დაიჯერე, რომ შენ ეს შეძელი!

01-01-2023

დაიჯერე, რომ შენ ეს შეძელი!

უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, ცხოვრების პატარა და დიდი გამოწვევების წინაშე, უძილო ღამეების, დაღლილობის, ცრემლების, უმადობის, კოლიკის, ტანტრუმების, ვირუსების და კიდევ ბევრი ბუნებრივი, მაგრამ არასასიამოვნო ამბის მიუხედავად, შენ აქ ხარ.

დაიჯერე, რომ შესაძლებლობები შეუზღუდავია!

დაიჯერე, რომ შენ ყველაფერი შეგიძლია!

დაიჯერე, რომ შენ საუკეთესო დედა ხარ! ადამიანი, რომელიც შენი შვილებისთვის იმედი, მომავალი, მოტივაცია, ბედნიერებაა!

გილოცავ!

დაიჯერე და იყავი ბედნიერი!