ბოლო პერიოდში დიეტოლოგები დაჟინებით გვირჩევენ ძროხის რძეზე უარის თქმას და საამისო მრავალ მიზეზს ასახელებენ: წონის პრობლემებით დაწყებული კიბოს განვითარებით დამთავრებული. ალტერნატიულ ვარიანტებად ქოქოსის რძეს ასახელებენ.
ცნობილია, რომ ეს პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, სასარგებლო მინერალებს და მიკროელემენტებს. ქოქოსის რძე ეხმარება ადამიანის ორგანიზმს საჭმლის მონელების გაუმჯობესებაში, ჰორმონალური დონის ნორმალიზებაში, ქოლესტერინის შემცირებასა და მეტაბოლიზმის გაძლიერებაში. ცხოველურ რძეზე უარის თქმით მთელი რიგი დადებითი ცვლილებების შემჩნევა ერთ თვეშია შესაძლებელი, ხოლო, ვინც დღეში ერთ ლიტრ სასმელს მოიხმარს, მათთვის რამდენიმე კვირაში.
პირველ რიგში, ცხოველური რძის ქოქოსის რძის ჩანაცვლებით მალე შეამჩნევთ ფიგურის გაუმჯობესებას - სახის ფორმის ჩათვლით. მოგეხსენებათ, ქოქოსის რძის კალორიული შემცველობა მხოლოდ 181 კალორიაა 100 გრ პროდუქტზე. ამავდროულად, შემადგენლობის უმეტესი ნაწილი სასარგებლო ფერმენტებია - თუთია, მაგნიუმი, რკინა, კალიუმი, ფოსფორი. ეს დაბალკალორიული პროდუქტი შეიცავს დიეტურ მჟავებს, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდებს, რომლებსაც პირდაპირ წონის დაკლებას უკავშირებენ. ნაწლავის მიკრობიოტის სტაბილურობის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს სიმსუქნე, ეს მჟავები კი ხელს უწყობს მის დაბალანსებას.
ქოქოსის რძე ასევე მნიშვნელოვანი პროდუქტია მათთვის, ვინ ც იცავს კეტო დიეტას, რადგან ის შეიცავს დიდი რაოდენობით ჯანსაღ ცხიმებს.
ბევრმა არ იცის, რომ ქოქოსის რძე შეიცავს რეტინოლს, რომელსაც ხშირად იყენებენ დაბერების საწინააღმდეგო კოსმეტიკის წარმოებაში. კოსმეტოლოგები ამბობენ, რომ თუ მას სწორად და ყოველდღიურად გამოიყენებთ, შეგიძლიათ ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი გახადოთ, ქოქოსის რძის რეგულარული და ზომიერი მოხმარებით შესაძლებელია დაღლილობის, შეშუპებისა და ნაადრევი დაბერების თავიდან აცილება.
სხვათა შორის, ცხოველური რძე შეიცავს ჰორმონებს და შაქარს, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ადამიანის მთლიან ჰორმონალურ ბალანსზე და გამოიწვიოს სხვადასხვა სახის პრობლემები, მათ შორის კანის პრობლემები. ადამიანების უმეტესობა, ვინც წყვეტს რძის პროდუქტების მიღებას, ამჩნევს, რომ მათი კანი უფრო დატენიანებულია, ქრება აკნე, შავი წერტილები, გამონაყარი და სიწითლე.
კვლევებმა აჩვენა, რომ ქოქოსის რძე ასევე ხელს უშლის კბილების გაფუჭებას. ეს განპირობებულია მავნე ბაქტერიების ნეიტრალიზებით, რაც ამაგრებს კბილის მინანქარს. ასე რომ, ლამაზი ღიმილისთვის დღეში მხოლოდ რამდენიმე ჭიქა კალციუმით მდიდარი სასმელის მიღებაა საჭირო.
ქოქოსის რძე ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ნიღაბი თმისა და სახისთვის, ან უბრალოდ დაამატოთ ის თქვენს კოსმეტიკურ პროდუქტს. ეს პროდუქტი ხელს უწყობს აქტიურ დატენიანებას, კანის ვირუსებისა და ბაქტერიებისგან საფუძვლიან წმენდას, ასევე ხელს უშლის თმის ცვენას და სტრესის სხვა უსიამოვნო შედეგებს.
სხვათა შორის, ქოქოსის რძე მაკიაჟის მოსაშორებლადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ცხიმის მაღალი შემცველობის გამო ის ძალიან ეფექტურად შლის ტონალური კრემს და ყველანაირ კოსმეტიკას,
გარდა ამისა, ქოქოსის რძე შეიცავს სპეციალურ კაპრილის მჟავას. მას არა მხოლოდ ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, არამედ ხელს უწყობს ნაწლავის ლორწოვანი გარსის აღდგენას და ასევე ეხმარება უფრო ეფექტურად გაუმკლავდეს ვირუსულ ინფექციებს. მაშინ, როდესაც ძროხის რძე შეიცავს საშიშ პროტეინებს: კაზეინს და ლაქტოზას, რომელიც ხშირად ასოცირდება ალერგიასთან და სიმსივნის განვითარების რისკთან.