ალუბალი ბავშვის მენიუში

22-06-2022

რა ასაკიდან შეუძლია ბავშვს ალუბლის მირთმევა?

ბავშვის კვების რაციონში ალუბლის შეტანა მაშინვე შეგიძლიათ, როგორც კი ის მზად იქნება მყარი საკვების მისაღებად, რაც, როგორც წესი, 6 თვის ასაკში ხდება.

სასარგებლოა თუ არა ალუბალი ბავშვებისთვის?

დიახ. ალუბალი შეიცავს უამრავ ბოჭკოს საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად და სასარგებლო საკვებ ნივთიერებებს. მათ შორისაა კაროტინოიდები, რომლებიც მოქმედებენ როგორც ანტიოქსიდანტები და ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნებიან, C ვიტამინი, რომელიც აუცილებელია ძლიერი იმუნური სისტემის შესაქმნელად. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ ალუბალმა შეიძლება გამოიწვიოს მუცლის შებერილობა. ასევე მას აქვს საფაღარათო ეფექტი, ამიტომ ეცადეთ, ულუფის ზომას არ გადააჭარბოთ.

რჩევა: თუ ახალი ალუბალი არ არის ხელმისაწვდომი, შეიძინეთ გაყინული ან წყალში ან ბუნებრივ წვენში დაკონსერვებული ალუბალი  და მაქსიმალურად მოერიდეთ ბავშვისთვის ალუბლის სიროფის მიცემას, რადგან ის დიდი რაოდენობით შაქარს შეიცავს. 

ალუბალი, ბავშვთა კვება, კვება, პროდუქტები, რეცეპტები, დედა, შვილი,

შეიძლება თუ არა ბავშვმა მიირთვას მჟავე ალუბალი?

დიახ. ტკბილიც და მჟავე ალუბალიც შესანიშნავი საკვებია ჩვილი ბავშვისთვის. როგორც წესი, რაც უფრო მუქია ნაყოფი, მით უფრო მკეთრი გემო აქვს მას.

რჩევა: თუ ალუბლის მჟავე გემო ძალიან შემაწუხებელია, სცადეთ მისი ჩასრესა ვაშლთან, ახალ ფორთოხლის წვენთან ან სხვა ტკბილ ხილთან ერთად. 

რამდენად დიდია ალუბლის გადაცდენის და დახრჩობის რისკი ბავშვებში?

ალუბალი წარმოადგენს დახრჩობის რისკს, რადგან ნაყოფი მკვრივი და მრგვალია, შუაში კი მყარი კურკა აქვს. რისკის შესამცირებლად მოაცილეთ ალუბალს კურკა და დაჭერით ოთხ ნაწილად. 

ალუბალი, ბავშვთა კვება, კვება, პროდუქტები, რეცეპტები, დედა, შვილი,

წარმოადგენს თუ არა ალუბალი გავრცელებულ კვებით ალერგენს?

არა. მიუხედავად იმისა, რომ ალუბლის მიმართ სერიოზული ალერგიული რეაქციები ფიქსირდება, ის მაინც არ ითვლება გავრცელებულ კვებით ალერგენად. პირები, რომლებსაც აქვთ ალერგია არყის ხის მტვრის მიმართ ან აქვთ ორალური ალერგიის სინდრომი (ასევე უწოდებენ საკვების მტვრის ალერგიის სინდრომს), შეიძლება იყვნენ მგრძნობიარენი ალუბლის მიმართაც. ორალური ალერგიის სინდრომი ჩვეულებრივ იწვევს ხანმოკლე ქავილს, ჩხვლეტას ან წვას პირის ღრუში და ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია. ნაყოფის მოხარშვა და მისთვის კანის მოცილება დაგეხმარებათ რეაქციის მინიმუმამდე შემცირებაში. თუმცა, ალუბლის კანის გაცლა რთულია მისი მცირე ზომის გამო.

როგორ მოვამზადოთ ალუბალი ბავშვებისთვის?

6-დან 9 თვემდე: წვრილად დაჭერით ალუბალი, მოაცილეთ კურკა და ღერო და მოაყარეთ რბილი კონსისტენციის მქონე საკვებს, როგორიცაა ჩიას პუდინგი, შვრიის ფაფა, ყველი რიკოტა ან იოგურტი. ალუბალს ასევე შეუძლია არომატი შემატოს ისეთ კერძებს, როგორიცაა მოხარშული მარცვლეული, დაჭყლეტილი ბოსტნეული ან მოხარშული ხორცი.

9-დან 12 თვემდე: ბავშვს მიართვით ოთხად დაჭრილი და კურკისგან გათავისუფლებული ალუბლის ნაჭრები. თუ ბავშვს უჭირს ალუბლის ნაჭრების აღება, შეგიძლიათ მას შესთავაზოთ ალუბლის მრგვლად დაჭრილი ნაჭრები.

წყარო: solidstarts.com