როგორ და რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვს საკუთარ თავზე ზრუნვა

26-05-2023

ყველა მშობელს უნდა, რომ მისი შვილი ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს. იმისათვის კი, რომ შეინარჩუნო ჯანმრთელობა და თავი ბედნიერად იგრძნოს ნებისმიერ ადამიანს სჭირდება საკუთარ რესურსებზე ზრუნვა, იქნება ეს დრო, ფინანსები, საცხოვრებელი სახლი, კარგი სამსახური თუ ჰარმონიული ურთიერთობები. 

რა ხდება რეალურად?

რეალურად კი ხდება ისე, რომ  საკუთარ მოთხოვნილებებზე არ ვზრუნავთ  სხვადასხვა შეხედულებიდან და წარსული ჩვეულებებიდან გამომდინარე:
მშობლების დარიგება, რომ ზრუნვას მხოლოდ სუსტი ადამიანები საჭიროებენ, სუსტი ადამიანი კი საცოდავია და ის პატივისცემას არ იმსახურებს. 
საკუთარ თავზე ზრუნვა და ეგოიზმი იგივეა, მშობლები კი ყოველთვის ამბობენ, რომ ოჯახში ეგოისტების ადგილი არ არის. 
ბავშვობაში სირცხვილი იყო იმის თქმა, რომ დაიღალე, ავად ხარ ამ რამის გაკეთება არ გსურს. 
ოჯახში ითვლებოდა, რომ დახმარების თხოვნა სირცხვილი იყო და თავის დამცირებას ნიშნავდა. 

 

დასკვნა: საკუთარი მოთხოვნილებების არქონა, ამის იგნორირება დეპრესიის, აპათიის და კონფლიქტების მიზეზია. ამ დროს ადამიანს არაფერი არ უნდა და არაფრის თავი არ აქვს. 

თავის მოვლა,

რატომ არის აუცილებელი საკუთარ თავზე ზრუნვა? 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა საკუთარი მოთხოვნილებები დროულად დაიკმაყოფილოს, სანამ მისის ენერგია „ნულზე“ დავა. 
ბავშვის მოთხოვნილებებზე მშობელი ზრუნავს, რადგან თავად ბავშვს ამის გაკეთება არ შეუძლია. ზრდასრულმა ადამიანმა კი საკუთარი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებელი რესურსი თავად უნდა შექმნას. ამისთვის მას სჭირდება იცოდეს და ესმოდეს, თუ რა უნდა და რა სჭირდება. მან უნდა იზრუნოს საკუთარ თავზე. 
საკუთარ თავზე ზრუნვა კი არ გამორიცხავს დახმარების და მხარდაჭერის თხოვნას. პირიქით, ხშირად  საკუთარ თავზე ზრუნვა სწორედ დახმარების თხოვნაში გამოიხატება. 

თავის მოვლა,

რა ხდება მაშინ, როდესაც ვზრუნავთ საკუთარ თავზე? 

როდესაც ადამიანი ფიქრობს და ზრუნავს საკუთარ თავზე ის ენერგიით ივსება, ის გრძნობს სიმშვიდეს, კმაყოფილებას, აღფრთოვანებას, ეს შეგრძნებები კი ადამიანს აძლევს იმის საშუალებას, რომ სხვებთან ჰარმონიული ურთიერთობები ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ყველა მშობელს სწორედ ეს სურს, რომ მისი შვილი ცხოვრობდეს ჰარმონიულ გარემოში, სწორედ ეს არის საკუთარ თავზე ზრუნვის ფუნქცია. მაგრამ  შეძლებს კი მშობელი შვილზე ზრუნვას თუ მას საკუთარ თავზე ზრუნვა არ შეუძლია? ამიტომ, უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც თვითმფრინავში: ნიღაბი ჯერ თავად უნდა გავიკეთოთ, ბავშვი კი ჩვენ მოგვბაძავს. აბა, დაფიქრდით, ზრუნავთ საკუთარ თავზე? ასწავლით შვილებს საკუთარ თავზე ზრუნვას?