ჯანსაღი კვების თეფში

05-08-2021

როგორც ჰარვარდის უნივერსიტეტის ექსპერტები გვირჩევენ საკვების მიღების დროს თითო ჯერზე თეფშის 1/2 ხილსა და ბოსტნეულს უნდა ეკავოს 
ეცადეთ, თქვენი ულუფა იყოს მრავალფეროვანი, ეს ეხება როგორც ფერებს, ისე პროდუქტს. გახსოვდეთ, რომ სისხლში შაქრის დონის აწევის გამო, კარტოფილი სწორი კვების თეფშის მიხედვით ბოსტნეულს არ მიეკუთვნება.   

მარცვლეულს უნდა ეკავოს თეფშის 1/4 
გადაუმუშავებელი მარცვლეული, მაგალითად ჰერკულესი, წიწიბურა, ხორბალი და ა.შ ნაკლებად წევს სისხლში შაქრის და ინსულინის დონეს, რასაც ვერ ვიტყვით თეთრ პურსა და თეთრ ბრინჯზე. 

ცილა - თეფშის 1/4 
თევზი, ქათამი, ლობიო, თხილეული ცილების მრავალფეროვან წყაროს წარმოადგენს. ეს პროდუქტები შეგიძლიათ დაუმატოთ სალათებს, მით უმეტეს, რომ ძალიან უხდება. შეზღუდეთ წითელი ხორცის მოხმარება და უარი თქვით გადამუშავებულ ხორცპროდუქტებზე, მაგალითად სოსისსა და ბეკონზე.  

სასარგებლო მცენარეული ცხიმები - ზომიერად
უპირატესობა მიანიჭეთ სასარგებლო მცენარეულ ზეთებს, ისეთებს, როგორიცაა ზეითუნის, სიმინდის, რაფსის, მზესუმზირის, არაქისის ზეთი. ეცადეთ უარი თქვათ ტრანს-ცხიმებზე. გაითვალისწინეთ ისიც, რომ დაბალი ცხიმიანობა ავტომატურად სასარგებლოს არ ნიშნავს. 
დალიეთ წყალი, ყავა ან ჩაი
უარი თქვით ტკბილ სასმელებზე, ასევე მინიმუმამდე დაიყვანეთ რძის მიღება. დღეში ერთი ჭიქა აბსოლუტურად საკმარისია.

იყავით აქტიური
ცხოვრების აქტიური წესი სწორი კვების ერთგული მეგობარია, მის გარეშე ვერაფერს მიაღწევთ.   
სწორი კვების თეფშის მთავარი გზავნილი ხარისხიანი პროდუქციაა. 

წყარო:Copyright © 2011, Harvard University.   www.thenutritionsource.org