როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს ცხვირიდან სისხლდენა აქვს?
• დასვით ბავშვი სკამზე ისე, რომ მხრები ოდნავ წინ ჰქონდეს წამოწეული
• დააჭირეთ ბავშვს თითი ცხვირზე, იმ ადგილზე, რომელიც ფოტოზეა მითითებული და 10 წუთის განმავლობაში არ შეაჩეროთ ზეწოლა.
• გაახვიეთ ყინული პირსახოცში და დაადეთ.
• გამოავლეთ პირში ცივი წყალი.
• თუ 10 წუთის განმავლობაში სისხლდენა არ შეჩერდა, ცხვირზე თითით ზეწოლა კიდევ 10 წუთი გააგრძელეთ.
• თუ სისხლდენა ცხვირზე განმეორებითი ზეწოლიდან 10 წუთის შემდეგაც გაგრძელდა, ეს იმის ნიშანია, რომ სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს.
ცხვირიდან სისხლდენის დროს უნდა ეცადოთ, რომ: ბავშვი არ გაინძრეს, არ ილაპარაკოს, არ დაახველოს, არ ჩაყლაპოს სისხლი, არ შეიყოს ცხვირში თითი.