რატომ აღარ სჭირდებათ ხოლმე შვილებს მშობლები

29-05-2022

რატომ ხდება ასე?

ყველამ კარგად ვიცით, რომ შვილებმა უნდა იზრუნონ მშობლებზე თუმცა ხშირად ხდება ისე, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ ადამიანი არასაჭიროდ გრძნობს თავს, თითქოს აღარავის უნდა, საკუთარ შვილებსაც კი. რატომ ხდება ასე? 
არსებობს რამდენიმე მიზეზი:

პრობლემები პირად ცხოვრებაში

ამ შემთხვევაში საუბარი შვილებზე. თუ ისე მოხდა, რომ მშობლები მოხუცდნენ, შვილს კი ჯერ ოჯახი არ აქვს შექმნილი, მას უწევს ორ ფრონტზე ბრძოლა - მშობლებზე ზრუნვა და პირადი ბედნიერების, მეორე ნახევრის ძიება. ამ ყველაფერს კი სჭირდება დრო და ძალა. 

გადასვლა

თუ ადრე ადამიანები ცდილობდნენ  მთელი ცხოვრება იქ გაეტარებინათ, სადაც დაიბადნენ, დღევანდელ დღეს სხვა ქალაქში, სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად  გადასვლა ჩვეულებრივი მოვლენაა, ასე ვთქვათ ახალგაზრდების მიზანიც კი, ეს კი თავისთავად იწვევს დაშორებას. მანძილი თავისას შვრება, რაც, რა თქმა უნდა,  ხელს უშლის შვილს მშობელთან ურთიერთობაში.

გადაჭარბებული  მოლოდინები

ეს უფრო იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც ერთი მშობელია მხოლოდ. კლასიკური სცენარი, როდესაც ადამიანი ხელმოცარულია პირად ურთიერთობებში, ის მთელ თავის რესურსს შვილში დებს და შემდეგ მისგანაც საპასუხო თავგანწირვას მოელის. მსგავს შემთხვევაში შვილები თავს მძევლებად გრძნობენ და არცთუ თბილი გრძნობები უჩნდებათ. მშობელს კი იმდენი რესურსი აქვს დახარჯული და ისე იცხოვრა სულ შვილის ცხოვრებით, მის გარეშე არც კი იცის, რა უნდა აკეთოს.

არაიდეალური ურთიერთობები

მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობები ყოველთვის იდეალური როდია. 
არ ღირს ცრუ მოლოდინების ქონა იმ შემთხვევაში, თუ თავის დროზე მშობელი ზედაპირულად ექცეოდა შვილებს, მათ სურვილებს ან კიდევ უარესი - ზედმეტად მკაცრი იყო, ცემდა კიდეც. ასეთ შემთხვევაში ბავშვები ან საერთოდ წყვეტენ მშობლებთან ურთიერთობას ან უბრალოდ ვერ წარმოუდგენიათ რას ნიშნავს მშობელთან ჰარმონიული ურთიერთობები. 

ცვლილებები საქციელში

ასაკში ადამიანებს ხასიათი ეცვლებათ და არცთუ სასიკეთოდ, ეს ასაკობრივი და გარდაუვალია. იმისათვის, რომ შეეგუონ ერთმანეთს, მშობლებსაც და შვილებსაც მაქსიმალურად მართებთ მოთმინება და დათმობაც. 
 
პასუხისმგებლობის ტვირთი

როდესაც მშობლებს შვილების პატრონობა სჭირდებათ ხოლმე, როგორც წესი, იმ დროისთვის შვილებს საკუთარი ოჯახები ჰყავთ - პატარა შვილები, რომლებიც  დიდ ყურადღებასა და შრომას მოითხოვენ. ერთის მხრივ ოჯახი, პატარა შვილები, მეუღლე, მეორეს მხრივ მოხუცი მშობლები, ნამდვილად რთული შესათავსებელია ერთმანეთთან და ყველა ვერ ახერხებს.

მარტოობის გრძნობა

როდესაც მშობელს უჩნდება გრძნობა, რომ ის აღარ სჭირდება საკუთარ შვილს, ხშირ შემთხვევაში ეს ნიშნავს არა იმას, რომ მას აკლია მატერიალური საშუალებები, ფული, მედიკამენტები, საკვები და ა.შ.,  საუბარი მარტოობის შეგრძნებაზეა, რომელსაც, როგორც წესი, განიცდიან ხოლმე ხანდაზმული ადამიანები.

თუ არ გაქვთ დრო, ფინანსები და რესურსები, რომ მშობლებთან ბევრი დრო გაატაროთ, მათზე იზრუნოთ, მორალურად, ემოციურად მაინც იყავით მათ გვერდით, ხშირად დაურეკეთ, ესაუბრეთ, მოეფერეთ და აგრძნობინეთ, რომ გიყვართ და გჭირდებათ.

ეს ანიმაციური მოკლე ფილმი თითოეულ თქვენგანს დააფიქრებს, აქ ნახავთ რას იჭვევს შვილზე მიჯაჭვულობა და ჭიპლარის სინდრომი.