როგორ დავამშვიდოთ ატირებული ბავშვი

12-07-2022

ბავშვი ტირის, არ ჩერდება, მისი ტირილი ისტერიკაში გადადის.

როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი?

როგორ უნდა დაამშვიდოს გაღიზიანებული ბავშვი, რომელიც უბრალოდ არავის არ უსმენს. ვნახოთ, რას გვირჩევენ სპეციალისტები. 

რა მიზეზითაც არ უნდა ტიროდეს ბავშვი ბავშვის ადრეული განვითარების სპეციალისტების რეკომენდაცია ასეთია:

ატირებული ბავშვი, ტირილი, დედა, შვილი, დამშვიდება,

  •  არავითარ შემთხვევაში არაფერი არ თქვათ და ჰკითხოთ იმ წამს, რა მოხდა ან რატომ ტირის. ნებისმიერი სიტყვა ამ  დროს ზედმეტ ზეწოლას წარმოქმნის, ბავშვის ტვინი კი ამ მომენტში ისედაც დატვირთულია. 
  • ნუ ეცდებით ამ დროს ბავშვის გართობას და მისი ყურადღების გადატანას, მიეცით საშუალება მის ტვინს, გაუმკლავდეს ამ სიტუაციას. აცადეთ გადახარშოს ის, რაც მოხდა. 
  • ჩაეხუტეთ მაგრად და მოეფერეთ ნაზად, ეცადეთ, რომ გყავდეთ ჩახუტებული, ზედმეტი მოძრაობის გარეშე. ასე მას დაარწმუნებთ, რომ მასთან ხართ და რომ უსაფრთხოდ არის. 
  • ამ დროს აკონტროლეთ საკუთარი სუნთქვა, ისუნთქეთ ღრმად და თანაბრად. ბავშვი ნელ-ნელა აგყვებათ და სინქრონულად დაიწყებს სუნთქავს თქვენთან ერთად, რაც მას დამშვიდების საშუალებას მისცემს. 

ატირებული ბავშვი, ტირილი, დედა, შვილი, დამშვიდება,

  • ამ დროს შეგიძლიათ აჰყვეთ სუნთქვის ტაქტს ან წაუმღეროთ ბავშვს რამე მელოდია სიტყვების გარეშე, ფონად. 
  • როდესაც ბავშვი დამშვიდდება, ამას სუნთქვაზე შეატყობთ, სცადეთ გაარკვიოთ, რა მოხდა. 
  • თავად მოუყევით და აუხსენით, რა მოხდა. 
  • ამ დროს ბავშვი შეიძლება ისევ აღელდეს, ისევ აუჩქარდეს სუნთქვა და თავიდან დაიწყოს ტირილი, ეს იმას ნიშნავს, რომ მან თავიდან განიცადა ყველაფერი, მოუყევით მას ამის შესახებ ხშირად, იქამდე,  სანამ არ მიხვდებით, რომ იგი შეეგუა სიტუაციას და აღარ ღელავს ყოველი მოყოლის დროს.