ინსტრუქცია ახალბედა მამებისთვის

06-07-2024

დედებისთვის ინტერნეტში უამრავი რჩევა არსებობს, რაც შეეხება მამებს... რატომღაც დარწმუნებულები ვართ, რომ თუ მათ აქვთ სამსახური და შიგადაშიგ ეხმარებიან დედებს, ისინი უკვე კარგი მამები არიან. ისინი თავიანთ სუპერ მძიმე და რთულ სამუშაო ოფისსა თუ სხვა სამსახურში 8-9 საათს ატარებენ, აქვთ მნიშვნელოვანი შეხვედრები. ამის შედეგი კი გახლავთ გადაღლილი, უძილობისაგან გაქვავებული ცოლი. ასე რომ, 21-ე საუკუნეში  მამების იმით ამაყობა, რომ ოჯახში მთავარი შემომტანები არიან, ისეთივე არარეალობაა, როგორც მამონტებზე ნადირობა, განსაკუთრებით ბავშვის დაბადების პირველ თვეებში, როდესაც ჩვილი მშობლისგან მხოლოდ მოფერებასა და მოვლას მოითხოვს. 

ახალბედა მამა, ახალბედა მშობელი, ოჯახი,

მამებისათვის დედების დასახმარებლად რაიმე უნივერსალური და განსაკუთრებული რჩევები არ არსებობს, თუმცა რამდენიმე ინსტრუქცია შესაძლოა გამოგადგეთ მდგომარეობის გამოსასწორებლად. 

დედები საჭმელს ყოველდღიურად მინიმუმ სამჯერ მაინც ამზადებენ, ანუ თვეში 90-ჯერ, წელიწადში 1000-ზე მეტჯერ. მამამ დღეში ერთხელ მაინც რომ მოამზადოს, ეს უკვე დიდი შეღავათი იქნება. 

ახალბედა მამა, ახალბედა მშობელი, ოჯახი,

მამებო, დილაობით საწოლში მეფესავით წოლას და ლოდინს, როდის გაამზადებს თქვენი საყვარელი ღამენათევი ცოლი საუზმეს, უმჯობესია წამოდგეთ და ეს თავად გააკეთოთ და თუ ამას გააკეთებთ, ამის შემდეგ მთელი წელი გმირივით ნუ ივლით. ამას ჯობია ეს ყოველდღიურ რუტინად აქციოთ და თქვენს მეუღლეს აგრძნობინოთ, რომ ის მარტო არ არის. 


ძილი მშობლის ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია ბავშვის დაბადების პირველ პერიოდში. თუ თქვენ მთელი დღე სამსახურში ხართ და ღამით დასაძინებლად ცალკე გადიხართ, ეს ბრძოლის ველიდან გაქცევას ნიშნავს. გახსოვდეთ, რომ თქვენს ცოლს დამქანცველი და რთული დღე ჰქონდა, იგივე ელის ღამეც და ის ამ ყველაფერთან მარტო იქნება. 

ახალბედა მამა, ახალბედა მშობელი, ოჯახი,


ამ დროს ყველაზე კარი გამოსავალია რიგრიგობით ძილი. ის ფაქტი, რომ მამა სამსახურში უნდა წავიდეს და იმუშაოს, დედა კი მაინც სახლში რჩება, ამ შემთხვევაში გამამართლებელი საბუთი არ არის. არ გვგონია, მამის სამსახურში უფროსს კბილები ამოდიოდეს და გაუთავებლად ტიროდეს, ან გული ერეოდეს და მერე მამა ამას წმენდდეს, თუ უფროსი ცოტა ხნით მაინც დაიძინებს მამა ალაგებდეს, რეცხავდეს, აუთოებდეს ერთდროულად, თან საჭმელს ამზადებდეს. ასე რომ, მამებო, მარტო თქვენ არ იღლებით სამსახურში და დროა მიეჩვიოთ ღამის მორიგეობებს. 


დედას უნდა ჰქონდეს გარკვეული პირადი დრო სალონისთვის ან ფიტნესისთვის, ბანაობისთვის მაინც ისე, რომ ბავშვის ტირილი არ ესმოდეს. დედა უნდა დადიოდეს საყიდლებზე არა მხოლოდ ბავშვისთვის და ქმრისთვის, საკუთარი თავისთვისაც და ოჯახმა ეს დრო უნდა გამონახოს. ცოლმა რომც იუაროს და თქვას, რომ მას ერ არ სჭირდება, აიძულეთ გაკეთოს, გვერწმუნეთ ეს საჭიროა. მამებო, თამამად დახარჯეთ ფულიც, დროც და ენერგიაც თქვენი სიყვარულისთვის. 

ახალბედა მამა, ახალბედა მშობელი, ოჯახი,


აუხსენით ნათესავებს, რომელთაც ძალიან უყვართ რჩევების მიცემა ახალგაზრდა დედებისთვის, რომ არ არის საჭირო რეკვა, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ბავშვს ძლივს ჩაეძინა, და დარიგებები, რომ თუ რამის კითხვა დაგჭირდებათ, თავად შეეხმიანებით.
გაიხსენეთ, რამდენ რამეს აკეთებს დედა და რამდენ რამეს აკონტროლებს, იქნება ეს ბავშვი, ქმარი, სადილი, სისუფთავე, სეირნობა, წაკითხვა, გართობა, მეცადინეობა, საყიდლები და ა.შ. ჩამონათვალი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს, დედის მოვალეობები ხომ არასდროს მთავრდება, ეს არის ყოველდღიური რუტინა, რომელიც ღლის დედას. დაღლა კი გროვდება და აწვება ფსიქიკას. მამას კი აქვს ორი გზა, ის ან აგრძელებს იყოს კიდევ ერთი ბავშვი, რომელიც საჭიროებს მოვლას  ან იღებს საკუთარ თავზე უამრავი პასუხისმგებლობის ნაწილს და ხდება  ჭეშმარიტი მშობელი.