როგორ ვასწავლოთ ბავშვს სახლში სისუფთავის შენარჩუნება

18-11-2022

როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვს სისუფთავის შენარჩუნება 

რა მაგალითს გადაიღებს ბავშვი, თუ დედა ყოველთვის ალაგებს სახლს, ცდილობს სისუფთავის შენარჩუნებას, მამა კი ყველაფერს ყრის? ან პირიქით? 
საინტერესოა, როგორც იქცევა ბავშვი იმ შემთხვევაში, თუ უყურებს, რომ ოჯახის ერთი წევრი ყოველთვის ალაგებს, მეორე კი არ უფრთხილდება დალაგებულს. ბავშვი ამ ყველაფერს უყურებს. პერიოდულად ერთი მშობელი სთხოვს ბავშვს დახმარებას წესრიგის დამყარებაში. გამართლებულია ასეთი საქციელი? 

როდესაც სახლის დალაგების დროს ბავშვს სთხოვთ დახმარებას, ეს გამართლებული საქციელია. როდესაც ბავშვის გარშემო ყველაფერი წესრიგშია, ბავშვი არის მშვიდად და ნაკლებად ჭირვეულობს. ასე უფრო მარტივად შეუძლია დაკავდეს რამით და კონცენტრირდეს რამეზე, სწავლობს დამოუკიდებლობას და ვითარდება. 
როდესაც ვსაუბრობთ წესრიგზე, ვგულისხმობთ წესრიგს ყველაფერში: იქნება ეს მოწესრიგებული გარემო, მოწესრიგებული დღის განრიგი, წესების მორჩილება თუ მოწესრიგებული უფროსები. ბავშვისთვის ბევრად მარტივია იმ მოდელის გადაღება, რომელსაც ყველაზე ხშირად ხედავს.   

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს საკუთარი სივრცის პატივისცემა?

მოვაშოროთ ყველაფერი უსარგებლო
მიმოიხედეთ და დაფიქრდით, რა ქმნის სახლში ქაოსს. ალბათ ბევრი ისეთი ნივთი გაქვთ ირგვლივ, რომელიც უბრალოდ აღარ გჭირდებათ, მაგალითად ძველი გატეხილი სათამაშო, რომელიც ბავშვს არაფერში გამოადგება. საკმარისია ასეთი ნივთები მოაშოროთ და ქაოსი თავისთავად გაქრება. 

ბავშვს ნელ-ნელა მეტ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ
თუ გვინდა, რომ ბავშვმა წესრიგი შეიყვაროს, მასთან ერთად უნდა დავალაგოთ. ოჯახში ვინმე თუ ვერ ასწრებს საკუთარი ნივთების დალაგებას სიჩქარის გამო, ამას ბავშვი გააკეთებს. ბავშვი ნელ-ნელა უნდა დაიხმაროთ, ეტაპობრივად. მაგალითად, ნახე, წიგნი ვიპოვე, აქ რა უნდა? სად უნდა იდოს წიგნი? თაროზე ხომ? გთხოვ, დადე თაროზე.

მივუთითოთ, მაგრამ არ გავაკრიტიკოთ
თუ ბავშვმა რამე ისე არ გააკეთა, როგორც საჭიროა, რამე დაუვარდა ან გაუტყდა, არ უნდა გავაკრიტიკოთ. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი შექება, მისი შრომა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუფასურდეს. შეგიძლიათ მიუთითო, როგორ ჯობს გააკეთოს შემდეგ ჯერზე, მაგრამ არ გააკრიტიკოთ. მას არ უნდა დაეკარგოს მოტივაცია, მისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ ყველაფერი გამოუვა და რომ უფროსი ყოველთვის დაეხმარება და მიუთითებს სწორ გზას. 

დაავალეთ იმის გაკეთება, რაც კარგად გამოსდის
იმისათვის, რომ ბავშვმა სწორად აითვისოს უნარები, მნიშვნელოვანია, იცოდეს, რომ ყველაფერი გამოსდის, ამიტომ მიეცით ისეთი დავალება, რომელსაც წარმატებით გაუმკლავდება. 

მიეცით საშუალება გააკეთოს არჩევანი
ბავშვი უფრო მონდომებული იქნება და სიხარულით დაგეხმარებათ იმ შემთხვევაში, თუ მას მისცემთ იმის გაკეთების საშუალებას, რაც იმ მომენტში თავად უნდა, მიეცით მას არჩევანი საშუალება. მაგალითად:  სათამაშოებს დაალაგებ თუ წიგნებს? 

წესრიგისკენ ოჯახის სხვა წევრებსაც მოუწოდეთ
როდესაც ბავშვი ხედავს, რომ ოჯახში ყველა ზრუნავს წესრიგზე, მას თავადაც უჩნდება ამის გაკეთების სურვილი ყოველგვარი ძალდატანების გარეშე.