მამაკაცებიც ტირიან - მამების დეპრესიის 10 ნიშანი

28-11-2023

ნოემბერი მამაკაცების ჯანმრთელობის თვე ყოფილა. მოდით, ამჯერად ახალგაზრდა მამების დეპრესიული აშლილობა განვიხილოთ. ამერიკის პედიატრიის აკადემიის მონაცემების მიხედვით, მეუღლის ორსულობის დროს ან პირველი ბავშვის გაჩენის შემდეგ, მამაკაცების 2-დან 25 %-მდე  დეპრესიაში ვარდება. თუ დეპრესია ჩვილის დედასაც აწუხებს, მაშინ მაჩვენებელმა შესაძლოა 50%-ს მიაღწიოს. ეს მაჩვენებელი სპეციალისტების შეშფოთებას იწვევს,  პირველ რიგში ბავშვის ჯანმრთელობის გამო, ბავშვები ხომ ძალიან მგრძნობიარეები არიან უფროსების ფსიქოლოგიური მდგომარეობის მიმართ.  

როგორ მამაკაცებს ემუქრებათ დეპრესია

დეპრესიაში შესაძლოა ნებისმიერი მშობელი ჩავარდეს, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ის ცუდია ან სუსტია. საქმე ის არის, რომ ის სერიოზულ ცვლილებები ცხოვრებაში, რომელიც ბავშვის დაბადებით არის გამოწვეული, მამებს ძალიან რთულად გადააქვთ. მათ ხომ დამატებითი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ჩნდება საჭიროება იმისა, რომ მამამ ოჯახის კეთილდღეობისთვის კიდევ მეტი ენერგია ჩადოს და მეტი რესურსი გაიღოს. გარდა ამისა, ორსულობის, მშობიარობის და ახალშობილის მოვლის დროს თავს იჩენს ისეთი სიტუაციები, რომელზეც ახალბედა მამები გავლენას ვერ ახდენენ და ისინი თავს უსარგებლოდ მიიჩნევენ. მამაკაცები გრძნობენ, რომ ბავშვის დაბადებით ისინი საყვარელ ქალთან იმ ემოციურ კავშირს კარგავენ, რომელიც ბავშვის დაბადებამდე ჰქონდათ. დედები ძირითადად ახალშობილზე არიან კონცენტრირებულები, მამები კი ყურადღების მიღმა რჩებიან, გარიყულები.  
ყველაფერი ამის გათვალისწინებით მამებს შვილები შედარებით რთულად უყვარდებათ. მათ ხომ არ აქვთ დედობრივი ინსტინქტი, ამიტომაც მათი ჩვილებთან კავშირი არც ისე მყარია, ყოველ შემთხვევაში, პირველ ეტაპზე. 

მამების დეპრესია,

მამაკაცებში დეპრესიის ალბათობა იზრდება, თუ არის:

  • მეორე ნახევრის დეპრესიული მდგომარეობა
  • ტესტოსტერონის დაბალი დონე
  • ფინანსური სირთულეები
  • პრობლემები სამსახურში
  • ინტიმური ურთიერთობების ნაკლებობა ან საერთოდ არარსებობა
  • ბავშვის მიმართ ეჭვიანობა
  • თავის გარიყულად გრძნობა
  • ბავშვთან ემოციური კავშირის არქონა
  • ოჯახის და მეგობრების მხრიდან გულგრილობა
  • მისაბაძი მაგალითის არყოლა, მამის ნეგატიური მაგალითი.

დეპრესიის ნიშნები

მამაკაცებში დეპრესიის გამოვლენას ართულებს ის ფაქტი, რომ, როგორც წესი, ისინი საკუთარ თავში იკეტებიან, ერიდებიან ემოციების გამოაშკარავებას და ცდილობენ, რომ სირთულეებს დამოუკიდებლად გაუმკლავდნენ. უფრო მეტიც, ხშირად ისინი საკუთარ თავსაც კი არ უტყდებიან იმაში, რომ პრობლემა აქვთ და დახმარებას საჭიროებენ. ეს კი მათ მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს, საბოლოოდ გამოსავალს ეძებენ ან ალკოჰოლსა და ნარკოტიკებში ან კიდევ ექსტრემალურ სახეობებში. 

თუ მამაკაცს შენიშნეთ შემდეგ ნიშნები:

  • გაღიზიანება ჩვილის მიმართ
  • არ აქვს ჩვილის მიმართ არანაირი გრძნობა და ამის გამო რცხვენია
  • არის დათრგუნული
  • ცდილობს თავი აარიდოს პასუხისმგებლობას
  • უარს ამბობს საყვარელ გართობაზე, სიამოვნებას არაფერი ანიჭებს
  • იქცევა აგრესიულად და გამომწვევად, აქვს ოჯახური ძალადობის მცდელობა
  • არის გაფანტული და დაბნეული, იზიდავს მარტოობა
  • ყურადღებას იჩენს ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიმართ

 მაშინ თქვენს მეუღლეს თუ პარტნიორს დეპრესია აწუხებს. 

მამების დეპრესია,


სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ყველაფერი ეს ძალიან ცუდად აისახება ბავშვის ფსიქიკაზე, განსაკუთრებით 3-5 წლის ასაკში. 
ქალებში დეპრესიის რისკის გამოვლენის მიზნით ორსულობის დროს ტარდება სპეციალური სკრინინგები, ასევე მშობიარობიდან 1,2,4 და 6 თვეზე. სკრინინგი წარმოადგენს ტესტირებას ედინბურგის სკალით. ბოლო დროს ექიმები მსგავს სკრინინგის ჩატარების რეკომენდაციას მამაკაცებსაც აძლევენ. 
თუ შეატყობთ, რომ თქვენი ქმარი შეიცვალა, ჩაიკეტა საკუთარ თავში, არის გაღიზიანებული, დაუყოვნებლივ მიმართეთ სპეციალისტს, პრობლემის დროული აღმოჩენა მისი დროულად მოგვარების საწინდარია. ბოლოსდაბოლოს, ყველა ოჯახს აქვს უფლება, იყოს ბედნიერი და დატკბეს ყოველდღიური ცხოვრებით.

 

ასევე დაგაინტერესებთ: