lactation.ge - თამუნა ლობჟანიძის ბლოგი

01-11-2021

გამარჯობა, მე ვარ თამუნა - ლაქტაციის კონსულტანტი და მოგიყვებით, თუ რატომ გადავწყვიტე ბლოგის lactation.ge შექმნა. 
ყოველთვის ვიცოდი, რომ ბავშვი ძუძუთი კვებაზე მეყოლებოდა და ეს წარმომედგინა ბუნებრივ და ძალიან ადვილ პროცესად.
როდესაც ბავშვი გავაჩინე, ბუნებრივი კვება არც ისე ადვილი აღმოჩნდა ჩემთვის. შევხვდი ტკივილს, სტრესს და სხვა ბევრ პრობლემას. როდესაც დავიწყე ინფორმაციის მოძიება, მივხვდი, რომ საჭიროა გარკვეული წესების ცოდნა, რაც შემინარჩუნებს რძეს და ნერვებს.
ლაქტაციის პროცესში ინტერნეტსივრცეში გავიცანი ბევრი ახალბედა დედა და მივხვდი, რომ ძალიან ბევრს ჰქონდა სურვილი, ბუნებრივად ეკვება ბავშვი, მაგრამ უმეტესობას ეს ვერ გამოსდიოდა.
მომინდა ამ სფეროში ჩაღრმავება და მეტი ინფორმაციის მოძიება, სწავლა. გავიარე ლაქტაციის კურსები, ვებინარები და ამის შემდეგ დავიწყე დედების დახმარება.
იმისათვის, რომ უფრო მეტს დავხმარებოდი, გადავწყვიტე გამეკეთებინა ბლოგი და ინფორმაცია მიმეწოდებინა ახალბედა დედებისთვის.
ჩემს ბლოგზე შეხვდებით ინფორმაციას ძუძუთი კვებაზე, მის დადებით მხარეებზე, სირთულეებზე და იმაზე, თუ როგორ გადავლახოთ პრობლემები.
ინფორმაციის ნაკლებობა აღმოჩნდა ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, თუ რატომ ვერ კვებავდნენ დედები ძუძუთი.
ამიტომ, ვფიქრობ, რომ ბლოგი ამ თემასთან დაკავშირებით ძალიან საჭიროა და ვცდილობ ,საინტერესო ინფორმაცია გავუზიარო დედებს და მივახვედრო, რომ თუ მათ უნდათ ძუძუთი კვებონ შვილები, მათ აუცილებლად ექნებათ რძე! დედებმა გააზრებულად უნდა გააკეთონ არჩევანი ბუნებრივ და ხელოვნურ კვებას შორის.