ამ ფილმს მრავალი წლის წინ ვუყურებდით. ახლა მას უჩვეულო მოწიწებით ვუცქერთ და ბავშვობა გვახსენდება, მაშინდელი შგერძნებები. ისევ გვეცინება მთავარი გმირების ხუმრობებზე. ოთხმოცდაათიან წლებში პატარა ბიჭისა და მისი მეგობარი გოგონას შესახებ სათავგადასავლო ამბებით გაჯერებული კინოსურათი ყველას ხიბლავდა.
ეს საოცარი ოჯახი მხოლოდ ბავშვებს როდი მოსწონდათ, ამიტომაც გადავწყვიტეთ მოგვეძიებინა, როგორები არიან ამ ფილმის მთავარი მოქმედი გმირები 30 წლის შემდეგ. საუბარია მაიკლ ოლივერისა და ივიან შვანიზე. ეკრანზე მათი გმირები არა მხოლოდ ჰიპერაქტიურები, შეიძლება ითქვას, ფეთქებადებიც კი იყვნენ. ახლა ორივე მსახიობი მშობელია, მათი კინოკარიერა დიდხანს არ გაგრძელებულა.
მაიკლი ფილმში ცხრა წლის ასაკში გამოჩნდა. წითური თმა, ეშმაკური მზერა, საოცარი ღიმილი - ეს იყო მაიკლის მთავარი თვისებები, რის გამოც სიამოვნებით აიყვანეს ცელქი ბიჭუნას როლში. ასეთი წარმოედგინა რეჟისორს გაუწონასწორებელი ჯოკერი.
ახლა ონავარი ბიჭუნა ორმოცი წლისაა - დაოჯახებულია, იმედი გვაქვს, ბედნიერიც არის და გატაცებულია მუსიკით.
რაც შეეხება ივიან შვანს, ეს პატარა, ყველასათვის საყვარელი გოგონა ახლა ოცდათხუთმეტი წლის არის. ის მხოლოდ ორ ფილმშია გადაღებული. სერიოზულად არის დაკავებული მუსიკით.
ხშირად იღებენ სარეკლმაო რგოლებში, 2012 წელს კი მას შვილი შეეძინა.