ნიორი ბავშვისთვის (+რეცეპტი)

29-01-2023

როდის შეუძლია ბავშვს ნივრის მირთმევა?

ნივრის ჭამა ბავშვს შეუძლია, როგორც კი მზად იქნება მყარი საკვების დასაწყებად, რაც, ჩვეულებრივ, 6 თვის ასაკში ხდება.

არის თუ არა ნიორი სასარგებლო ჩვილი ბავშვებისთვის?

დიახ. ნიორი მდიდარია საკვები ნივთიერებებით, რომლებიც უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ბავშვის განვითარების ამ ეტაპზე, მათ შორისაა: ვიტამინი B6, C ვიტამინი, კალციუმი, სპილენძი, მანგანუმი, ფოსფორი და სელენი. ეს ნუტრიენტები გვთავაზობენ ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტურ, ანტიმიკრობულ და კიბოს საწინააღმდეგო ეფექტებს.

რამდენად დიდია ნივრის გადაცდენის საფრთხე?

ნიორი, მათ შორის მთლიანი ნივრის კბილი, არ წარმოადგენს განსაკუთრებულ საფრთხეს გადაცდენის და დახრჩობის მხრივ.

არის თუ არა ნიორი გავრცელებული კვებითი ალერგენი?

არა. ნიორზე ალერგიული რეაქციები იშვიათია, მაგრამ არა შეუძლებელი.
პირის ღრუს ალერგიის სინდრომის მქონე პირები, და კერძოდ, ისინი ვისაც ალერგია აქვს მცენარეების მტვრის მიმართ, ასევე შეიძლება მგრძნობიარენი იყვნენ ნივრის მიმართაც.

როგორ მივაწოდოთ ნიორი ჩვილ ბავშვებს?

6-დან 9 თვემდე:
მოამზადეთ ნივრის პასტა, გახეხეთ ნიორი და შეურიეთ პასტა სხვა რბილ საკვებს, როგორებიცაა მოხარშული ბოსტნეული, ლობიო, ოსპი ან მარცვლეულის კერძები. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ დაფქული ნიორი კერძის გემოს გასაუმჯობესებლად.

9-დან 12 თვემდე:
განაგრძეთ მოხარშული, გახეხილი ან წვრილად დაჭრილი ნივრის დამატება ბავშვის კერძებში. ვარიანტები უსასრულოა: მარინადები, შერეული შემწვარ ან ორთქლზე მოხარშულ ბოსტნეულთან, შემწვარი და შერეული ჰუმუსში, ან კარაქში.

12-დან 24 თვემდე:
განაგრძეთ ნივრის უხვად გამოყენება კერძებში და შეისწავლეთ რაც შეიძლება მეტი რეცეპტი, როგორიცაა ნივრის პესტო, ნივრის პური, ნივრიანი მაკარონის კერძი. 

ნიორი, ნივრის კარაქი,

ნივრის კარაქი

ინგრედიენტები:
1 თავი ნიორი
1 სუფრის კოვზი (15 მლ) არარაფინირებული ზეითუნის ზეთი
1 ჭიქა / 230 გ უმარილო კარაქი

მომზადების წესი:
გააცხელეთ ღუმელი 200°C-ზე. დაჭერით ნიორი, გადაიტანეთ ალუმინის ფოლგაზე და წაუსვით ზეთი. შემოახვიეთ ფოლგა და გამოაცხვეთ 30-დან 40 წუთის განმავლობაში, სანამ რბილი და ღია ოქროსფერი არ გახდება. გაგრილების შემდეგ გაწურეთ და გადაიტანეთ დიდ თასში. დაჭყლიტეთ გამომცხვარი ნიორი, რათა მიიღოს პასტის კონსისტენცია და შეურიეთ მას კარაქი.
შენახვა: შეინახეთ დახურულ კონტეინერში, მაცივარში, 2 კვირამდე.

წყარო: solidstarts