წონაში კლების თანამდროვე შესაძლებლობები მშობიარობის შემდეგ

16-03-2023

მშობიარობის შემდეგ ბევრი დედა უჩივის ჭარბ წონას, თუ რა გზები არსებობს ჭარბ წონასთან საბრძოლველად ამ საკითხზე გვესაუბრება  Enmedic Clinic Aesthetic - კლინიკა ენმედიცი ესთეტიკის ფიზიოთერაპევტი, რუსკა სამხარაძე. 

რა აუცილებელი გამოკვლევების ჩატარებაა საჭირო მშობიარობის შემდეგ, რათა ჭარბწონიანობის პრობლემა კიდევ უფრო არ გამწვავდეს? 

კარგი იქნება თუ დედები მშობიარობის შეძლებენ ენდოკრინოლოგთან კონსულტაციის გავლას, თუმცა არის ძირითადი ანალიზები რაც სასურველია რომ გაიკეთონ:
•    ღვიძლის ფუნქციები;
•    ლიპიდური სპექტრი;
•    ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციები - TSH, FT4, ჰომა ინდექსები;
•    გლიკირებული ჰემოგლობინი; 
•    სისხლის საერთო; 
•    შარდის საერთო;
•    პროთრომბინი;
•    გლუკოზა;
•    პროლაქტინი;
•    ვიტამინი D.

ჯანმრთელობის რა პრობლემებს შეიძლება იწვევდეს წონაში მატება?

გულისა და სხვა დაავადებების რისკი განსაკუთრებით იმატებს, თუ ჭარბ წონასთან ერთად:
•    არის მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია)
•    სისხლში მომატებულია დაბალი სიმკვრივის, იგივე 'ცუდი' ქოლესტეროლი – LDL
•    დაკლებულია მაღალი სიმკვრივის, იგივე 'კარგი' ქოლესტეროლი – HDL
•    მომატებულია გლუკოზის დონე
•    ადამიანს აქვს ნაადრევად განვითარებული გულის დაავადება (ოჯახური ისტორია)
•    ფიზიკურად არააქტიურია
•    ჰიპოთირეოზი
•    წონის მატება, სიმსუქნე შესაძლოა ზოგიერთი პრეპარატის მიღებასაც უკავშირდებოდეს. ასეთებია ნეიროლეპტიკები, ანტიდეპრესანტები
•    ასევე სტრესი, არაჯანსაღი კვებით ქცევა, ძილის უკმარისობა

რომელი უსაფრთხო აპარატურული მეთოდი,მეთოდები გამოიყენება წონაში დასაკლებად. გთხოვთ დაგვიხასიათოთ თითოეული მათგანი. 

უშუალოდ პროცედურა შეირჩევა პაციენტის ინდივიდუალურობიდან გამომდინარე,ამის შემდეგ დგინდება თუ რა პროცედურებს ჩაიტარებს ის, გაგაცნობთ პროცედურებს, რომლებიც კლინკა ენმედიცში ტარდება:

კრიოლიპოლიზი, წონაში კლება მშობიარობის შემდეგ, სიმსუქნე, ენმედიცი,

კრიოლიპოლიზი - ეს არის არასასურველი ცხიმის მოყინვა -9 გრადუსზე, კეთდება წინასწარ შერჩეულ ზონაზე 40 წუთის განმავლობაში, აპარატი ახდენს სითბური და მოყინვის რეჟიმების ცვალებადობას, აალაგებს  არასასურველ ცხიმს და ხელს უშლის კონკრეტულ ზონაში შემდგომი ცხიმის ჩალაგებას. პროცედურა კეთდება თვეში ერთხელ, პირველი პროცედურის შემდგომ ხდება 20% ცხიმის მოცილება მეორე პროცედურის შემდგომ 40%, ხოლო მესამეზე 60% თუმცა პროცედურების რაოდენობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ცელულიტის ხარისხსა და პაციენტის სურვილზე, თუ რა არის მისი სასურველი წონა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პროცედურა არ  ტარდება ციკლის პერიოდში, ლაქტაციის, ვენების პრობლემების დროს, ასევე თრიკმლის კენჭოვანი დაავადების დროს.

კრიოლიპოლიზი, წონაში კლება მშობიარობის შემდეგ, სიმსუქნე, ენმედიცი,

რფ ლიფტინგი- კავიტაცია- არის ცელულიტის მოშორების ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც მოიცავს 3 პროცედურას:
1. ეს არის წინასწარ შერჩეული ზონის მომზადება იონური სანათებლებით.
2. უშუალოდ კავიტაცია, რომლის დროსაც ხდება ცელულიტის გათხიერება, ფორთოხლისებრი კანის გასწორება, 
3. ვაკუუმი, ვაკუუმის დროს გათხიერებული ცელულიტი გადაიტანება ლიმფაში რათა შედარებით მარტივად მოხდეს მისი გამოდევნა ორგანიზმიდან შარდის სახით.
უშუალოდ პროცედურის ჩვენებას რაც შეეხება-ახდენს კოლაგენის სტიმულირებას რის ხარჯზეც ხდება მოშვებული კანის გამკვრივება. ხშირ შემთხვევაში პაციენტები პირველი პროცედურის შემდგომ აღნიშნავენ კანის ზედაპირის სიგლუვეს. პროცედურის შემდგომ აღინიშნება ხშირი შარდვა. რფ ლიტინგი კეთდება ყოველ მესამე დღეს, პროცედურა არ არის მტკივნეული, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აქვს მხოლოდ მცირედი უმნიშვნელო უსიამოვნო შეგრძნება. 
პროცედურა არ კეთდება ორგანიზმში ინპლანტების, შაკიკის, ლაქტაციის და ციკლის პერიოდში, ასევე ვენების პრობლემების და თირკმლის კენჭოვანი დაავადების დროს.

კრიოლიპოლიზი, წონაში კლება მშობიარობის შემდეგ, სიმსუქნე, ენმედიცი,

პრესოთერაპია- ლიმფოდრენაჟი - არის ლიმფოდრენაჟის აპარატურული სახეობა პნევმომასაჟორით, რომლის დროსაც პრობლემურ ზონებზე ზემოქმედება ხდება შეკუმშული ჰაერით, პროცედურა კეთდება მთლიან სხეულზე,  ტარდება სპეციალური ქსოვილისაგან დამზადებული კოსტიუმით, რომელიც ჰაერით იბერება და კუნთებზე, ცხიმოვან ქსოვილებზე, ლიმფურ და სისხლძარღვოვან სისტემებზე კონტროლირებადი ზეწოლის  შესაძლებლობას იძლევა. აქვს სითბული ეფექტი, ეფექტურია სხვადასხვა სახის შეშუპების შესამცირებლად, სხეული თავისუფლდება ზედმეტი ცხიმისა და სითხისგან არა მხოლოდ ქსოვილებიდან , არამედ უჯრედშორისი სივრციდან, რაც გვიადვილებს სწრაფად და ჯანსაღად წონის დაკლებას. პრესოთერაპია ლიმფოდრენაჟის და ზოგადად სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების ხარჯზე აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, ხდება წონაში კლება, სხეულის კორექცია. პროცედურა გვეხმარება ცელულიტის დაძლევაში, გარდა ამისა ის აწესრიგებს ძილს, გამოყოფს  უჯრედებიდან ტოქსინებს, ცვლის  კანის სტრუქტურას. პროცედურის რაოდენობა ინდივიდუალურად განისაზღვრება თუმცა მაქსიმალური შედეგისთვის რეკომენდირებულია 15-20 პროცედურა. პრესოთერაპია არ კეთდება ვენებისს პრობლემების შემთხვევაში და თირკმლის კენჭოვანი დაავადების დროს.

რა ვადებში ხდება წონის კორექცია და რას მოიცავს კურსი?

შედეგი დამოკიდებულია პაციენტზე,  იმაზე თუ რამდენად გაითვალისწინებს მიღებულ რეკომენდაციებს, თუმცა კრიოლიპოლიზის შემთხვევაში დაახლოებით 3-5 დღის შემდეგ აღინიშნება სიმსუბუქე და იწყება კლების პროცესი, დანარჩენი პროცედურების შემთხვევაშიც დაახლოებით 3 დღიდან 1 კვირის განმავლობაში იწყება კლება, თუმცა მეტაბოლიზმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კლების პრცესში ამიტომ შედეგები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმაზეც თუ რა პროცედურები აქვს ჩატარებული პაციენტს.

რამდენად არის მნიშვნელოვანი ამ დროს სწორი კვება და რაში გამოიხატება ის? 

წონის კლება მხოლოდ აპარატურული პროცედურებით არ ხდება, მნიშვნელოვანია რომ ორგანიზმს ჰქონდეს მზაობა,  ამიტომ საკმაოდ დიდ როლს ასრულებს დაბალანსებული კვება და წყლის ბალანსის დაცვა წონის კლებაში, მნიშვნელოვანია ასევე რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვა, 
დღის განმავლობაში საკვების ხშირად და მცირე ულუფებით მიღება საუკეთესო საშუალებაა მეტაბოლიზმის გასაზრდელად, მადის დასათრგუნად და შესაბამისად, წონის შესამცირებლად. ნაკლებ ცხიმიანი და მარილიანი საკვები, ტკბილის შეზღუდვა, ცომის მიღება მხოლოდ დილის საათებში ისიც მცირე რაოდენობით.  აქ არ არის საუბარი დიეტაზე ან შიმშილზე,  ეს არის ბალანსირებული კვება  როდესაც ორგანიზმში ვარეგულირებთ ნახშირწყლების  ცილებისა და ცხიმების რაოდენობას, ეს ყველაფერი ხელს უწყობს  სასურველი შედეგის მოკლე დროში მიღწევას და რაც ყველაზე მნიშნველოვანია შედეგის დიდი ხნით შენარჩუნებას.

საკეისრო კვეთის / მშობიარობის შემდგომ რამდენ ხანშია შესაძლებელი მსგავსი პროცედურების ჩატარება? 

ეს დამოკიდებულია იმაზე, პაციენტს ჰქონდა თუ არა გართულება, თუმცა საშუალოდ 4-6 თვემდე პერიოდი მაინც უნდა იყოს გასული, ორგანიზმმა უნდა აღიდგინოს ძალები მშობიარობის შემდგომ ამიტომ კარგი იქნება თუ მოცდის პერიოდი მოკლე არ იქნება.

ლაქტაციის დასრულებიდან რამდენ ხანში არის შესაძლებელლი პროცედურების ჩატარება?
ლაქტაციის სრული შეწყვეტიდან 2თვეში.თუმცა კონსულტაციის გავლა პაციენტთან  აუცილებელია.

როგორ უნდა შევინარჩუნოთ მიღებული შედეგი?

ჯანსაღი საკვები საუკეთესო საშუალება წონის რეგულირებისთვის ყოველგვარი მკაცრი შეზღუდვების გარეშე და ხელს უწყობს  ფიზიკური  ენერგიის აღდგენას.
კვების სრულფასოვნებას განსაზღვრავს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების დაბალანსებული მიღება. შეიტანეთ რაციონში რაც შეიძლება მეტი რაოდენობით ბოსტნეული და ხილი, კვება უნდა იყოს დაბალანსებული, ნაკლებცხიმიანი. ასევე მნიშვნელოვანია წყლის მიღება, ფიზიკური აქტივობა სეირნობა და მსგავსი ტიპის აქტივობების ჩართვა  რუტინაში კვებასთან ერთად მნიშვნელოვან როლს ასრულებს. 

გაგაცნობთ იმ სერვისებს რომლებიც უშუალოდ ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ მიიღოთ, გვაქვს რამდენიმე სახის პროცედურა: კრიოლიპოლიზი, რფ ლიფტინგი და პრესო თერაპია, პროცედურები გვაძლევს  საშუალებას მოვერგოთ პაციენტის სურვილებს და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით გვქონდეს ალტერნატიული მიდგომები (ვგულისხმობ საჭიროების შემთხვევაში ალტერნატიული მეთოდების შეთავაზებას პაციენტებისთვის).