მე თეკო ნემსიწვერიძე ვარ. რამდენიმე დღის წინ ტყუპის - სანის და დანის დედა გავხდი. მეც სამი ტყუპიდან ერთ-ერთი ვარ. დაბადების შემდეგ მაქვს ცერებრალური დამბლა და ამ დიაგნოზის გამო არ მეგონა, თუ მეც შევძლებდი, გავმხდარიყავი დედა.
როდესაც ორსულობის შესახებ შევიტყვე, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ეს ემოცია გაორმაგდა, როდესაც მითხრეს, რომ ტყუპის დედა გავხდებოდი. ნამდვილად არ იყო ადვილი 35 კვირის ვადამდე მოსვლა, გამიმართლა, რომ ყურადღებიანი და პროფესიონალი ექიმების ხელში აღმოვჩნდი. ჩაჩავას კლინიკაში აღრიცხვაზე ვიყავი გინეკოლოგ ლელა შენგელიასთან, რომელმაც ძალიან კარგად მართა ორსულობა, ბატონ კახა ტატიშვილთან ექოსკოპიურ კვლევაზე ვხვდებოდი ჩემს ტყუპებს და ერთად ვაკვირდებოდით, როგორ იზრდებოდნენ. ორსულობის ვადის გახანგრძლივების გამო ნამდვილად დიდი ბრძოლა დასჭირდა ჩემს მეანს, სოფო თამაზაშვილს. 35-ე კვირაზე, ღუდუშაურის კლინიკაში ჩატარებული საკეისრო კვეთის შედეგად კი ჩემი დანი და სანი 2 კგ და 2,200 კგ მოევლინენ ქვეყანას. ნამდვილად ვერ წამოვიდგენდი, ამ საოცრების ნაწილი თუ ვიქნებოდი და ხელში დავიჭერდი ჩემს ტყუპს. უდიდესი მხარდაჭერა მქონდა მთელი ორსულობის განმავლობაში ჩემი მეუღლისგან, რამაც ძალიან გამაძლიერა. მინდა ყველა დედას ვუთხრა, შესაძლებლობები შეუზღუდავია, მე შევძელი და გავხდი დედა, შეძლებ შენც!
ინფორმაციას ღუდუშაურის კლინიკის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ.