ნივთები, რომელიც აბაზანაში არ უნდა გქონდეთ

29-07-2024

აბაზანაში ტენიანობის დონე ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ოთახებში, ამიტომ ზოგიერთი ნივთი აქ არ უნდა ინახებოდეს. კარგია, თუ ამ ოთახს აქვს კარადა ან უჯრები. ეს ხელს უწყობს ნივთების დაცვას ტენიანობის, ორთქლისა და წყლის წვეთებისგან. მაგრამ თუ  ასეთი შესანახი ადგილი არ გაქვთ მაშინ გადაავლეთ თვალი, პოტენციურად საშიში ნივთები ხომ არ ინახება თქვენს აბაზანაში.

პირსახოცები, საცვლები, ხალათები

აბაზანაში მხოლოდ ის პირსახოცები შეინახეთ, რომლებსაც იყენებთ. არც ტექსტილისა და შიდა საცვლების ადგილია აბაზანა.  ნესტიანი ქსოვილის კანთან შეხება იწვევს ლორწოვანი გარსის და სასუნთქი ორგანოების გაღიზიანებას. 

აბაზანა,

კოსმეტიკა

აბაზანაში არ უნდა შეინახოთ დეკორატიული კოსმეტიკა, ფუნჯები და მაკიაჟის ღრუბლები. ნოტიო ჰაერი იწვევს მათზე ბაქტერიების ჭუჭყის ნაწილაკების  გამრავლებას, რაც სწრაფად მოხვდება თქვენს კანზე და სხვადასხვა ანთებების პროვოცირებას მოახდენს.

კბილის ჯაგრისი 

დიახ, სწორად გესმით, თუმცა, ჩვენ ვსაუბრობთ კომბინირებულ აბაზანაზე. ფაქტია, რომ როდესაც ტუალეტს ვრეცხავთ, ბაქტერიები ჰაერში განიფრქვევიან და შესაძლოა  მოხვდეს თქვენს კბილის ჯაგრისზე და შემდეგ ადამიანის სხეულში.

აბაზანა,

წამლები

 ბევრი ადამიანი ინახავს მედიკამენტებს აბაზანაში, თმცა ექიმები ერთხმად მათ შენახვას მშრალ, ბნელ და გრილ ადგილას, გვრჩეევენ, რათა მედიკამენტები არ გაფუჭდეს.
თუ არ გსურთ ტაბლეტების შენახვის ვადის  ან მათი ეფექტურობის შემცირება ნოტიო მიკროკლიმატის პირობებში, პირველადი დახმარების კუთხე სხვა ადგილას მოაწყვეთ. 

სახის ნიღაბი

ქსოვილისგან დამზადებული  სახის ნიღბები, საუკეთესოდ ინახება მაცივარში. აბაზანისთვის დამახასიათებელი ტემპერატურის ცვლილებების გარეშე ის უფრო დიდხანს გაძლებს და არ დაკარგავს პირვანდელ ეფექტს.