კონფლიქტი ბავშვებს შორის და მისი მოგვარების გზა მონტესორის მეთოდებით

14-09-2021

იქ სადაც მონტესორული აღზრდის მეთოდი გამოიყენება, იქნება ეს სკოლა თუ ბაღი, არსებობს მკაფიოდ გაწერილი წესები, რომელიც უზრუნველყოფს აბსოლუტურად ყველა ბავშვის უსაფრთხოებას და კომფორტს. ამა თუ იმ ნივთის აღების დროს ბავშვს აქვს უფლება ისარგებლოს ამ ნივთით იქამდე, სანამ არ მობეზრდება. აქ ბავშვი თავად წყვეტს, სჭირდება თუ არა მას დახმარება და უნდა თუ არა სხვებთან ერთად მუშაობა.  

როგორ ვასწავლოთ ბავშვს სხვებთან ერთად ჰარმონიულად მუშაობა, კონფლიქტის გარეშე სოციუმთან ურთიერთობა.
ამა თუ იმ ნივთის აღება სხვა ბავშვისვის დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც მას ადგილზე დააბრუნებენ.
ბავშვს მოეთხოვება სხვების პატივისცემა, თანაგრძნობა, იმ პროცესის პატივისცემა, რომელშიც ჩართულია და რომელიც მის განვითარებას უწყობს ხელს. საჭიროების შემთხვევაში წესების დასაცავად ერევიან უფროსები, მაგრმ დოზირებულად, მთავარია რომ თითოეულმა მათგანმა ქცევის საკუთარი მოდელი ჩამოაყალიბოს, რომელიც დაწესებული ნორმების ფარგლებში ჩაეტევა.
თუ უფროსი ხვდება, რომ ბავშვი პრობლემას და კონფლიქტურ სიტუაციას თავად მოაგვარებს, მას დამოუკიდებლად მოქმედების საშუალებას აძლევენ. თუ კონფლიქტის ორივე მხარე ხვდება, რაში მდგომარეობს პრობლემა და ითვალისწინებს ერთხელ დაშვებულ შეცდომას, მაშინ ასეთი კონფლიქტების თავიდან აცილება არ ღირს, ეს ბავშვებისთვის კარგი  გაკვეთილია. ასევე ბავშვები სოციუმთან ურთიერთობას სწავლობენ, იღებენ გამოცდილებას, რაც მათ ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგებათ და არაერთხელ დაეხმარება. არ არის აუცილებელი, ბავშვი მოიქცეს ზუსტად ისე, როგორც ჩვენ გვინდა და გვგონია, რომ არის საუკეთესო ვარიანტი, მთავარია შეძლოს პრობლემის მოგვარება, კონფლიქტის უმტკივნეულოდ აღმოფხვრა.
ბავშვისადმი გამოცხადებული ასეთი ნდობა მშობლებს ხშირად ეხამუშებათ, ხდება ხოლმე ისე, რომ ორი ბავშვის თამაშის დროს ინიციატივას ერთ-ერი იღებს და მეორე ერთი შეხედვით იჩაგრება, თუმცა, თუ დაუკვირდებით, უმეტეს შემთხვევაში გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს ორი მოქმედი პირი იწყებს ერთანეთის მოსმენას, კომუნიკაციის დამყარებას, ითვალისწინებენ ერთმანეთის სურვილებს, რათა თამაშის პროცესი არ ჩაიშალოს. 

წყარო: mchildren.ru