თმის ცვენა, თმის მოვლასა და შეღებვასთან დაკავშირებული რეკომენდაციები ჯანმრთელი თმის შესანარჩუნებლად
მრავალი საშუალება რომელიც აუმჯობესებს თქვენი თმის შესახედაობას, რეალურად შეუძლია დააზიანოს თმა - ის შეიძლება გახდეს მშრალი და მტვრევადი.
რეკომენდაციები რომლებიც დაგეხმარებათ გამომშრალი და მტვრევადი თმის პრევენციაში:
1. თმის შეღებვისას არჩევანი გააკეთე საკუთარი თმის ბუნებრივ ფერზე (When dyeing your hair, stay ‘on shade’).
შეარჩიეთ საღებავი თქვენს ბუნებრივ ფერთან მიახლოებულ სამ რომელიმე ფერში/ტონში (Choose a dye within three shades of your natural color).
როგორც წესი თმის მუქი ფერით შეღებვა უკეთესია ვიდრე ღია ფერით.
თმის გაღიავება სამზე მეტ ტონში საჭიროებს პეროქსიდის (Peroxide - ზეჟანგი) უფრო მაღალ მოცულობას, რომელიც უფრო მეტად აზიანებს თმას;
2. გამოყენებამდე გატესტე საღებავი კანის პატარა უბანზე.
თუ თქვენ შენიშნეთ გამონაყარი ან სიწითლე, შეშუპება, წვის შეგრძნება ან ქავილი, ეს იმას ნიშნავს რომ თქვენ გაქვთ ალერგიული რეაქცია საღებავზე, ამიტომ არ გამოიყენოთ ეს საღებავი და მიმართეთ დერმატოლოგს;
3. დაიცავით თმა მზის სხივებისგან.
მზეს შეუძლია თქვენი თმა გახადოს სუსტი, მშრალი, უხეში, ფერდაკარგული (გახუნებული) და მტვრევადი.
ეს უფრო მეტად გამოხატულია იმ შემთხვევაში თუ თქვენ იღებავთ ან ქიმიურად იხვევთ თმას და იკეთებთ მელირებას.
ატარეთ ფართო ქუდი გარეთ გასვლისას, განსაკუთრებით ზაფხულში;
4. იყავით ფრთხილად თმის ქიმიური დახვევისას, გრძელ-ვადიანი დაზიანების პრევენციისათვის.
დაინიშნეთ დრო დასახვევი ხსნარის (perm solution) მოსაშორებლად.
თუ თქვენ შეგაწუხათ ჩხვლეტის, დასუსხვის ან წვის შეგრძნებამ, დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ თმის დასახვევი ხსნარი.
5. საღებავი არ უნდა შეიცავდეს - PPD
ანუ უნდა იყოს - PPD Free
Paraphenylenediamine—more commonly known as PPD—is a chemical substance that is commonly found in permanent hair color and other dyes. PPD in hair color is most often used in dark shades.
თმის მოვლის რეკომენდაციები
ლამაზი თმის ძიებაში ხშირად ადამიანები და განსაკუთრებით ქალები აკეთებენ ისეთ რამეებს რაც აზიანებს თმას. დაზიანებული თმა არის სუსტი/მყიფე და შესაბამისად ის ხდება მტვრევადი. დამტვრეული თმა კი არაჯანმრთელად გამოიყურება.
თუ ადამიანი სისტემატიურად გააგრძელებს თმის დაზიანებას შესაძლოა მიიღოს თმის სიხშირის შემცირება/თმის გათხელება ან გამელოტებული ადგილებიც კი.
10 ხშირი თმის მოვლის პრაქტიკა რომელმაც შესაძლოა დააზიანოს თმა და მარტივი რჩევები რომელიც დაგეხმარებათ შეწყდეს თმის დაზიანება და მოხდეს მისი დაზიანების პრევენცია.
არ არის რეკომენდირებული შემდეგი:
1. თავის დაბანის დროს შამპუნის წასმა თმის მთელს სიგრძეზე (Washing your hair by rubbing shampoo into the length of your hair.)
ამ წესის ცვლილება დაგვეხმარება თმის დაზიანების პრევენციაში:
რეკომენდირებულია თითის ბალიშების საშუალებით შამპუნის მსუბუქი მასაჟი სკალპზე, შემდეგ მიეცით საშუალება შამპუნს თავისით ჩამოირეცხოს თმის სიგრძეზე. არ შეზილოთ თმებზე ჩამობანვის დროს.
2. თმის კონდიციონერის არ გამოყენება (Skipping the conditioner).
ამ წესის ცვლილება დაგვეხმარება თმის დაზიანების პრევენციაში:
გამოიყენეთ თმის კონდიციონერი (hair conditioner) შამპუნის ყოველი გამოყენების შემდეგ.
3. პირსახოცით თმის გამშრალება - პირსახოცის ხახუნი თმაზე
ამ წესის ცვლილება დაგვეხმარება თმის დაზიანების პრევენციაში:
შეფუთეთ თმა პირსახოცში რათა მოხდეს წყლის შეწოვა.
აცალეთ თმას გაშრეს ჰაერზე.
4. თმის დავარცხნა სანამ ის სველია
ამ წესის ცვლილება დაგვეხმარება თმის დაზიანების პრევენციაში:
სწორი თმა გაქვთ? - აცალეთ თმას ცოტა გაშრეს სანამ ნაზად დაივარცხნით ფართო-კბილებიანი სავარცხლით.
ტექსტურირებული ან ხვეული თმა გაქვთ? - ყოველთვის დაივარცხნეთ სანამ თმა არის ტენიანი ფართო-კბილებიანი სავარცხლით.
5. თმის საშრობის, ცხელი სავარცხლის ან თმის დასახვევი უთოს გამოყენება
ამ წესის ცვლილება დაგვეხმარება თმის დაზიანების პრევენციაში:
აცალეთ თმას გაშრეს ჰაერზე როცა ეს შესაძლებელია.
გამოიყენეთ თმის საშრობი რაც შეიძლება მინიმალურად ცხელი ტემპერატურის პარამეტრებით.
შეზღუდეთ დრო რომლის განმავლობაშიც ცხელი სავარცხელი ან დასახვევი თმის უთო შეხებაშია თმასთან.
ეს საშუალებები გამოიყენეთ რაც შეიძლება იშვიათად - კვირაში 1-ჯერ ან უფრო იშვიათადაც კი.
6. თმის სტილური პროდუქტების გამოყენება
ამ წესის ცვლილება დაგვეხმარება თმის დაზიანების პრევენციაში:
აირჩიეთ ვარცხნილობა რომელსაც არ სჭირდება თმის სტილური პროდუქტების გამოყენება
7. თმის შეკვრა უკან მჭიდროდ, როგორიცაა - ponytail, bun, or cornrows
ამ წესის ცვლილება დაგვეხმარება თმის დაზიანების პრევენციაში:
შეიკარით თმა უკან ისე რომ არ იყოს მჭიდროდ შეკრული.
გამოიყენეთ დაფარული თმის შესაკრობი და არა რეზინა.
8. "ნაწნავის" ან თმის დამაგრძელებელის ტარება ხშირად, სისტემატიურად
9. თმის შეღებვა, დახვევა
ამ წესის ცვლილება დაგვეხმარება თმის დაზიანების პრევენციაში:
ეცადეთ გაზარდოთ დრო თმის შეღებვებს შორის, განსაკუთრებით ზამთარში როდესაც მშრალი ამინდებია - 8-დან 10 კვირამდე დრო ან უფრო მეტი.
მზეზე ყოფნის შემთხვევაში დაიცავით თმა - თმის კონდიციონერის გამოყენება, რომელიც უფრო ხანგრძლივად მოქმედებს (მასში უნდა შედიოდეს Zinc Oxide).
ასევე გამოიყენეთ ქუდი მზეზე ყოფნისას.
10. თმის დავარცხნა ან გასწორება 100-ჯერ დღეში
ამ წესის ცვლილება დაგვეხმარება თმის დაზიანების პრევენციაში:
დაივარცხნეთ ან გაისწორეთ თმა მხოლოდ ვარცხნილობის დროს.
თმას არასდროს არ სჭირდება დღეში 100-ჯერ გასწორება - ეს მითია.
გამოიყენეთ ფართო-კბილებიანი სავარცხელი ნაზად.
მოიშორეთ აბურდული/ჩახლართული თმები ნაზად, შეწყვიტეთ თმის მოქაჩვა ან მოგლეჯვა დავარცხნის დროს
მოცურავეებისათვის:
1. გამოიყენეთ საცურაო ქუდი
2. გადაივლეთ თავზე წყალი ცურვის შემდეგ დაუყოვნებლივ
3. გადავლების შემდეგ დაიბანეთ თავი სპეციალური მოცურავეების შამპუნით (swimmers’ shampoo), შემდეგ გამოიყენეთ ღრმა თმის კონდიციონერი (deep conditioner)
თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი ბუნებაში არ არსებობს - არ მოტყუვდეთ
გახსოვდეთ რომ თმის ცვენის მიზეზი როგორც ვარცხნილობა, ასევე შესაძლოა სხვა მიზეზებიც იყოს როგორიცაა სტრესი ან მემკვიდრეობა.
პოსტ COVID თმის ცვენა, ასევე მშობიარობის შემდგომი თმის ცვენა როგირც წესი ტრანზიტორულია, არ არის ასოცირებული მიკორელემენტების ან ვიტამინების ნაკლებიბასთან და შესაბამისად მკურნალობა არ სჭირდება (Self Limited)