ყველა ქალი ოცნებობს იმაზე, რომ უყვარდეთ და აფასებდნენ, თუმცა ყველამ როდი იცის, რომ ეს გრძნობა და მოთხოვნილება ადამიანმა საკუთარ თავში უნდა აღზარდოს.
და კიდევ, ეს ბევრად არის დამოკიდებული გოგონაა მამაზე. გთავაზობთ იმ 7 მცნებას, რომლითაც ყველა ქალიშვილის მამამ უნდა იხელმძღვანელოს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს თავის გოგონას, რათა ის გაიზარდოს საკუთარ თავში დარწმუნებული დამოუკიდებელი პიროვნება.
ყველაფერი მარტივად არის - საუბარია უბრალოდ საკუთარი შვილის აზრის მოსმენაზე. პატარაობიდანვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მამა უსმენდეს საკუთარ ქალიშვილს და ესმოდეს მისი. მომავალში სწორედ ეს აყალიბებს ჯანსაღ ურთიერთობებს ქალსა და მამაკაცს შორის.
ყველა მამა უნდა ეუბნებოდეს კომპლიმენტს საკუთარ ქალიშვილს, არ აქვს მნიშვნელობა, ბავშვი ამას აცნობიერებს თუ არა. დროთა განმავლობაში სწორედ ეს უვითარებს ქალბატონებს თვითშეფასების გრძნობას.
ქალიშვილის მიმართ სიყვარულზე საუბარი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კომპლიმენტები. გოგონა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მამას ის ყოველთვის და ყველა ვითარებაში ეყვარება. მამის სიყვარული ქალს თავს დაცულად აგრძნობინებს და საკუთარი თავის რწმენას მატებს.
სწორედ მამამ უნდა აჩვენოს ქალიშვილს, რას ნიშნავს გამბედაობა და სიმამაცე. ამ შემთხვევაში საუბარია ქალის მიერ არა ძალის, არამედ საკუთარი აზრის გამოხატვაზე.
მამამ ყოველთვის უნდა წაახალისოს შვილის ნახელავი მიუხედავად იმისა, მართლა მოეწონება თუ არა მისი მომზადებული კერძი. ასევე ნებისმიერი სხვა საქმიანობა, რაც მის გოგონას მოსწონს და აბედნიერებს.
მამები გოგონებისთვის ძალიან ხშირად ავტორიტეტები არიან. უფრო მეტად, ვიდრე დედები. ამიტომ, სწორედ მამამ უნდა მიაჩვიოს გოგონა თვითდისციპლინას, რათა იყოს ორგანიზებული, სუფთა და მოწესრიგებული.
ღირსეულად დამარცხება ერთგვარი ძალაა, რომელიც ზოგადად ადამიანს და ქალს უნდა გააჩნდეს. ნებისმიერი სიტუაცია თავმოყვარე ქალმა ღირსეულად უნდა მიიღოს და მასთან გამკლავებაც შეეძლოს.