ადვენთ კალენდარის 31 იდეა

10-12-2022

როგორ განვაწყოთ ბავშვი საახალწლოდ 

ადვენთ-კალენდარი მშობლებსა და ბავშვებში სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს. მართლა ძალიან საინტერესოა კალენდრის საკუთარი ხელით მომზადება და ყოველდღიურად პატარ-პატარა დავალებებისა და საჩუქრების მიღება. ტრადიციისამებრ, ადვენთის  ყველა ფანჯარაში ტკბილეულს ალაგებდნენ ხოლმე, თუმცა თქვენ ტკბილეულთან ერთად პატარა სუვენირების, ბარათების და ჩანაწერების დალაგებაც შეგიძლიათ. ყველაზე მეტად ბავშვებს პატარ-პატარა დავალებების მიღება უხარიათ, რომელიც ყოველდღიურად უნდა შეასრულონ. განსაკუთრებით კი ისეთი დავალებები აღაფრთოვანებთ ხოლმე, რომელიც ოჯახის წევრებთან ერთად უნდა შეასრულონ. 
გთავაზობთ მსგავსი დავალებების შესრულებისთვის საჭირო პატარ-პატარა იდეებს. 

31    იდეა ყოველი დღისთვის

•    მორთეთ ოთახი ფიფქებით - გამოჭერით ქარალდისაგან ფოფქები და ბავშვებთან ერთად გააფორმეთ ოთახი. 
•    იმღერეთ საახალწლო სიმღერები - შექმენით საახაწლო სიმღერების სია.
•    გამოაცხვეთ საახალწლო ორცხობილები. 
•    გააკეთეთ საახალწლო სენსორული კოლოფი, გაავსეთ ნივთებით, რომელიც თქვნთვის ახალ წელთან ასოცირდება. 
•    შეღებეთ გირჩები. ასეთი გირჩებით გაფორმებული ინტერიერი აუცილებლად შეგიქმნით საახალწლო განწყობას. 
•    დაახატინეთ ბავშვს მარილითა  და ფქვილით, ჯერ წებოთი დახატოს ქაღალდზე ან მუყაოზე, შემდეგ დააყაროს ფქვილი და მარილი. 
•    საახალწლო ინტერვიუ. ბავშვთან ერად შეადგინეთ საახალწლო შეკითხვები, ყოველწლიურად გააკეთეთ ეს კითხვარი და მერე შეადარეთ ერთმანეთს. 
•    გირლანდებითა და ქაღალდებით გააკეთეთ საახალწლო გვირგვინი, რა თქმა  უნდა, ოჯახის წევრებმა ერთად.  
•    მოიფიქრეთ საჩუქრები. შეადგინეთ სია, ვის რას აჩუქებთ საახალწლოდ. 

ახალი წელი, ადვენთ კალენდარი,
•    გააკეთეთ შესაფუთი ქაღალდი. მიეცით ბავშვს უფლება, გასაქანი მისცეს ფანტაზიას და გააფორმოს  ქაღალდი ისე, როგორც მას მოსწონს. 
•    გააკეთეთ ყინულის სანათები. აურიეთ წყალში საკვები საღებავი, ჩაასხით გასაბერ ბუშტში და შედეთ საყინულეში. საღამოს გამოიღეთ ბუშტიდან ბურთები და დაამაგრეთ მასზე სანთელი. ასეთი ნივთების გაკეთება ბავშვებს ძალიან მოსწონთ.  გაამზადებინეთ საჩუქარი ხელის ანაბეჭდით, ეს ყოველთვის ძალიან სახალისოა. 
•    გაამზადეთ მარილის თაიგული. გააკეთეთ მარილიანი წყალი, ჩაალაგეთ ტოტები ერთი დღე-ღამის განმავლობაში და ისეთს მიიღებთ, რომ ნამდვილი დაფიფქული ტოტები გეგონებათ. 
•    აჭამეთ ჩიტებს. აუხსენით ბავშვებს, რამდენად მნიშვნელოვანია ზამთარში ჩიტების გამოკვება. 
•    დახატეთ თოვლზე. ამოიტანეთ თოვლი, მოათავსეთ რამე ჭურჭელში და დაახატინეთ ბავშვს. ცოტა ხანში, როდესაც თოვლი დადნება, დაგრჩებათ ფერადი წყალი. ეს ბავშვებისთვის ძალიან სახალისოა. 
•    მთელმა ოჯახმა მორთეთ ნაძვის ხე. 
•    კეთილი საქმე. აუხსენით ბავშვებს, რომ ყველა ბავშვი როდი იღებს საახალწლო საჩუქრებს, ეცადეთ თავადაც გაუკეთოთ საჩუქრების ასეთ ბავშვებს. 
•    ნაძვის ხის სათამაშოები საკუთარი ხელით. ეცადეთ ბავშვს საკუთარი ხელით გააკეთებინოთ ნაძვის ხის სათამაშოები, მარტივი, თუმცა ლამაზი. 
•    მოგონებების ქილა. აიღეთ ქილა, დაწერეთ  ოჯახის ყველა წევრმა გასული წლის ყველაზე დასამახსოვრებელი ფაქტი და ჩაყარეთ ქაღალდები ქილაში. 
•    საახალწლო ფოტოსესია. მოაწყვეთ ოჯახში, ნაძვის ხესთან, საახალწლო ფოტოსესია. 
•    ნაძვის ხე ფოტოებით. მორთეთ საახალწლო ნაძვის ხე ოჯახის ფოტოებით. 

ახალი წელი, ადვენთ კალენდარი,
•    დაამზადეთ მისალოცი ბარათები. ეცადეთ, თავადაც დაეხმაროთ ბავშვებს.  
•    დააგზავნეთ გამზადებული მისალოცი ბარათები სათანადო წარწერებით. 
•    ზამთრის გასართობები. მთელმა ოჯახმა ერთად იგუნდავეთ ან ისრიალეთ თოვლში. 
•    დაამზადეთ ფენოვანი ცომისგან ნაძვის ხის სათამაშოები. 
•    საახალწლო წარმოდგენა. შესათავაზეთ ბავშვებს, დადგან წარმოდგენა რომელიმე საახალწლო ზღაპრის მიხედვით. 
•    სამომავლო მიზნები და ოცნებები. ისაუბრეთ ოჯახის წევრებმა სამომავლო მიზნებსა და ოცნებებზე. 
•    თოვლის ბაბუა წინდებით. გააკეთეთ წინდებით თოვლის ბაბუები. მოაჭრით წვერი, შეკარით, გაავსეთ მარილით ან ბრინჯით,მ ოუკარით მეორე მხარეც და გააფორმეთ სურვილის მიხედვით. 

ახალი წელი, ადვენთ კალენდარი,
•    უყურეთ საახალწლო ფილმებს. შეარჩიეთ საახალწლო ფილმები, ყველასთვის საყვარელი, და უყურეთ მთელმა ოჯახმა ერთად.
•    მიეხმარეთ დედებს საახალწლო სუფრის მომზადებაში.  

როგორ უნდა გაამზადოთ კალენდარი

არსებობს კალენდრის მომზადები მრავალი იდეა, მაგალითად, ასანთის კოლოფებით, პატარა ქილებით, ქაღალდის კონვერტებით და ა.შ.  

ახალი წელი, ადვენთ კალენდარი,

ახალი წელი, ადვენთ კალენდარი,