩამაბარე!“ რას ჰქვია, გაკვეთილები ჩამაბარე?! სკოლაში არ ჰყოფნის გაკვეთილების ჩაბარება და კონტროლი, რომ სახლშიც მამა მასწავლებელი არ გაუხდეს?! მამა მამა იყოს. დაურეკე შვილს, რომელიც 9 წლისაა უკვე: „შვილო, მოვალ და დააწყვე ჭადრაკი, თუ არ მეთამაშე, გადავირევი.“ ასეთი მამა იცით რა ნატვრაა?!“

„მამა ძალიან დიდი ძალაა აღზრდაში. რომ მოხვალ სახლში, ცოლს მოეფერე, ცოლს აკოცე, დაგინახოს ბავშვმა. ხელში აიყვანე ცოლი, კაცი არ ხარ, კაცო?! ბავშვი გაოცებული უნდა იყოს, როგორ უყვარს დედა მამას, როგორ ეალერსება. რა მოხდა, რომ გზაზე გამოიარო და ერთი ვარდი მოუტანო კვირაში ერთხელ მაინც შენს ცოლს?! სახლიდან გასვლის წინ შვილს უთხრას: „ჩემო ბიჭო, მე დღეს არ ვიქნები და დედას გაბარებ, მოუარე. მერე დაგირეკავ კიდევ და გავიგებ, რამე ხომ არ უჭირს მას.“ შვილს ჩავაბარებ დედას. აი, ეს არის მამა!“ - შალვა ამონაშვილმა.