რა ელოდება ქალს, რომელიც საკუთარ თავზე ეკონომიას აკეთებს -  ერიხ მარია რემარკის განმარტება

04-07-2022

საკუთარ თავზე, მიზნებზე და ამბიციებზე ეკონომიის გაკეთება ძალიან ცუდი ჩვევაა, რომელსაც რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაეჩვიოთ. 
ქალი, რომელიც საკუთარ თავზე აკეთებს ეკონომიას, მამაკაცებში მხოლოდ ერთ სურვილს აღძრავს - გააკეთონ ეკონომია მასზე. 

ჩვენ ბავშვობიდან გვასწავლიან რომ უნდა ვიყოთ კეთილები, გულისხმიერები, თანაგრძნობით აღსავსენი, ეს მართალია, თუმცა რეალურ ცხოვრებაში ამ ფასეულობებს ცოტა ვინმე თუ აფასებს.  ყოველთვის გვყავს გვერდით ასეთი მეგობრები, რომლებიც დიდი სიამოვნებით ისარგებლებენ თქვენი პატიოსნებით და სულგრძელობით.  
ამიტომ ეცადეთ კარგად დაიმახსოვროთ ეს ბრძნული რჩევა: შეგეძლოთ ადამიანების გარჩევა, იცოდეთ, ვინ გყავთ გვერდში, რომ გასულელებული და გამოყენებული არ აღმოჩნდეთ. 

რატომ აკეთებენ ქალები ეკონომიას საკუთარ თავზე?

ეს მხოლოდ მატერიალურს არ ეხება. საუბარია იმაზე, რომ მაქსიმალურად ბევრი დრო დაუთმონ სხვებს  საკუთარი დასვენების ხარჯზე, დაეხმარონ სხვებს, გაუმარტივონ ცხოვრება. რატომ? ამას ხომ ვერავინ იგებს და აფასებს. 

ცხოვრება კი ისეა მოწყობილი, რომ თუ ადამიანებს ცოტა სჭირდებათ, ცოტას იღებენ. თუ თქვენ საკუთარ თავზე თავად აკეთებთ ეკონომიას, იყავით მზად იმისთვის, რომ სხვებიც თქვენზე გააკეთებენ ეკონომიას. ეს შეუქცევადი პროცესია. ასეთი ქალი ყოველთვის დაღლილი და იმედგაცრუებული გამოიყურება. სულ ეძებს მიზეზებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება მის ცხოვრებაში არასწორად, თუმცა პასუხს ვერასდროს პოულობს. ჰოდა, დროა მოიხსნათ ვარდისფერი სათვალე და გაითავისოთ, რომ თქვენ ძალიან დაღლილი ხართ იმის ხარჯზე, რომ ეკონომიას აკეთებთ საკუთარ სურვილებზე, დროზე და ჯანმრთელობაზე. 

ქალი, დედა, წარმატებული ქალი, თავის მოვლა,

ასეთი ქალები, როგორც წესი, ყოველთვის ეჭვით შეჰყურებენ საკუთარ შესაძლებლობებს და დაბალი თვითშეფასება აქვთ. ერიხ მარია რემარკი კი გვირჩევს, თავიდან მოვიშოროთ აზრები იმასთან დაკავშირებით,  რომ არის დედამიწაზე ვიღაც, ვინც რაიმეს  ჩვენზე უკეთესად გააკეთებს. თქვენი ქვეცნობიერი გმართავთ და გკარნახობთ, რომ თქვენ რაღაცას ვერ გააკეთებთ. ასე არ არის, საკუთარ თავზე ეკონომიის გაკეთება ძალიან ცუდი ჩვევაა, რომელიც საგრძნობლად დაბლა წევს ადამიანის თვითშეფასებას. ადამიანს ეშინია ვინმესთვის რამეზე უარის თქმა. ნუ გეშინიათ, ასწიეთ თავი, უსმინეთ საკუთარ სურვილებს და ისე მიჰყევით ცხოვრების გზას. დაისახეთ მიზნები და შეასრულეთ ისინი, ბოლოსდაბოლოს, ნუ შეგეშინდებათ იცხოვროთ საკუთარი თავისთვის.