კიბერბულინგი - როგორ ვესაუბროთ ამ თემაზე შვილებს

04-07-2022

როგორ ვესაუბროთ ბავშვებს სოციალურ ქსელში უსაფრთხოების შესახებ - ფსიქოლოგის რჩევები

სოციალურ ქსელში კიბერბულინგისგან ზრდასრულებიც კი არ არიან დაცულები, რომ არაფერი ვთქვათ მოზარდებზე. თინეიჯერები ძალიან ადვილად ექცევიან სხვა ადამიანების ზემოქმედების ქვეშ, ისინი ადვილად სამართავები არიან, ამიტომაც იტერნეტში საკუთარი თავის დაცვის უნარი არ აქვთ. გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ მშობლების 89%-ის აზრით, მათ შვილებს ინტერნეტში რეალური საფრთხე ემუქრებათ, არადა, ბავშვები სოციალურ ქსელში საკმაოზე მეტ დროს ატარებენ. ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს უცნობ ადამიანებთან საეჭვო კავშირები და კომუნიკაცია და პერსონალური მონაცემების გავრცელება.  ასევე კიბერბულინგი. 

კიბერბულინგი, ბულინგი, მშობელი, მოსწავლე, შვილი, კომპიუტერი, სოციალური ქსელი,

როგორ უნდა ესაუბროს მშობელი ბავშვს კიბერბულიგნის შესახებ?

გათიშეთ „უფროსი“ 

რატომ ამყარებენ კიბერდამნაშავეები ბავშვებთან კონტაქტს მარტივად? პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი ბავშვებს ისე ესაუბრებიან, როგორც თანატოლს, მათთვის გასაგებ ენაზე. ოჯახის წევრები კი ავტორიტეტს, უფროსობას უსვამენ ხაზს, რაზეც მოზარდები საკმაოდ აგრესიულად რეაგირებენ. 

მიეცით ბავშვს უფლება, დაუშვას შეცდომა

ნებისმიერ მშობელს ყოველთვის უნდა, რომ საკუთარი შვილი მაქსიმალურად დაიცვას შეცდომებისგან, თუმცა ჰიპერმზრუნველობას კარგი შედეგი არასდროს მოაქვს. რეალურ ცხოვრებაში ადამიანები უშვებენ შეცდომებს და ეს ნორმალურია, მიეცით თქვენს შვილს საშუალება დაუშვას შეცდომა და თავად გააცნობიეროს ეს, თავად ეცადოს მის გამოსწორებას. მოზარდი თავად მიხვდება, რომ ინტერნეტში გაცნობილი ადამიანი ხშირ შემთხვევაში სულაც არ არის ისეთი, როგორიც მას ჰგონია. 

კიბერბულინგი, ბულინგი, მშობელი, მოსწავლე, შვილი, კომპიუტერი, სოციალური ქსელი,

დაარწმუნეთ ბავშვი იმაში, რომ თუ შეცდა, თქვენ მის გვერდით იქნებით

როდესაც მოზარდი პირისპირ შეეჩეხება პრობლემას და დარწმუნდება, რომ რეალური ცხოვრება ისეთი სულაც არ არის, როგორიც მას წარმოედგინა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის წევრები, მშობლები გვერდში დაუდგნენ და გაამხნეონ, აგრძნობინონ, რომ ის პრობლემებთან მარტო არ არის.

ერთად ისაუბრეთ მომავალზე

მოზარდობის ასაკი პროვოკაციების პერიოდია. ამ დროს ბავშვები ცდილობენ, რადაც არ უნდა დაუჯდეთ მიიქციონ საზოგადოების, ოჯახის წევრების ყურადღება. სწორედ ამ დროს მათ არ აქვთ კრიტიკული აზროვნების უნარი და სოციალურ ქსელში საკმაოდ თამამები არიან, რასაც ბევრი შეცდომა მოჰყვება ხოლმე. 
ეცადეთ იყოთ მეგობრულები და ესაუბროთ ბავშვს იმის შესახებ, რამ შეიძლება მოუტანოს წარმატება სამომავლოდ. ასევე განიხილეთ ის, რამ შეიძლება შეუშალოს ხელი მის წარმატებას. 

კიბერბულინგი, ბულინგი, მშობელი, მოსწავლე, შვილი, კომპიუტერი, სოციალური ქსელი,

ჰკითხეთ რჩევა

უფროსები მიჩვეულები არიან, რომ შვილებმა ყოველთვის მათ უნდა ჰკითხონ რჩევები, თუმცა მოზარდის ცხოვრებაში დგება დრო, როდესაც ის საკუთარ თავში დარწმუნებულია და ჰგონია, რომ ყველაფერი იცის. ეცადეთ დაეკითხოთ აზრს, ითხოვეთ რჩევა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ასე მის ნდობას მოიპოვებთ.
 

ესაუბრეთ კონტროლის პროგრამის შესახებ

ხშირად მშობლები მოზარდის გაჯეტებზე კონტროლის პროგრამას აყენებენ, ესაუბრეთ ამის შესახებ, გაიგეთ რას ფიქრობს ამასთან დაკავშირებით და აუხსენით, რაში გჭირდებათ ეს თქვენ. მიუხედავად იმისა, რომ მოზარდები მეამბოხეები არიან, გულის სიღრმეში ისინი ენდობიან მშობლებს და სჯერათ მათი.