მათ ძალიან კარგად იციან, რომ ორი ადამიანის კონფლიქტში მესამე პირის ადგილი არ არის. თუ მათ შორის რაიმე გაუგებრობა არსებობს, მეუღლეები ამას ერთმანეთში არკვევენ.
ისინი არასდროს ადარებენ ერთმანეთს სხვებს
კარგად იციან, რომ მას უყვარს და ის უყვართ ისეთი, როგორიც არის. ორივეს კარგად ესმის, რომ იდეალური ადამიანი არ არსებობს და თუ ადამიანი გიყვარს, გიყვარს მისი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი თვისებები.
ისინი არასდროს ადანაშაულებენ ერთმანეთს საკუთარ პრობლემებში, მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ აბსოლუტურად ყველაფერზე ორივეს აქვს პასუხისმგებლობა აღებული. ასე რომ, მსხვერპლის პოზიციას ბედნიერ ოჯახში ადგილი უბრალოდ არ აქვს.
მათ ურთიერთობაში არ არსებობს ეჭვი და უნდობლობა. ისიც კარგად ესმით, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს პირადი სივრცე და პირადი დრო, რასაც გაგებით ეკიდებიან და ამ ზღვარს არ გადადიან.
კარგად იციან, რომ არც კაცია პრინცი და არც ქალი დედოფალი, ეს ბუნებრივია, რეალურ ცხოვრებაში ასე არ ხდება და ეს უბრალოდ უნდა იცოდე, არ უნდა შეიქმნა ილუზია, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად დაიმსხვრევა.
ხუმრობა და გართობა. დადებითი ემოციები აუცილებელია იმისათვის, რომ ადამიანმა თავი ბედნიერად იგრძნოს.
ისინი აღნიშნავენ ერთმანეთის ღირსებებს და განიხილავენ ხარვეზებს. ზუსტად იციან, როდის და როგორ უნდა ესაუბრონ მეორე ნახევარს ამა თუ იმ შეცდომასა თუ წარუმატებლობაზე. იციან გვერდში დგომა და გამხნევება.
იციან, როგორ აუხსნან მეორე ნახევარს საკუთარი სურვილი თუ გადაწყვეტილება. მაგალითად, თუ მას ყურადღება არ ყოფნის, კი არ ებუტება, უბრალოდ ეტყვის პარტნიორს, რომ თავს მარტოსულად გრძნობს.
ისინი მაქსიმალურად ცდილობენ შეუმსუბუქონ ერთმანეთს ყოფა და საქმე.
ადამიანი, რომელიც ყვირის, გაუწონასწორებელ და ნერვულ ადამიანთან ასოცირდება. მათ ურთიერთობაში ხმამაღალი საუბარი მიღებული არ არის, კარგად ესმით, რომ ჩვეულებრივი საუბრით პრობლემის მოგვარება ძალიან ჩვეულებრივი და ბუნებრივი მოვლენაა.