პროდუქტის სწორად შენახვა ბევრად რთულია, ვიდრე მაცივრის ვადაგასული რძის პროდუქტებისგან გათავისუფლება.
თუმცა ეს პროცესი არანაკლებ მნიშვნელოვანი და საგულისხმოა, რადგან პროდუქტის შენახვის დროს დაშვებული შეცდომები შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს.
მაგალითად, დღეში მინიმუმ 48 მლნ ადამიანი იწამლება საკვები პროდუქტებით. იმისათვის, რომ აღნიშნულ სტატისტიკაში არ აღმოჩნდეთ, გირჩევთ ჩვენს რეკომენდაციებს გაეცნოთ და არ გაიმეოროთ სხვების მიერ დაშვებული შეცდომები.
შეცდომა #1
საკვების დეგუსტაცია მისი ვარგისიანობის გარკვევის მიზნით. არასდროს გასინჯოთ პროდუქტი იმის დასადგენად, რამდენად ვარგისია იგი. ჯანმრთელობისათვის მავნე ბაქტერიებს ვერც ვიზუალურად დაინახავთ და ვერც გემოთი თუ სუნით შეიგრძნობთ. დეგუსტაციის დროს მიღებული სულ პატარა ნაჭერიც კი შესაძლოა ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს თქვენი ჯანმრთელობისთვის. ასე რომ, თუ რაღაც გეეჭვებათ, ჯობს პირდაპირ გადააგდოთ.
შეცდომა #2
მზა პროდუქტის იმ ზედაპირთან კონტაქტი, რომელზეც უმი ხორცი იდო.
არასდროს დადოთ სამზარეულოს ზედაპირზე ერთად უკვე მზა პროდუქტი და დასამუშავებელი ხორცი, ქათამი ან თევზი. აღნიშნული პროდუქტების ერთმანეთთან კონტაქტმა შესაძლოა ჯვარედინი ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.
შეცდომა #3
პროდუქტის ღუმელში გალღობა
არასდროს გაალღოთ პროდუქტი ღუმელში. პათოგენური ბაქტერიები სახიფათო ზონაში, 4-დან 60 გრ-მდე ტემპერატურაზე ელვის სისწრაფით მრავლდებიან. წესად აქციეთ გაყინული პროდუქტის მაცივარში გალღობა.
შეცდომა #4
ხორცის ან ქათმის ენერგიული რეცხვა
ძალიან ბევრი დიასახლისი ხორცს ან ქათამს ენერგიულად რეცხავს, ისე, რომ წყლის შხეფები აქეთ-იქით იწუწება. ამით ბაქტერიებს ისვრით აქეთ-იქით და ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. მომზადების წინ საგულდაგულოდ მხოლოდ უმი ხილისა და ბოსტნეულის რეცხვა არის რეკომენდებული.
შეცდომა #5
მაცივარში შედებამდე კერძების გაციება
მომზადებული კერძი მაცივრის გარეშე ორ საათზე მეტ ხანს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვოთ. ყოველთვის მოათავსეთ მზა კერძები მაცივარში.
შეცდომა #6
უმი კვერცხის გამოყენება
მაქსიმალურად მოერიდეთ უმი კვერცხის გამოყენებას, რადგან ის შეიძლება შეიცავდეს სალმონელას ან სხვა საშიშ ბაქტერიებს.
შეცდომა #7
ხელების არასწორად დაბანა
ძალიან მნიშვნელოვანია ხელების ხშირი დაბანა საკვების მომზადების დროს, გახსოვდეთ, რომ ბაქტერიები ხელზე საკმაოდ დიდხანს რჩება და ამიტომ მომზადებიდან 20 წამის განმავლობაში ეცადეთ ხელები საპნით, თბილი გამდინარე წყალით დაიბანოთ.
შეცდომა #8
ნახევრად უმი პროდუქტის გამოყენება
ეცადეთ, რომ კვერცხი, ხორცი, ქათამი, თევზი საკმარისად იყოს დამუშავებული თერმულად, რათა საფრთხე არ შეუქმნას თქვენს ჯანმრთელობას.
შეცდომა #9
ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი და მაგიდის საწმენდი
რამდენადაც უცნაურად უნდა მოგეჩვენოთ, სახლში ყველაზე ჭუჭყიანი ნივთი ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი და მაგიდის საწმენდი ტილოა. თუ გინდათ, რომ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა, ეცადეთ ეს ნივთები სისტემატურად ცვალოთ.
შეცდომა #10
უკვე გამლღვალი პროდუქტის ხელახლა გაყინვა
თუ მაცივრიდან გამოიღეთ პროდუქტი და გაალღვეთ, აუცილებლად გამოიყენოთ. გამლღვალი პროდუქტის ისევ საყინულეში მოთავსება და გაყინვა არ შეიძლება.
წყარო: komarovskiy.net