როგორ ვასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლად თამაში

12-07-2022

როგორ ვასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლად თამაში?

ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანს ბავშვობიდან ჰქონდეს უნარი, მარტოობაშიც არ მოიწყინოს. ეს სუპერშესაძლებლობა ზაფხულში კიდევ უფრო აქტუალურია ხოლმე, როცა ბავშვი სკოლაში და ბაღში არ დადის. ბავშვებისთვის ძალიან ნორმალურია სწრაფვა, გაატარონ დრო უფროსებთან და თანატოლებთან ერთად. თუ ეს ასეა, ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვი ნორმალურად ვითარდება. თუმცა ბავშვს როდი აქვს საშუალება, მუდმივად სხვა ადამიანების გარემოცვაში იყოს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ასეთ შემთხვევაში თავი მოწყენილად და მარტოდ არ იგრძნოს.

უნარი იმისა, რომ ბავშვს შეეძლოს მარტოობასთან ადაპტირება და საკუთარ თავსა და ფანტაზიებთან განმარტოება,  ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ჩვევაა, რომელიც ადამიანს არა მხოლოდ ბავშვობაში, ზრდასრულ ასაკშიც გამოადგება.მაგალითად, ერთი შვილი გყავთ, რომელიც სახლშია, თუმცა თქვენ უნდა იმუშაოთ,  ამ დროს ბავშვს არ შეუძლია დამოუკიდებლად თამაში და დაგვერწმუნეთ, მის წუწუნს ვერ აუხვალთ. მსგავს სიტუაციას თავი რომ აარიდოთ, მშობლებს რამდენიმე რჩევას ვთავაზობთ. 

ბავშვი, თამაში, მონტესორი, დამოუკიდებლად თამაში, მშობელი, დედა, მამა, შვილი, აღზრდა, ფსიქოლოგია,

მიეცით მაგალითი

ბავშვი ყოველთვის აკვირდება სხვებს, ამ შემთხვევაში მშობლებს და ცდილობს, რომ გადაიღოს მისი ქცევები. სცადეთ ბავშვი მუშაობის დროს დაისვათ გვერდით, დააკავოთ რამით და ამ დროს არ ჩაერიოთ მის საქმეში. მთელი ამ ხნის განმავლობაში თქვენ თქვენი საქმე აკეთეთ, მას მისი საქმის კეთება აცადეთ. შესაძლოა პირველივე ჯერზე ყველაფერი არ გამოგივიდეთ, მაგრამ, დაგვერწმუნეთ, ნელ-ნელა მას ეს ჩვევა გამოუმუშავდება. 

არ აჰყვეთ პროვოკაციას

ბავშვი ყოველთვის ცდილობს მიიქციოს ყურადღება, იყოს ყურადღების ცენტრში. თუ შეატყო, რომ უფროსები საკუთარი საქმით არიან დაკავებულები, მას კი არ შეუძლია თავის გართობა, აუცილებლად ეცდება ყურადღების მიქცევას, ისტერიკების მოწყობას. თუ ატყობთ, რომ ჭირვეულობა სწორედ ამისკენ არის მიმართული, ეცადეთ დარჩეთ ნეიტრალური და არ მიაქციოთ ამას ყურადღება.  საბოლოოდ ყველაფერი გამოვა, მთავარია, რომ ამის გჯეროდეთ. 

ბავშვი, თამაში, მონტესორი, დამოუკიდებლად თამაში, მშობელი, დედა, მამა, შვილი, აღზრდა, ფსიქოლოგია,

ბავშვს პასუხისმგებლობა დააკისრეთ

აუხსენით ბავშვს, რომ თამაში მისი პრეროგატივაა, მხოლოდ მას შეუძლია განსაზღვროს თამაშის ხანგრძლივობა, პერიოდულობა და ა.შ. არ მისცეთ საკუთარ თავს უფლება, ჩაერიოთ მის საქმეში, თუნდაც ამის გაკეთება ძალიან გინდოდეთ. თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მას არ უნდა ჰქონდეს დაწესებული წესები. გარკვეულ წესებს ის უნდა დაემორჩილოს, რომლის შესახებაც წინასწარ გააფრთხილებთ. 

ბავშვი, თამაში, მონტესორი, დამოუკიდებლად თამაში, მშობელი, დედა, მამა, შვილი, აღზრდა, ფსიქოლოგია,

დაინტერესება

იმისათვის, რომ ბავშვის თამაში საინტერესო პროცესად აქციოთ შეგიძლიათ შეუძინოთ ახალი, საინტერესო სათამაშოები. ასევე სათამაშო ზონაში სასუსნავებიც დაალაგოთ. ეს ყველაფერი აუცილებლად განაწყობს ბავშვს პოზიტიურად და გაუხალისებს მარტოობას.