ბავშვის სამოსზე დედა იქამდეც კი ფიქრობს, სანამ ის დაიბადება და ჯერ კიდევ ორსულობის დროს არჩევს ტანსაცმელს პატარასთვის. პატარას დაბადების შემდეგ, ათმაგად იზრდება ფიქრი სამოსზე, ძიება და უზარმაზარ არჩევანში სამი მთავარი ფაქტორის მიხედვით საუკეთესოს არჩევა - ბავშვის სამოსი უნდა იყოს პირველ რიგში ხარისხიანი (და შესაბამისად, უსაფრთხო და გამძლე, რასაც ასევე აფასებენ მშობლები), გემოვნებიანი და, დიახ, ხელმისაწვდომიც. ალბათ იტყვით, რომ ძალიან ძნელია ისეთი ბრენდის პოვნა, რომელიც ამ სამივე კრიტერიუმს აკმაყოფილებს. თუმცა ვისთვისაც უკვე ცნობილია საუკუნეზე მეტი ხნის წინ დაარსებული, წლებით გამოცდილი და ამერიკელი თუ ევროპელი დედების საყვარელი ბრენდი „Carter's“, ის დაუფიქრებლად გიპასუხებთ, რომ ნამდვილად შესაძლებელია ამ სამი კრიტერიუმის დაკმაყოფილება.
დიახ, „Carter's“ 1865 წლიდან არსებობს - სწორედ ამ წელს დააარსა უილიამ კარტერსმა და მაშინვე დაიკავა გამორჩეული ნიშა მსოფლიო ბაზარზე - მაღალი ხარისხი, დახვეწილი დიზაინი, კომფორტული და მრავალფეროვანი კოლექციები და კიდევ - ხელმისაწვდომი სამოსი. სწორედ ამის გამო გახდა მილიონობით მშობლის საყვარელი ბრენდი და ვინ მოთვლის, მერამდენე თაობა გამოიზარდა „Carter's“-ის სამოსში. მნიშვნელოვანი კი ალბათ ისიც არის, რომ წლებთან ერთად, გამალებული კონკურენციის მიუხედავად, ბრენდი არ აგდებს ხარისხს, მუდამ ფეხს უწყობს მოდას, გამოირჩევა მრავალფეროვანი არჩევანით და ერთგულად ემსახურება მშობლებს და ბავშვებს. ბრენდს საკმაოდ ფართო სპექტრის პროდუქცია აქვს და მშობელს შეუძლია, ერთ სივრცეში აღმოაჩინოს სამოსი და აქსესუარები ყველა შემთხვევისთვის (იქნება ეს სათამაშო სამოსი, გამოსასლელი ტანსაცმელი, საცვლები თუ სხვა) და ყველა ასაკის პატარისთვის - ახალშობილიდან თინეიჯერობის ჩათვლით. თანაც, მოდურიც, კომფორტულიც და ხარისხიანიც. სამოსი აკმაყოფილებს უსაფრთხოების მკაცრ სტანდარტებს და არ შეიცავს მავნე ქიმიკატებს. თითოეული ნივთი შექმნილია პრაქტიკული მახასიათებლების გათვალისწინებით, როგორიცაა კომფორტული სამაგრები და ელასტიური წელის ზოლები, რათა პატარას გაუადვილდეს ჩაცმა და მარტივი იყოს მოსახმარად.
ამერიკაში ბავშვის ტანსაცმლისა და აქსესუარების გაყიდვების მეოთხედი „Carter's“-ზე მოდის. ასევე წარმატებული და პოპულარულია ბრენდი ევროპელ მშობლებში. და რამდენიმე წელია, ქართულ ბაზარზეც გამოჩნდა. თანაც, ქართველი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ფასებითაც და მდებარეობითაც. Carter’s-ის პროდუქცია ხელმისაწვდომია თბილისისა და ბათუმის სავაჭრო ცენტრებში: გალერია თბილისი, სითი მოლი საბურთალო, სითი მოლი გლდანი, ბათუმის გრანდმოლი.