ბევრ ბავშვს სწორედ ამ ასაკში ეწყება ცვლილებები, რომელიც გარდატეხის პერიოდს ახლავს თან და ეს აისახება მათ ფსიქიკასა და ფიზიოლოგიაზე.
ეს პერიოდი ყველასთვის განსხვავებულად მიმდინარეობს, ზოგისთვის მეტ-ნაკლებად უმტკივნეულოა, ზოგისთვის კი ეს პროცესი ფსიქოლოგიურად რთულია. მას თან ახლავს როგორც გარეგნული, ასევე ხასიათის ცვლილებები. ამ შემთხვევაში მშობელს არაფრის გაკეთება არ შეუძლია, რადგან ბუნებასთან კამათი არ შეიძლება.
ბევრ ბავშვს ეუხერხულება საკუთარ ხეულში მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებები, მშობლების ამოცანაა, მოამზადონ ბავშვი იმ მეტამორფოზებისთვის, რომელიც მას მთლიანად ცვლის.
ბავშვის ფსიქოლოგია ამ დროს მთლიანად იცვლება. ბავშვი შესამჩნევად მწიფდება. იწყებს ჯანყს მშობლის კონტროლის წინააღმდეგ, ამ დროს მშობლის ავტორიტეტის დაკარგვა ძალიან ადვილია. ცოტა მოდუნება ან, პირიქით, ძალიან სიმკაცრე - და ის წვრილი ფსიქოლოგიური ძაფი, რომელიც აკავშირებთ ბავშვს მშობელთან, შესაძლოა გაწყდეს. პარადოქსული ის არის, რომ ამ ასაკში მოზარდი უცხო ადამიანებს უფრო უსმენს, მათ უფრო ექვემდებარება, ვიდრე საკუთარ მშობლებს.
მასზე გავლენას ახდენს ყველაფერი. როგორც წესი, ათი-თერთმეტი წლის ასაკში ბავშვისთვის უფრო საინტერესო ხდება თანატოლების გარემოცვა, ვიდრე უფროსების, ოჯახის წევრების. არ უნდა აუკრძალოთ ბავშვს მათთან ურთიერთობა, ვინც თქვენ არ მოგწონთ, არ გააკრიტიკოთ მისი მეგობრები და, ზოგადად, ზედმეტად ნუ გამოხატავთ უარყოფით ემოციებს მათთან მიმართებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ყველაფერი ზუსტად საპირისპიროდ მოხდება - მხოლოდ მოჭარბებული წინააღმდეგობის გრძნობის გამო.
მაშინაც კი, თუ არ მოგწონთ ვინმე თქვენი შვილის გარემოცვაში, შეეცადეთ ამის შესახებ ბავშვს რბილად, მშვიდად უთხრათ და აუხსნათ. ფორმულირება "მე გიკრძალავ მასთან ურთიერთობას" კატეგორიულად მიუღებელი, შეუფერებლია ამ ასაკისათვის. პირიქით, ხაზი გაუსვით, რომ პატივს სცემთ მის არჩევანს, მაგრამ სთხოვეთ ყურადღება მიაქციოს საკუთარი ხასიათის ზოგიერთ თვისებას, რომელიც, თქვენი აზრით, ნამდვილად არ შეესაბამება მეგობრის ან შეყვარებულის სტატუსს. 10 წელი არის დრო, როდესაც შეგიძლიათ გაგზავნოთ თქვენი შვილი საზაფხულო ან სპორტულ ბანაკში.
ეს ვარიანტი (იმ პირობით, რომ ადგილი, სადაც აპირებთ თქვენი შვილის გაგზავნას, გადამოწმებულია და დარწმუნებული ხართ, რომ ის უსაფრთხო და სანდოა) თითქმის იდეალურია. ბანაკში თქვენი შვილი არის თან დამოუკიდებელი და თან მეთვალყურეობის ქვეშ.
შეეცადეთ შეეგუოთ იმ ფაქტს, რომ თქვენი შვილი თანდათან გშორდებათ, ნუ ცდილობთ მასთან ძალით მიბმას. გარკვეული კონტროლი ნამდვილად საჭიროა. მაგრამ არ ღირს აგრესიაზე აგრესიით პასუხის გაცემა. ბავშვთან, რომელიც აქტიურად ამტკიცებს საკუთარ „მეს“, ყველაფერი მხოლოდ მოლაპარაკების გზით არის შესაძლებელი. მიეცით რჩევები, მაგრამ ნუ იქნებით შემაწუხებელი, ძალიან მკაცრი, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი იქნება საპირისპირო. მოიფიქრეთ ერთობლივი აქტივობები, რომლებიც საინტერესო იქნება როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი შვილისთვის. ამ პერიოდში ხშირად ხდება ისე, რომ ბავშვი მეგობრის ან შეყვარებულის მშობლებს უფრო დიდ პატივს სცემს, ვიდრე საკუთარს. ათი-თერთმეტი წლის ასაკში ადამიანი უკვე საკმაოდ მომწიფებულია და მასთან ურთიერთობის დროს მშობელმა ძალიან ბევრი რამ უნდა გაითვალისწინოს. ცალსხაა, რომ მეგობრობა ბევრად უკეთესი ვარიანტია, ვიდრე მკაცრი მშობლის როლის მორგება.