ფეხის წვერებზე სიარული - ღირს თუ არა ნერვიულობა?

29-11-2021

თქვენი პატარაც ფეხის წვერებზე დადის? 

ფეხის წვერებზე სიარული ძალიან გავრცელებული მოვლენაა ბავშვებში, რომელიც ხან ხანგრძლივად ვლინდება  და ხან - ეპიზოდურად. გრძელდება 2-3 წლის ასაკამდე. განსაკუთრებით წლამდე ასაკის ბავშვებში ეს ნორმაა, ამის გამო ნერვიულობა არ ღირს, ეს რაიმე დაავადების ნიშანი არ არის. ბოლო დროს ფეხის წვერებზე სიარულის პერიოდი ბავშვებში გახანგრძლივდა, რაც დაკავშირებულია ჭოჭინასთან, რომელიც სიარულის აბსოლუტურად სპეციფიურ მექანიზმს აყალიბებს. ფეხის წვერებზე სიარული ბევრი სახის შიშთან არის დაკავშირებული. თითქოს ფეხის წვერებზე სიარულის დროს ფეხი დაჭიმულია, რაც თავისთავად ნერვული დაძაბულობის გამოვლინებაა. 

ფეხისწვერებზე სიარული,
მსგავსი მოვლენა მართლაც აიხსნება ნერვული დაავადების ერთ-ერთ გამოვლინებად, მაგრამ ასეთ დაავადებებს მხოლოდ ერთი მახასიათებელი ნიშანი არ აქვს, ასე რომ, მხოლოდ ფეხის წვერებზე სიარული  ვერანირად იქნება ნერვული აშლილობის ნიშანი, ამ დროს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ადგილი სხვა სიმპტომებსაც. 

არის შემთხვევები, როდესაც ბავშვები ქუსლებზე დადიან და არც ამ შემთხვევაში ღირს ნერვიულობა, რადგან არც ეს არის საგანგაშო და ნორმიდან გადახრა. თუ ბავშვის მიმართ სხვა პრეტენზია არ გაქვთ, დამშვიდდით და დაელოდეთ, როდის გადაივლის ეს თავისთავად. თუ ჩვენმა რჩევებმა ვერ დაგაშვიდათ, თქვენი შვილი დადის ფეხის წვერებზე ან ქუსლებზე და რამეში ეჭვი გეპარებათ, თავის დამშვიდების მიზნით შეგიძლიათ ექიმს მიმართოთ და პროფესიონალის დიაგნოზს  დაეყრდნოთ.