1. ცხვრის ხორცი - ღვიძლი და თირკმელი მდიდარია B12 ვიტამინით.
ცხვრის ღვიძლში, საქონლის და ხბოს ღვიძლთან შედარებით, ვიტამინი B12-ის შემცველობა გაცილებით უფრო მაღალია.
ცხვრის ღვიძლში ასევე ძალიან მაღალია სპილენძის, სელენისა და A და B2 ვიტამინების შემცველობა.
ცხვრის, ხბოს და ძროხის თირკმელები ასევე შეიცავს B12 ვიტამინს.
2. ხამანწკები
ხამანწკები საკვები ნივთიერებებით გაჯერებული მოლუსკებია.
ის ცილის მდიდარ წყაროა და შეიცავს ვიტამინ B12-ის საკმაოდ მაღალ კონცენტრაციას.
ხამანწკა ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას და ანტიოქსიდანტებს.
3. სარდინი
სარდინი არის პატარა, რბილძვლოვანი, მარილიანი თევზი. ის ჩვეულებრივ დაკონსერვებული იყიდება, წყალში, ზეთში ან სოუსებში, თუმცა უმიც შეგიძლიათ შეიძინოთ. სარდინი შეიცავს ადამიანისთვის საჭირო თითქმის ყველა საკვებ ნივთიერებას.
ის არის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების წყარო, ეს უკანასკნელი კი აუცილებელია ანთებითი პროცესების შემცირებისა და გულის ჯანსაღი ფუნქციონირებისათვის.
4. საქონლის ხორცი
საქონლის ხორცი B12 ვიტამინის შესანიშნავი წყაროა.
საქონლის ხორცის სტეიკი ასევე შეიცავს B2, B3 და B6 ვიტამინების საკმაო რაოდენობას, სელენსა და თუთიას.
თუ ვიტამინ B12-ის მაღალი კონცენტრაციაით მიღება გჭირდებათ, რეკომენდებულია ხორცის უცხიმო ნაჭრების არჩევა და მათი გრილზე მომზადება, შეწვის ნაცვლად.
5. დანამატებით გამდიდრებული მარცვლეულის ფანტელები
ვიტამინ B12-ის ეს წყარო ძალიან სასარგებლოა ვეგეტარიანელებისა და ვეგანებისთვის, რადგან ის სინთეზურად არის დამზადებული და არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს.
კვლევებმა აჩვენა, რომ გამდიდრებული მარცვლეულის ყოველდღიური მიღება ხელს უწყობს ვიტამინის ორგანიზმში B12-ის კონცენტრაციის გაზრდას.
სასურველია, დანამატიანი მარცვლეულის ფანტელის შერჩევისას ყურადღება მიაქციოთ შაქრისა და ბოჭკოს შემცველობასაც.
6. თინუსი
თინუსი არის საკვები ნივთიერებების, მათ შორის ცილების, ვიტამინებისა და მინერალების შესანიშნავი წყარო. ის შეიცავს ვიტამინ B12-ის მაღალ კონცენტრაციას.
მოხარშული თინუსი ასევე შეიცავს მჭლე ცილას, ფოსფორს, სელენს, A და B3 ვიტამინებს.
7. საკვები საფუარი
საკვები საფუარი ცილების, ვიტამინებისა და მინერალების კარგი, ვეგანური წყაროა. ეს არის საფუარის სახეობა, რომელიც იწარმოება საკვებად და არა პურისა და ლუდის წარმოებაში.
როგორც დანამატიანი მარცვლეულის ფანტელის შემთხვევაში, საკვებ საფუარში შემავალი ვიტამინი B12 ვეგანურია.
8. კალმახი
კალმახი ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ თევზად ითვლება. ეს მტკნარი წყლის თევზი ცილების, ჯანსაღი ცხიმებისა და B ჯგუფის ვიტამინების შესანიშნავი წყაროა.
კალმახი ასევე შეიცავს ისეთი მინერალებს, როგორიცაა მანგანუმი, ფოსფორი და სელენი
9. ორაგული
ორაგული გამოირჩევა ომეგა -3 ცხიმოვანი მჟავების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი კონცენტრაციით. ის ასევე B ჯგუფის ვიტამინების შესანიშნავი წყაროა.
ცხიმის მაღალი შემცველობის გარდა, ეს თევზი გვთავაზობს ცილის დიდ რაოდენობას - დაახლოებით 40 გრამს 178 გრამ პროდუქტში.
10. დანამატებით გამდიდრებული მცენარეული რძე
მცენარეული რძე განსაკუთრებით პოპულარულია ვეგანებსა და ვეგეტარიანელებში.
მიუხედავად იმისა, რომ სოიოს, ნუშის და ბრინჯის რძე ბუნებრივად არ შეიცავს ვიტამინ B12-ს, ისინი, როგორც წესი, დანამატებს შეიცავენ, რაც მათ ამ ვიტამინის შესანიშნავ წყაროდ აქცევს.
11. რძე და რძის პროდუქტები
რძე და რძის სხვა პროდუქტები, როგორიცაა იოგურტი და ყველი, არის ცილის ვიტამინებისა და მინერალების შესანიშნავი წყარო, მათ შორისაა ვიტამინი B12.
დადასტურებულია, რომ უცხიმო იოგურტის მიღება ხელს უწყობს ვიტამინი B12-ის დეფიციტის პრევენციას.
კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ორგანიზმი რძესა და რძის პროდუქტებში არსებულ ვიტამინ B12-ს უკეთ ითვისებს, ვიდრე ხორცში, თევზსა და კვერცხში არსებულს.
12. კვერცხი
კვერცხი არის ცილის და B ჯგუფის ვიტამინების, განსაკუთრებით B2 და B12-ის, შესანიშნავი წყარო.
კვლევებმა აჩვენა, რომ კვერცხის გულში ვიტამინი B12 უფრო მეტია, ვიდრე ცილა. კვერცხის გულში შემავალი B12 ადვილად შეიწოვება.
წყარო: healthline