როგორ დავუახლოვდეთ ბავშვს - 5 პრაქტიკული რჩევა

04-06-2022

თანამედროვე ცხოვრების რიტმი იმდენად სწრაფია, რომ მშობლები ძალიან იღლებიან და საკუთარ შვილებთან ურთიერთობის დრო და ენერგია უბრალოდ არ რჩებათ.  თავის მხრივ ბაშვებიც იმდენად სწრაფად იზრდებიან, იმდენად მალე მოდის დრო, როდეს მათ საკუთარი ინტერესები და ცხოვრება უჩნდებათ, რომ მშობლებს დასაკარგი დრო უბრალოდ არ აქვთ. როგორ მოვიქცეთ, როგორ დავუახლოვდეთ საკუთარ შვილებს, როგორ გავატაროთ მათთან უფრო მეტი, ნაყოფიერი დრო? 

გთავაზობთ 5 რჩევას

ძილის წინ ბავშვთან ერთად ისეირნეთ

ეს მძიმე და დამქანცველი დღის შემდეგ განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. მთავარია, ამ დროს თან არ იქნიოთ ისეთი ნივთები, რომელიც თქვენ ან ბავშვს ყურადღებას გაგიფანტავთ. 

მოაწყვეთ თემატური ვახშმები

ეცადეთ ხშირად მოაწყოთ ოჯახური ვახშმები, სადაც ოჯახის ყველა წევრი ერთად შეიკრიბებით და დროს სახალისოდ გაატარებთ, იხუმრებთ, ითამაშებთ და კარგად გაერთობით. 

ხშირად ისეირნეთ ფეხით

გარდა იმისა, რომ ეს ძალიან სასარგებლოა როგორც თქვენთვის, ისე ბავშვისთვის, დროის გატარების ძალიან სასიამოვნო საშუალება გახლავთ, როდესაც შეგეძლებათ ბავშვთან ბევრი ისაუბროთ, ბევრი რამ გაიგოთ მისი ემოციური მდგომარეობის შესახებ. 

ერთად შეაკეთეთ გატეხილი ნივთები

ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვი შეაჩვიოთ იმ აზრს, რომ ამ სამყაროში ყველაფრის გაკეთებას სჭირდება ძალისხმევა, მონდომება. 

ეთამაშეთ

ბავშვთან დაახლოების ყველაზე კარგი საშუალება მასთან ერთად თამაშია, განსაკუთრებით იმ თამაშის, რომელიც მას ძალიან უყვარს და მოსწონს. 

მოიგონეთ ტრადიციები

მაგალითად, შაბათ-კვირის ტრადიცია. წესად აქციეთ ამ დღეს რაიმეს გაკეთება, მაგალითად, ფილმის ერთად ყურება, სასეირნოდ წასვლა, სტუმრების მოპატიჟება ან რამე სხვა.