ანაბელის ბლოგი

04-11-2021

მოგესალმებით! ჩემი სახელია ანაბელი, ვარ 26 წლის, მყავს მეუღლე და ორი შვილი. პროფესიით ფინანსისტი გახლავართ, მაინორად მაქვს გავლილი ფსიქოლოგია, ასევე ვარ ლაქტაციის მრჩეველი და ყოველდღიურად იზრდება ჩემი ცოდნა ბავშვის აღზრდისა და განვითარების კუთხით.
ჩემი ბლოგი annabelles_blog_ 2 წლის წინ შეიქმნა. მთელი ცხოვრებაა ვმუშაობ და ბავშვის გაჩენის შემდეგ, როცა ვეღარ შევძელი სამსახურში გასვლა, ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ბლოგერობა დამეწყო. მშობლის ბლოგი იყო ჩემთვის იდეალური კონტენტი. მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი საქმე, ის, რაც მიყვარდა, რაც ენერგიით მავსებდა. დღესდღეობით კი  ჩემი მესამე შვილივითაა... 
თავიდან ჩემი ბლოგი მხოლოდ ინფორმაციული იყო, თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ადამიანებს ღლიდა მხოლოდ ინფორმაცია და შემოვიტანე იუმორიც, რამაც ძალიან გაამართლა და გაზარდა აუდიტორია. დღესდღეობით ჩემი ბლოგი მშობლებს აწვდის ინფორმაციას სანდო წყაროებიდან, ეს არის მეცნიერული თუ ფსიქოლოგიური სტატიები, რომლებიც ძალიან ეხმარება ახალბედა მშობლებს. განტვიტთვისთვის კი ვიღებ იუმორისტულ ვიდეოებს. თანამედროვე დედობა ძალიან რთულია მიუხედავად იმის რომ ჩვენ სარეცხი მანქანა გვაქვს, წყალი, სითბო, თითქოს უფრო გამარტივებულია ცხოვრება, რეალურად ფსიქოლოგიური თვალსაზრისით დედობა გაცილებით უფრო რთულია დღესდღეობით ვიდრე ეს უწინ იყო, რადგან ახლა შესაძლებელია ნებისმიერ ინფორმაციასთან წვდომა და საზოგადოებისგანაც გაზრდილია მოთხოვნა, ბულინგი დედების მიმართ, არა ქალის მიმართ როგორც ეს იყო ადრე, არამედ კონკრეტულად დედის მიმართ. ამას ემატება ისიც რომ თვითონ დედები განიხილავენ ერთმანეთს და ხშირად ეს განხილვა ძალიან გულსატკენია. 
ჩემთვის თანამედროვე დედობა ნიშნავს პირველ რიგში საკუთარი თავის სიყვარულს, ბავშვისთვის თავისუფლების მიცემას,არ დასჯას,ბავშვთან გატარებული თითოეული წუთის დაფასებას, შვილის როგორც შენი ტოლის მიღებას,მის პატივისცემას და ა.შ

ჩემს კონტენტს ჯერჯერობით აკლია პოპულარიზაცია, თუმცა ყოველდღიურად ვიბრძვი იმისთვის რომ ჩემი და მსგავსი ბლოგები უფრო პოპულარული გახდნენ, რადგან ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ ძალიან ეხმარება მომავალ და ახალბედა მშობელს. იყო მშობელი კი ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. დიდი იმედი მაქვს რომ მალე სერიოზული კომპანიები დაინტერესდებიან ჩვენი კონტენტით და თითეული ჩვენგანი შეძლებს საყვარელი საქმით მიიღოს შემოსავალი.