ევგენი კომაროვსკის ინსტრუქციები მამებისთვის

05-09-2022

ინსტრუქცია მამებისთვის

დედებისთვის ინტერნეტში უამრავი რჩევა არსებობს, რაც შეეხება მამებს... ხშირად მამები დარწმუნებულები არიან, რომ თუ აქვთ სამსახური და ოჯახზე ფინანსურად ზრუნავენ, უკვე კარგი მამები არიან. თავიანთ სუპერ მძიმე და რთულ სამუშაო ოფისსა თუ სხვა სამსახურში 8-9 საათს ატარებენ, აქვთ მნიშვნელოვანი შეხვედრები. ამის შედეგი კი გახლავთ გადაღლილი, უძილობისაგან გაქვავებული ცოლი და ძალიან ცოტა დრო შვილებისთვის. ასე რომ, 21-ე საუკუნეში  მამებს იმით სიამაყე, რომ ისინი ოჯახში მთავარი შემომტანები არიან, მით უმეტეს, თუ ცოლსაც აქვს სამსახური, ისეთივე არარეალურია, როგორც მამონტებზე ნადირობა, განსაკუთრებით ბავშვის დაბადების პირველ თვეებში, როდესაც ჩვილი მშობლისგან მხოლოდ მოფერებასა და მოვლას მოითხოვს. 

მამები რომ დედებს დაეხმარონ, ამისთვის რაიმე უნივერსალური და განსაკუთრებული რჩევები არ არსებობს, თუმცა რამდენიმე ინსტრუქცია შესაძლოა გამოგადგეთ მდგომარეობის გამოსასწორებლად. 

მამა შვილი, კომაროვსკი, მეუღლე,

დაიწყეთ ყველაზე მარტივით 

დედები საჭმელს ყოველდღიურად მინიმუმ სამჯერ მაინც ამზადებენ, ანუ თვეში 90-ჯერ, წელიწადში - 1000-ზე მეტჯერ. მამამ დღეში ერთხელ მაინც რომ მოამზადოს, ეს უკვე დიდი შეღავათი იქნება. უმჯობესია, თუ ეს იქნება საუზმე. დილაობით საწოლში მეფესავით წოლას და ლოდინს, როდის გაამზადებს თქვენი საყვარელი ღამენათევი ცოლი საუზმეს, უმჯობესია წამოდგეთ და ხანდახან მაინც ეს თავად გააკეთოთ, და თუ ამას გააკეთებთ, ამის შემდეგ მთელი წელი გმირივით ნუ ივლით. ამას ჯობია ეს ყოველდღიურ რუტინად აქციოთ და თქვენს მეუღლეს აგრძნობინოთ, რომ ის მარტო არ არის. 

ღამის მორიგეობები სახლში

ძილი მშობლის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია ბავშვის დაბადების პირველ პერიოდში. თუ თქვენ მთელი დღე სამსახურში ხართ და ღამით დასაძინებლად ცალკე გადიხართ, ეს ბრძოლის ველიდან გაქცევას ნიშნავს. გახსოვდეთ, რომ თქვენს ცოლს არანაკლებ დამქანცველი და რთული დღე ჰქონდა, იგივე ელის ღამეც და ის ამ ყველაფერთან მარტო იქნება. ამ დროს ყველაზე კარი გამოსავალია რიგრიგობით ძილი, ის ფაქტი, რომ მამა სამსახურში უნდა წავიდეს და იმუშაოს, დედა კი მაინც სახლში რჩება, ამ შემთხვევაში გამამართლებელი საბუთი არ არის. არ გვგონია, მამის სამსახურში უფროსს კბილები ამოსდიოდეს და გაუთავებლად ტიროდეს, ან გული ერეოდეს და მერე მამა ამას წმენდდეს, თუ უფროსი ცოტა ხნით მაინც დაიძინებს, მამა ალაგებდეს, რეცხავდეს, აუთოებდეს ერთდროულად, თან საჭმელს ამზადებდეს. ასე რომ, მამებო, მარტო თქვენ არ იღლებით სამსახურში და დროა მიეჩვიოთ ღამის მორიგეობებს. 

მამა შვილი, კომაროვსკი, მეუღლე,

მიეცით დრო მეუღლეს საკუთარი თავისთვის

დედას უნდა ჰქონდეს გარკვეული პირადი დრო, სალონისთვის ან ფიტნესისთვის, ბანაობისთვის მაინც, ისე, რომ ბავშვის ტირილი არ ესმოდეს. დედა უნდა დადიოდეს საყიდლებზე არა მხოლოდ ბავშვისთვის და ქმრისთვის, საკუთარი თავისთვისაც და ოჯახმა ეს დრო უნდა გამონახოს. ცოლმა რომც იუაროს და თქვას, რომ მას ერ არ სჭირდება, აიძულეთ გააკეთოს ეს, გვერწმუნეთ, საჭიროა. მამებო, თამამად დახარჯეთ ფულიც, დროც და ენერგიაც თქვენი სიყვარულისთვის. 

მამა შვილი, კომაროვსკი, მეუღლე,

გაიხსენეთ, რამდენ რამეს აკეთებს დედა და რამდენ რამეს აკონტროლებს, იქნება ეს ბავშვი, ქმარი, სადილი, სისუფთავე, სეირნობა, წაკითხვა, გართობა, მეცადინეობა, საყიდლები და ა.შ. - ჩამონათვალი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს, დედის მოვალეობები ხომ არასდროს მთავრდება, ეს არის ყოველდღიური რუტინა, რომელიც ღლის მას. დაღლა კი გროვდება და აწვება ფსიქიკას. მამას კი აქვს ორი გზა, ის ან აგრძელებს, იყოს კიდევ ერთი ბავშვი, რომელიც საჭიროებს მოვლას  ან იღებს საკუთარ თავზე უამრავი პასუხისმგებლობის რაღაც ნაწილს და ხდება  ჭეშმარიტი მეუღლე და მშობელი.