ბრიუსელის კომბოსტო ბავშვის მენიუში

30-03-2022

 → პროდუქტის ტიპი: ბოსტნეული
 → რეკომენდებული ასაკი: 6 თვეზე მეტი
 → ხელს უწყობს ნაწლავების მოქმედებას
 → არ წარმოადგენს გავრცელებულ კვებით ალერგენს

რა ასაკში შეუძლიათ პატარებს მიირთვან ბრიუსელის კომბოსტო?

ბრიუსელის კომბოსტო ბავშვს შეუძლია მყარ საკვებზე გადასვლისთანავე მიირთვას, დაახლოებით 6 თვის ასაკში. ბრიუსელის კომბოსტოს მოწალვა ძალიან იოლია. შეგიძლიათ ის გაჭრათ ოთხად და ბავშვს ერთ კვებაზე მეოთხედი ნაწილი შესთავაზოთ.

ბრიუსელის კომბოსტო ბავშვისთვის, ბრიუსელის კომბოსტო, ბრიუსელი,

სასარგებლოა თუ არა ბრიუსელის კომბოსტო ბავშვებისთვის? 

დიახ, ძალიან! ბრიუსელის კომბოსტო მდიდარია K ვიტამინით, რომელიც სისხლის შედედების სისტემაში ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ბრიუსელის კომბოსტო ასევე ფოლიუმის მჟავის, A და C ვიტამინის არაჩვეულებრივი წყაროა. ის ასევე შეიცავს ფიტონივთიერებებს, რომლებსაც უჯრედების სიმსივნური გადაგვარებისგან დაცვა შეუძლიათ.

რამდენად დიდია ბრიუსელის კომბოსტოს გადაცდენის საფრთხე?

თუ ბრიუსელის კომბოსტო სათანადოდ არ არის მომზადებული, შეიძლება ის ბავშვს გადაცდეს. ამ რისკის შესამცირებლად ბოსტნეული უნდა მოწალოთ, ან მოამზადოთ ორთქლზე, სანამ მთლიანად არ დარბილდება, და შემდეგ დაჭრათ ოთხ ნაწილად.

რამდენად ხშირია ბრიუსელის კომბოსტოს მიმართ ალერგია?

თეორიულად, ყველა პროდუქტზე შეიძლება ჰქონდეს ადამიანს ალერგია, მაგრამ ბრიუსელის კომბოსტოს შემთხვევაში კვებითი ალერგიის გამოვლინება ძალიან იშვიათია.

ბრიუსელის კომბოსტო ბავშვისთვის, ბრიუსელის კომბოსტო, ბრიუსელი,

როგორ მოვამზადოთ ბრიუსელის კომბოსტო ბავშვებისთვის?

6-9 თვის ასაკი: მოამზადეთ ბოსტნეული ორთქლზე. ბოსტნეულის მოწალვა მის დასარბილებლად საუკეთესო მეთოდია. დაელოდეთ სანამ  მთლიანად დარბილდება და შემდეგ გაჭერით ოთხ ნაწილად.
9-12 თვის ასაკი: შეგიძლიათ  ბავშვს შესთავაზოთ მოწალული ან შემწვარი ბრიუსელის კომბოსტო. დაჭერით ის მცირე ზომის ნაჭრებად (იმ ზომის, რომ ბავშვმა დამოუკიდებლად აღება შეძლოს).
12-24 თვის ასაკი: შეგიძლიათ ბავშვს შესთავაზოთ როგორც მომზადებული, ასევე ნედლი ბრიუსელის კომბოსტოს მცირე ზომის ნაჭრები. ამ ასაკის ბავშვისთვის ბოსტნეულის მომზადებისას შეგიძლიათ მომზადების დრო თანდათან შეამციროთ და გადახვიდეთ ბოსტნეულის უფრო ნედლ ფორმაზე. ბრიუსელის კომბოსტო სასარგებლო ნივთიერებების ნაწილს ხანგრძლივი მომზადებისას კარგავს. მართალია, მცირე ასაკის ბავშვებისთვის უსაფრთხოება პირველ ადგილზე დგას, მაგრამ ბავშვმა რაც უფრო იზრდება და დაღეჭვის და გადაყლაპვის უნარებს ივითარებს, სასურველია უფრო ნედლი და უხეში ტექსტურის ბოსტნეული მიირთავს. ისევე როგორც სალათის ფურცლები ან ჩვეულებრივი კომბოსტო, ბრიუსელის კომბოსტოც ძალიან მცირე რაოდენობით კალორიებს შეიცავს. მისი ენერგეტიკული ღირებულების გასაზრდელად მომზადებისას დაუმატეთ ჯანსაღი ცხიმის რაიმე სახეობა, ზეითუნის, ავოკადოს, ქოქოსის, ან მზესუმზირის ზეთი.

ბრიუსელის კომბოსტოს ძალიან უხდება ცხიმიანი ხორც-პროდუქტები, ასევე ვაშლი, კარაქი და პასტერიზებული ლურჯი ყველი.

წყარო: solidstarts.com