როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვები სისტემატურად ჩხუბობენ ერთმანეთში

21-01-2024

ყველა მშობლის ოცნებაა, რომ ბავშვებმა არ იჩხუბონ და მშვიდობიანად იცხოვრონ, თუმცა რეალობა ასეთი არ არის და ძალიან ხშირად ოჯახში დედმამიშვილები სისტემატურად ჩხუბობენ ერთმანეთში. 


ეს განსაკუთრებით ისეთ დედმამიშვილებს ეხებათ, რომელთა შორის ასაკობრივი სხვაობა დიდი არ არის.  ხშირად ჩხუბს თავად ასრულებენ ბავშვები, თუმცა კიდევ უფრო ხშირად მათი გაშველება  მშობლებს უწევთ. ალბათ ყველა მშობელს აინტერესებს, როგორ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა ოჯახში. 

ბავშვების ჩხუბი,
 

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს შორის ჩხუბი საშუალოდ სამ საათში ერთხელ ფიქსირდება. საათში ყოველ ათ წუთში  ბავშვები ერთმანეთს სათამაშოებს ართმევენ და კამათობენ. გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ დედმამიშვილები უფრო ხშირად ამცირებენ ერთმანეთს და ჩხუბობენ, ვიდრე სხვა ბავშვები. ერთი სიტყვით, ოჯახში დედმამიშვილებს შორის ურთიერთობა უფრო დაძაბული და მტრულია ხოლმე, ვიდრე მეგობრული და მშვიდობიანი. თუმცა დამშვიდდით, ეს მხოლოდ თქვენ არ გეხებათ. 

რა არის ამის მიზეზი?

  • ბავშვების სხვადასხვანაირი ტემპერამენტი - ზოგი ბავშვი დამჯერი და დამყოლია, ზოგი კი - პრეტენზიული და მომთხოვნი.
  • შფოთი და ნერვული დაძაბულობა, რომლის სათავეც ეჭვიანობა და კონკურენციაა, ასევე მშობლის ყურადღების მიქცევის მცდელობა. 
  • დედ-მამას შორის ურთიერთობა - თუ მშობლები ხშირად ჩხუბობენ და ერთმანეთის მიმართ აგრესიას გამოხატავენ დიდი ალბათობით ამას ბავშვებიც გაიმეორებენ.
  • აღზრდის მეთოდი - ოჯახებში, სადაც მშობლები სიმკაცრითა და სიცივით გამოირჩევიან, უფრო აგრესიული ბავშვები არიან, ხოლო თბილ  და მოსიყვარულე მშობლებს უფრო თბილი შვილები ჰყავთ.

ბავშვების ჩხუბი,

როგორ მოვიქცეთ, როდესაც ბავშვები ჩხუბობენ?

ბავშვები, როგორც წესი, თავად არეგულირებენ კონფლიქტურ სიტუაციას. თუ მშობელი ერევა და ცდილობს, გააშველოს მოჩხუბარი მხარეები, აგრესია და ეჭვიანობა, როგორც წესი, უფრო ძლიერდება. მშობელი უნდა ეცადოს, იყოს ნეიტრალური და არ დაიჭიროს ერთ-ერთი კონკრეტული მხარის პოზიცია. 
თუ ჩხუბი გარდაუვალია, ეცადეთ ბავშვებს ერთმანეთისგან იზოლირება გაუკეთოთ. როდესაც ბავშვები დამშვიდდებიან, თითოეულს ცალკე დაელაპარაკეთ.
თუ ატყობთ, რომ კონფლიქტები იმდენად ძლიერია, მას ვერ აკონტროლებთ, დასახმარებლად მიმართეთ ფსიქოლოგს. 
სპეციალისტის დახმარებაა საჭირო მაშინაც, თუ  კონფლიქტი ოჯახის ყველა წევრზე უარყოფითად მოქმედებს, რადგან 
კონფლიქტური სიტუაცია ცუდად აისახება ოჯახის წევრთა თვითშფასებასა და თავმოყვარეობაზე. ასევე იმ შემთხვევაში, თუ კონფლიქტის მიზეზი შესაძლო დეპრესიაა.