ბავშვის აღზრდის 7 წესი ქეით მიდლტონისგან

13-07-2022

კემბრიჯის ჰერცოგინია ქეითი 3 შვილს ზრდის - 2 ბიჭსა და ერთ გოგოს. პრინცები ჯორჯი და ლუი, ისევე, როგორც მათი და შარლოტა,  ჩვეულებრივი ბავშვები არიან, რომლებიც სამეფო ოჯახის მკაცრი ჩარჩოების მიუხედავად, ზოგჯერ თავნებობენ და არცთუ კარგად იქცევიან, ანუ ისე, როგორც ჩვეულებრივი, ლაღი ბავშვები. მოდით ვნახოთ, აღზრდის რა საიდუმლოებებს ფლობს ქალბატონი ქეითი. 

ღია დიალოგი

ქეითი თვლის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, შვილებსა და მშობლებს შორის ყველაფერი იყოს ცხადი, ოჯახის წევრები ერთმანეთისთვის გახსნილები იყვნენ, ხშირად ესაუბრონ ერთმანეთს იმის შესახებ, ვის რა აწუხებს და ვის რა აბედნიერებს. გარდა ამისა, მისთვის არ არსებობს აკრძალული თემა, ბავშვებმა შესაძლოა დაუსვან მშობლებს ნებისმიერი კითხვა და მიიღონ აბსოლუტურად გულწრფელი პასუხი. 

ქეით მიდლტონი, სამეფო ოჯახი, ჰერცოგინია,

ერთობლივი აქტივობები

ქეითი პატარაობიდანვე ცდილობდა ბავშვების სახლის საქმეებში ჩართვას, მაგალითად, დედა და შვილები სადილს ერთად ამზადებენ ხოლმე. 
ჰერცოგინია არ მალავს, რომ კულინარიული ექსპერიმენტების შემდეგ სამზარეულოში ქაოსი დაისადგურებს ხოლმე, თუმცა ეს არაფერია იმ სიამოვნებასთან შედარებით, რასაც ოჯახის წევრები ერთად მოქმედების დროს განიცდიან ხოლმე. 
ქეითი ასევე თვლის, რომ ბავშვები აუცილებლად დიდ დროს უნდა ატარებდნენ ბებია-ბაბუასთან ორივე მხრიდან. 

ხელოვნების სიყვარული 

ჰერცოგინია დარწმუნებულია, იმისათვის, რომ ბავშვს ჩაუნერგო საკუთარი თავის რწმენა, აუცილებელია მისი  ნიჭის განვითარება.  

გასეირნება სუფთა ჰაერზე

ჰერცოგინიას კიდევ ერთი რეკომენდაცია მშობლებისთვის ბავშვებთან ერთად სუფთა ჰაერზე რაც შეიძლება დიდხანს სეირნობაა. ეს ხელს უწყობს ბავშვის როგორ ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ სიჯანსაღეს, ამ დროს ბავშვსა და მშობლებს შორის ემოციური კავშირი ყალიბდება. 

გაჯეტები შეზღუდული დროით

ბრიტანეთის სამეფოს ახალგაზრდა წარმომადგენლები გაჯეტების გარეშე როდი იზრდებიან, თუმცა მათ თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომა შეზღუდული დროით აქვთ.  გარდა ამისა, მშობლები მკაცრად უკონტროლებენ ბავშვებს კონტენტს. ბავშვებისათვის ხელმისაწვდომი უმეტესად შემეცნებითი და გასართობი პროგრამებია.