თავის მოვლის მთავარი წესები

22-03-2022

თუ გსურთ, რომ ყოველთვის კარგად გამოიყურებოდეთ, შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა და ბუნებრივი სილამაზე აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს წესები:
ჰიგიენა, მაკიაჟი, ვარცხნილობა... ფიქრობთ, ეს საკმარისია? რა თქმა უნდა, არა. თავის მოვლის პროცედურა ამის გარდა სულ მცირე 4 აუცილებელ კომპონენტს გულისხმობს. 

1.    სხეული
სხეული, შეძლებისდაგვარად, მოვლილი, დახვეწილი და ნავარჯიშევი უნდა იყოს. ეცადეთ გაიმაგროთ ხელები, ფეხების, მუცლის და საჯდომის კუნთები. თუ ვარჯიში არ გიყვართ ან ძალიან გეზარებათ, ეძებეთ ალტერნატიული ვარიანტი, მაგალითად, მთელი სხეულის გამაკაჟებელი მასაჟი. თუ სპორტდარბაზში ვერ ახერხებთ სიარულს, შეგიძლიათ ინტერნეტში მოიძიოთ ვარჯიშები და სახლის პირობებში დაკავდეთ ვარჯიშით. 
2.    კანი
აბრეშუმისებრი ნაზი კანი 18 წლამდე ღმერთის საჩუქარია და არა თქვენი დამსახურება. თუ გსურთ, რომ თქვენი კანი ასაკშიც მიმზიდველი იყოს, მას უნდა მოუაროთ, მოვლილი კანი კი პირველ რიგში სისუფთავეს გულისხმობს. თავის მხრივ სუფთა კანი მხოლოდ დაბანილი კი არ უნდა იყოს, მკვდარი უჯრედებიც უნდა მოშორდეს. საჭიროა სპეცილაისთან ერთჯერადად მაინც გაიაროთ კონსულტაცია, შეადგინოთ კანის მოვლის ყოველდღიური რუტინა და თქვენი კანის შესაფერისი მოვლის საშუალებები მოიმარაგოთ. 
3.    ხელები
ხელები სხეულის ის ნაწილია, რომელიც მაშინვე გასცემს პატრონის ასაკს. ფრჩხილები კი მისი პატრონის აკურატულობასა და სტატუსზე მიანიშნებს, ამიტომ ეცადეთ, რომ ხელები მუდმივად მოწესრიგებული გქონდეთ. ყოველ დილა-საღამოს დაიტენიანეთ კანი, მოიწესრიგეთ ფრჩხილები. 
4. სტრესი
გაღიზიანებული და გაბოროტებული ადამიანი არავის მოსწონს. გარდა ამისა, უარყოფითი ფონი არა მხლოდ ნაოჭების წარმოქმნას უწყობს ხელს, არამედ რიგი დაავდებების მიზეზი შეიძლება გახდეს. სტრესისგან თავის დაღწევაში ისევ და ისევ ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ, განსაკუთრებით გაწელვები და წონასწორობის შესანარჩუნებელი ვარჯიშები.  ასევე ძალიან კარგია რეგულარული მასაჟი,  ეფექტურია  დაღლილობისა და დაძაბულობის მოსახსნელად, არეგულირებს სისხლის მიმოქცევასა და ადუნებს დაჭიმულ კუნთებს. ეცადეთ დაიძინოთ ადრე და გაიღვიძოთ ასევე ადრე, იძინოთ არანაკლებ 8 საათისა დღე-ღამეში (სხვათა შორის, ქალებს უფრო მეტი ძილი სჭირდებათ, ვიდრე მამაკაცებს). და კიდევ - გაიცინეთ, ეს ყველას უხდება.  
შეხსენება
•    ივარჯიშეთ ყოველდღიურად 15 წუთი მაინც. 
•    რეგულარულად ჩაიტარეთ სხეულის ხელ-ფეხის, კისრის, მასაჟი.
•    რეგულარულად დაიტენიანეთ და გაისუფთავეთ სახისა და ტანის კანი. 
•    რეგულარულად გამოიყენეთ ხელისა და ფეხის კრემები.