ხომ არ სცივა,იქნებ ცხელა?
მშობელი ყოველთვის იბნევა,როდესაც,ერთის მხრივ,ბებია გაფრთხილებთ,რომ ბავშვს შესცივა,მეორეს მხრივ კი,ცნობილი პედიატრი გაძლევთ რეკომენდაციას,რომ ზამთარში სეირნობს დროს,ბავშვს თბილად ჩაცმა არ სჭირდება.რეალურად ბავშვი თავად მიგანიშნებთ,კომფორტულად გრძნობს თუ არა თავს.ამისთვის არ არის საჭირო,რომ ბავშვს შეეძლოს ლაპარაკი.არსებობს არავერბალური სიგნალებიც,რომლითაც მშობელ მიხვდება,რომ ბავშვს ან სცივა ან სცხელა.სეირნობის დროს ბავშვისთვის სწორად ჩაცმა განსაკუთრებით ზამთარშია.სამწუხაროდ,ზამთარში,განსაკუთრებით თოვლში,მშობლები ბავშვებს ზედმეტად თბილად აცვამენ,არადა გადახურება იმუნიტეტის დაქვეითებას იწევს.ეპიდემიებისა და სურდოს სეზონზე კი იმუნიტეტის დაქვეითება ბავშვის დაავადების რისკს ზრდის,შედეგად ბავშვი ავად გახდება არა გაციებისგან,არამედ გადახურებისგან.
რატომ შეიძლება იყოს გადახურება გაციებაზე საშიში?
ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ბავშვის ორგანიზმის თერმორეგულაციის თავისებურებებთან.თუ ბავშვი გადახურდა მას არ შეუძლია უშველოს საკუთარ თავს,არ შეუძლია გაიხადოს სამოსი ან უთხრას მშობელს რომ სცხელა.რაც შეეხება სიცივეს,სიცივეში ბავშვის ორგანიზმი რთავს დაცვის ფუნქციას,რათა შეინარჩუნოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების სითბო.სისხლძარღვები ვიწროვდება,ხელ-ფეხი კი გრილდება.მთავარი ნიშანი იმისა,რომ ბავშვი თავს არაკომფორტულად გრძნობს არის მოუსვენრობა და ტირილი.როგორ წესი,სუფთა ჰაერზე ბავშვს გემრიელად სძინავს.თუ ატყობთ,რომ ბავშვი ჭირვეულობს,ვერ იძინებს,ეს შესაძლოა იყოს გადახურების ან სიცივის ნიშანი.არის შემთხვევები,როდესაც ბავშვი თავს იმდენად არაკომფორტულად გრძნობს,რომ იწყებს ხელების ქნევას,იზნიქება,თითქოს ეტლიდან ამოხტომა უნდა,ვერ იძინებს და ჭირვეულობს.იმისათვის რომ გაიგოთ,სცხელა ბავშვს თუ სძინავს,ყურადღება მიაქციეთ სახიფათო ნიშნებს.ასე უფრო ადვილად მიხვდებით,სახლში უნდა წაიყვანოთ გამოსაცვლელად,თუ უბრალოდ ზედმეტი სამოსი გახადოთ ბავშვს.
ძალიან ბევრი მშობელი,იმისათვის,რომ გაიგოს,ხომ არ შესცივდა ბავშვს,უსინჯავს ხელებს და ფეხებს,მაგრამ უნდა შეუმოწმოთ არა ხელ-ფეხის მტევნები,არამედ წიწვები და ბეჭები.თუ ამ ადგილებში ხელ-ფეხი ცივია,მაშინ ბავშვს სცივა.შეციების შემთხვევაში სხეულის სხვა ნაწილებიც ცივი იქნება,მაგალითად მკერდი,ზურგი,მუცელი.ქუჩაში ამ ადგილების შემოწმება პრობლემურია,სახლში მისვლის დროს კი მიხვდებით,რომ ბავშვს არასწორად ეცვა.
თუ ბავშვს გაუწითლდა ცხვირი,ნიკაპი,ლოყები,ეს მინიმუმ იმაზე მეტყველებს რომ,მას უნდა დაუცვათ სახე.ეს შეციების მაჩვენებელია.
შედარებით სახიფათო ნიშანია კანის გაფერმკრთალება,რაც სიწითლის შემდეგ იჩენს თავს.თუ 5წუთის წინ ბავშვი წითელი იყო,და უეცრად გაფითრდა,ეს იმას ნიშნავს,რომ ბავშვს ძალიან სცივა.ხოლო თუ შენიშნეთ,რომ ხელ-ფეხის თითები გაუთეთრდა,ბავშვი იყინება.
აუცილებლად სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ,იმ შემთხვევაში თუ,ბავშვი ჭირვეულობდა,ვერ ისვენებდა და უეცრად მოითენთა და ჩაეძინა.
განსაკუთრებით საშიშია,თუ ბავშვს ხმაც დაუბოხდა,თითქოს დასუსტდა.ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გაიქცეთ სახლში ან ექიმთან.სიცივეში ხანგრძლივად ყოფნის შედეგად,როგორც წესი ლოყებზე,ბავშვს შესაძლოა გაუჩნდეს კანქვეშა წარმონაქმნი,რასაც შეციების პანიკულიტი ეწოდება და უკავშირდება იმას,რომ ბავშვის ცხიმოვანი ქსოვილი შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმებს,რომელსაც ცივი ტემპერატურის დროს სიმკვრივე ახასიათებს.ამ დროს მკურნალობა საჭირო არ არის,რამდენიმე კვირაში თავისით გაქრება.
როგორ მოვიქცეთ თუ ბავშვი გაიყინა?
სასწრაფოდ დაბრუნდით სითბოში.
გახადეთ ბავშვს ტანსაცმელი,გაახვიეთ პლედში ან ჩააცვით ახალი თბილი ტანსაცმელი.შესთავაზეთ თბილი სასმელი.
ტანზე,პერიფერიიდან ცენტრისკენ გაუკეთეთ მსუბუქი მასაჟი,არ დაზილოთ.აბანავეთ ან ჩააყოფინეთ ფეხები თბილ წყალში(37გრადუსი).
როგორ ავიცილოთ თავიდან გადაციება?
ყველაზე ლოგიკური პასუხი იქნება ,შევურჩიოთ ბავშვს სათანადო ტანსაცმელი,მთავარია სამოსი ბავშვს თავისუფლად ჰქონდეს და არ ზღუდავდეს.გახსოვდეთ,უმჯობესია ბავშვს ეცვა რამდენიმე ფენად,ვიდრე ერთი სქელი სვიტერი.ეს ეხება ფეხსაცმელსაც.ეცადეთ ფეხსაცმელი ჰქონდეს თავისუფლად.თუ სეირნობის დროს ბავშვს ოფლი შენიშნეთ,ესე იგი მას სცხელა.დაუკვირდით სუნთქვასაც,გახშირებული სუნთქვა შესაძლოა გადახურების ნიშანიც აღმოჩნდეს.გადახურების დროს ბავშვები პირსაც აღებენ,რაც იწვევს სიმშრალეს.შესთავაზეთ წყალი,თუ ხარბად დაეწაფა,ესე იგი ბავშვს სცხელა.თუ კანი გაუცხელდა,ესეც გადახურების ნიშანია.გადახურება სახიფათოა,იმით,რომ ამ დროს სხეულის ტემპერატურამ შესაძლოა 40გრადუსსაც კი მიაღწიოს.ბავშვებში ეს უფრო სწრაფად ხდება,ვიდრე მოზარდებში.
როგორ ვუშველოთ ბავშვს გადახურების დროს?
დააწვინეთ ბავშვი ჰორიზონტალურ ზედაპირზე,გახადეთ ყველაფერი საფენის ჩათვლით.დააფარეთ გრილი ზეწარი,ხშირად შესთავაზეთ სასმელი,შეგიძლიათ შემოახვიოთ სველი პირსახოცი,დაზილეთ სველი ხელით.