3დან-6 წლამდე ბავშვის ფიზიკური განვითარება

12-08-2021

სამიდან ექვს წლამდე ბავშვები მეტად აქტიურები არიან, უყვართ მოძრაობა, ფეხის მონაცვლეობით დამოუკიდებლად ადიან და ჩამოდიან კიბეზე, უფრო დიდხანს შეუძლიათ ცალ ფეხზე დგომა, შემდეგ კი ცალ ფეხზე ხტუნვაც კი. საგრძნობლად უკეთ იჭერენ და ძლიერად ურტყამენ ბურთს, ზოგიერთი ბავშვი შესაძლოა, ამ ასაკში მზად იყოს, ატაროს ორთვლიანი ველოსიპედი. ძალიან უყვართ ძრომიალი, სრიალი და ქანაობა. ასევე, სწრაფად ვითარდება ამ ასაკში ბავშვის წვრილი მოტორიკა. ბავშვებს უკეთ უჭირავთ ფანქარი, ავლებენ ხაზებს,  ხატავენ ფორმებს, იწყებენ მეტი სიზუსტით
გაფერადებას, ხუთი წლიდან შეუძლიათ ზოგიერთი ასოს გამოსახვა, უკეთ ჭრიან მაკრატლით, შეუძლიათ მარტივი ფორმების გამოჭრა. ამ ასაკის ბავშვებს შეუძლიათ, თვითონ ჩაიცვან ტანსაცმელი და შეიკრან ღილები, ასევე, იწყებენ შედარებით რთული შესაკრავების, მაგალითად, ფეხსაცმლის თასმების შეკვრას. უკვე ხუთი წლიდან ბავშვებს უყვართ რთული ფიზიკური მოძრაობების შესრულება და საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა, ამ დროს ხშირად გაიგონებთ მათგან: „ნახე, რა შემიძლია!“, ასევე უყვართ მოძრავი თამაშები, როგორიცაა დაჭერობანა და ა. შ. 

  • მიეცით ბავშვს საშუალება, იხტუნოს, ირბინოს, აძვრეს, ჩამოხტეს და ა. შ.
  • თამაშებით;ერთად თქვენც ისიამოვნეთ ამ მოძრავ თამაშებში ჩართეთ, მასთან  ხშირად გაიყვანეთ სუფთა ჰაერზე და
  • მიეცით საშუალება, გამოიყენოს ხელის წვრილი კუნთები, გახსნას და შეკრას შესაკრავები, გაავსოს პატარა ზომის ნივთებით ჯამი, გამოიყენოს მაკრატელი(თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ), ფანქრები

წყარო: Unicef „სკოლამდელი ასაკი“