ოსპი შეიძლება ჩართოთ ბავშვის კვების რაციონში როგორც კი ის მზად იქნება მყარი საკვების მისაღებად, რაც, ჩვეულებრივ, 6 თვის ასაკში ხდება.
დიახ. ოსპი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, მათ შორის ფოლიუმის მჟავით და ცილით. სინამდვილეში, ოსპი ბავშვის ზრდისთვის საჭირო თითქმის ყველა ვიტამინსა და მინერალს შეიცავს. ოსპი გამორჩეულად მდიდარია რკინით და თუთიით. ეს ორი საკვები ნივთიერება კი იშვიათად გვხვდება ჩვილი ბავშვის კვების რაციონში. Რკინით მდიდარი საკვების მიღება რეკომენდირებულია ისეთ პროდუქტებთან ერთად, რომელიც შეიცავს C ვიტამინს (კენკრა, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ციტრუსი, წითელი წიწაკა).
ოსპი არ არის გადაცდენის მხრივ განსაკუთრებულად სარისკო პროდუქტი, თუმცა არის იმის საშიშროება, რომ პირის ღრუში ოსპის მარცვლები ერთმანეთს შეეწებოს და წარმოქმნას დიდი ბურთი, რომლის გადაყლაპვაც ჩვილ ბავშებს უჭირთ. უსაფრთხო საკვები გარემოს შესაქმნელად, კვების დროს ყოველთვის დარჩით ბავშვის სიხალოვეს და გაითვალისწინეთ ასაკის შესაბამისი რეკომენდაციები.
არა, თუმცა, ოსპის მიმართ ალერგია შესაძლებელია დაფიქსირდეს. ერთი ტიპის პარკოსნის მიმართ ალერგიის ქონამ, განსაკუთრებით ბარდის ან წიწიბურას მიმართ, შეიძლება გაზარდოს ოსპის მიმართ ალერგიის ქონის რისკი.თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოსპის მიმართ ალერგიის შემთხვევაში ბავშვი ყველა სხვა პარკოსანს უნდა მოვარიდოთ.არყის ხის მტვრის მიმართ ალერგიის და ორალური ალერგიის სინდრომის მქონე პირები ასევე შეიძლება მგრძნობიარენი იყვნენ ოსპის მიმართ.
6-დან 9 თვემდე: შესთავაზეთ ბავშვს მოხარშული ოსპი სხვა საკვებთან ერთად, როგორიცაა ბოსტნეულის პიურე, მარცვლეულის ფაფა ან იოგურტი. წაახალისეთ თვითკვება - ნება მიეცით ბავშვს აიღოს საკვები ხელით, ან მიაწოდეთ მას გავსებული კოვზი.
ეს ასევე შესანიშნავი ასაკია ოსპის გამოყენებით ბურგერების, ღვეზელების და სხვა მრგვალი ფრომის საკვების შესათავაზებლად, რომელთა აღება და დაჭერა ჩვილებისთვის უფრო ადვილია.
9-დან 12 თვემდე: განაგრძეთ მოხარშული ოსპის შეთავაზება სხვა სავებთან ერთად.
ამ ასაკში ბავშვს შეუძლია ოსპის მარცვლები დამოუკიდებლად აიღოს, ამიტომ სცადეთ ნებისმიერი რეცეპტი, რომელიც მომზადებისას ოსპის ფორმას ინარჩუნებს.
12-დან 24 თვემდე: აჩვენეთ ბავშვს, როგორ გამოიყენოს კოვზი დამოუკიდებლად, წინასწარ დატვირთეთ იგი და დადეთ თეფშთან ახლოს, რათა ბავშვმა სცადოს მისი აღება. კოვზის გამოყენება შეიძლება თავიდან პატარასთვის დამღლელი იყოს, რის გამოც დროდადრო ბავშვები ისევ თითებით კვებაზე გადადადიან. შეეცადეთ არ განახორციელოთ ზედმეტი ზეწოლა. სუფრის ატრიბუტების სრულად გამოყენებას ბავშვები, საშუალოდ, 18-დან 24 თვის ასაკში ითვისებენ.
ოსპი იოგურტით
ინგრედიენტები:
მომზადების წესი:
გარეცხეთ ოსპი და დადგით ის საშუალო, ან მაღალ ცეცხლზე წყლიან ქვაბში, მოსახარშად. როცა წყალი ადუღდება, დაუწიეთ ცეცხლს, დაახურეთ ქვაბს თავსახული და მოხარშეთ სანამ ოსპი დარბილდება, 20-30 წუთით. შემდეგ გადაწურეთ და გადაიტანეთ მოხარშული ოსპი თასში. დაუმატეთ ზეთი და აურიეთ. ბავშვის ჯამში ჩაასხით იოგურტი, დაუმატეთ მას ოსპი და ისევ აურიეთ. თუ გნებავთ, შეგიძლიათ კერძს დაამატოთ სანელებლები, არომატის გასამდიდრებლად.
შენახვა: მოხარშული ოსპი ინახება ჰერმეტულ კონტეინერში, მაცივარში 1 კვირის, ან საყინულეში 2 თვის ვადით.
წყარო:solidstarts