როგორ დავეხმაროთ ბავშვს ყურადღების განვითარებაში 9-10 წლის ასაკში

12-09-2023

9-10 წლის ასაკის ბავშვებისთვის ყურადღების განვითარება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ამ ასაკში ბავშვებს ინტენსიურად უვითარდებათ გარკვეული უნარ-ჩვევები, ითვისებენ ახალ-ახალ მასალას და მათთვის ყურადღების გამახვილება ძალიან მნიშვნელოვანია. 

მთავარი სავარჯიშოები, რაც ამ ასაკში ბავშვმა უნდა გააკეთოს, ყურადღების გადართვაა ერთი საგნიდან ან მოქმედებიდან მეორეზე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია კონცენტრაციის გამახვილება. 

მაგალითად, არსებობს ასეთი ვარჯიში:

  • მიეცით ბავშვს ერთი რომელიმე სიტყვა, მაგალითად, „სწავლება“, სთხოვეთ შეადგინოს რაც შეიძლება მეტი სიტყვა ამ სიტყვის ასოების გამოყენებით. სავარჯიშოს გასართულებლად შეზღუდეთ დავალების შესრულების დრო. 
  • შესთავაზეთ ბავშვს გააგრძელოს თქვენ მიერ დაწყებული  საგნებისა და ციფრების სიის ჩამონათვალი გარკვეული ლოგიკის დაცვით. მაგალითად 11-2. 22-4, და ა.შ. 
  • ქაღალდზე ჩამოწერეთ ციფრები 1-დან 30-ის ჩათვლით. სთხოვეთ ბავშვს ჩამოთვალოს  ციფრები გარკვეული კანონზომიერებით, მაგალითად, მხოლოდ ლუწი ციფრები, ან სამის ჯერადები და თან თითით აღნიშნოს ცხრილზე, რაც დაასახელა. 

მეორე ვარიანტი:

  • გაამზადეთ ტაბლო ციფრების ჩამონათვალით 1-დან 30-მდე არეულად და სხვადასხვა შრიფტით. უფროსი ასახელებს ერთ რომელიმე ციფრს, ბავშვი მაქსიმალურად სწრაფად პოულობს და ასახელებს მას. 
  • მიეცით ბავშვს ფურცელი და სთხოვეთ დახატოს რამე ისე, რომ  ფანქარი ქაღალდს არ მოაშოროს. ბავშვი თავისდაუნებურად უყურებს ფანქრის წვერს, სავარჯიშოს გასართულებლად წინასწარ მოამზადეთ ბარათები ნახატებით. ბავშვი ამოირჩევს ერთ რომელიმეს და შეეცდება დახატოს ქაღალდისგან ხელაუღებლად, უფროსმა კი უნდა გამოიცნოს, რა დახატა ბავშვმა. 
  • უფროსი უხსნის ბავშვს, რომ ის სამსახურში კორექტორად აიყვანეს, ანუ ადამიანად, რომელსაც შესწორება შეაქვს ტექსტში. ბავშვის ამოცანაა მოძებნოს ტექსტში ან ერთ მთლიან გვერდში მაგალითად ასო ბ და გადახაზოს. 
  • სავარჯიშოს სჭირდება 2 ან მეტი ადამიანია, ერთი ირჩევს სიტყვას და უხსნის მეორეს, მეორემ კი უნდა გამოიცნოს. ამასთან, მონაწილეებს დავალებული აქვთ, რომ არ გამოიყენონ სიტყვა რომელიმე კონკრეტული ასოთი. თუ მოთამაშე წარმოთქვამს სიტყვას ამა თუ იმ აკრძალული ასოს გამოყენებით, ყველა მონაწილე ერთხმად ამბობს „ტაბუ“ . 
  • ასევე ძალიან კარგი თამაშია ასოციაცია, როდესაც ბავშვებმა ერთმანეთს ასოციაციებით უნდა აუხსნან რომელიმე ფილმის ან ნაწარმოების პერსონაჟები. 


ყველა ეს ვარჯიში ძალიან ეხმარება ბავშვებს კონცენტრაციაში და ყურადღების გამახვილებაში.