თუ ძუძუთი კვებისას ძუძუზე მოჭიდების პრობლემა შეიქმნება, ლაქტაციის კონსულტანტმა შეიძლება მკერდის სილიკონის, ერთგვარი ძუძუს თავების დამცავის გამოყენება შემოგთავაზოთ.
რა შემთხვევაში იყენებენ მკერდის სილიკონს?
მკერდის სილიკონის გამოყენება სასარგებლოა შედეგ შემთხვევებში:
• ნაადრევი, მცირე წონის ან რაიმე დაავადების მქონე ახალშობილის ძუძუთი კვებისას – მკერდის სილიკონი ძუძუს თავს გამართულ პოზიციაში აფიქსირებს, რაც ახალშობილს მოჭიდებას უადვილებს. კვლევები აჩვენებს, რომ მკერდის სილიკონის დახმარებით დღენაკლული ახალშობილები უფრო მეტი რაოდენობის რძეს იღებენ.
• ბრტყელი ან ჩაბრუნებული ძუძუს თავების შემთხვევაში მკერდის სილიკონი ბავშვის მოჭიდებისთვის სწორ ფორმას უზრუნველყოფს.
• როდესაც ბავშვი ბოთლიდან ძუძუზე გადაგვყავს – მკერდის სილიკონის ტექსტურა ბოთლის თავის ანალოგიურია, რაც უფრო მეტ კომფორტს უქმნის ბავშვს და უადვილებს ბოთლიდან ძუძუთი კვებაზე გადასვლას.
• კერტების ნახეთქების და სისხლდენის შემთხვევაში – ძუძუთი კვებისას არასწორმა მოჭიდებამ შეიძლება ძუძუს თავებზე ნახეთქების წარმოქმნა გამოიწვიოს და ძუძუთი კვების პროცესი მტკივნეული გახადოს. მკერდის სილიკონი იცავს დაზიანებულ კერტს და ნახეთქებს აძლევს განკურნების საშუალებას.
Lansinoh -ის მკერდის დამცავი სილიკონი არის მოსახერხებელი დამხმარე ლაქტაციის პროცესში რთული გამოწვევებისთვის. ის ეხმარება დედებს პრობლემურ საკითხვებში. როგორებიცაა - ჩაბრუნებული ძუძუს თავები, არასწორი მოჭიდების შედეგად დახეთქილი ძუძუს თავები. ის ეხმარება სუსტი წოვის რეფლექსის მქონე ჩვილებს სწორ ძუძუსთან სწორ მოჭიდებაში. მკერდის დამცავი დამზადებულია ულტრა თხელი, სუპერ რბილი და მოქნილი 100% სილიკონით, იდეალურად ერგება ნებისმიერი ტიპის მკერდს. მისი დიზაინი საშუალებას აძლევს პატარას კანი-კანთან კონტაქტისთვუს, რაც ხელს უწყობს ძუძუთი კვებას.
მკერდის სილიკონის გამოყენება
მოათავსეთ ფარი ძუძუს თავზე ისე რომ მისი კიდეები აწეული იყოს. მოთავსების შემდეგ გადაასწორეთ ფარის კიდეები. ეს დაეხმარება სილიკონს ძუძუზე მიმაგრებაში. თუ ფარი მკერდზე არ მაგრდება, დაასველეთ მისი კიდეები მცირეოდენი წყლით. თუ სილიკონი ვერ ერგება კერტს, სცადეთ მისი უფრო დიდი ზომა.
არ დაგავიწყდეთ გამოწველა
თქვენი ორგანიზმი რძის პროდუქციას მოთხოვნის შესაბამისად ახდენს. რაც უფრო მეტი რძე გამოიდევნება ორგანიზმიდან, მით უფრო ინტენსიურია რძის პროდუქცია. მკერდის სილიკონის გამოყენებისას სარძევე ჯირკვალში არსებული რძე შესაძლოა ბოლომდე არ გამოიდევნოს, ამიტომ საჭიროა კვების დასრულებს შემდეგ დარჩენილი რძის გამოწველა. წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზმში ახალი რძის ნაკლები რაოდენობა წარმოიქმნება. ასევე გამოწველა ამცირებს სარძევე სადინრების დახშობის და მასტიტის განვითარების რისკს.
რა შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული მკერდის დამცავი სილიკონის გამოყენება?
იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილს არ აქვს წონის ნამატი და დღეში მინიმუმ 6 საფენს არ ასველებს, რეკომენდებულია შეწყვიტოთ მკერდის სილიკონის გამოყენება და სხვა მეთოდი სცადოთ, მაგალითად რძის გამოწველა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მიმართოთ ექიმს ან ლაქტაციის კონსულტანტს.
როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი მკერდის სილიკონს?
დროთა განმავლობაში შეიძლება ძუძუთი კვების პროცესი თქვენთვის უფრო კომფორტული გახდეს და ჩათვალოთ, რომ მკერდის სილიკონის გამოყენება აღარ გჭირდებათ. თუმცა, რადგან ბავშვი მისი გამოყენებით კვებას არის მიჩვეული უშუალოდ ძუძუთი კვებაზე გადასვლას შეიძლება გარკვეული დრო დასჭირდეს.
შეგიძლიათ შემდეგი მეთოდები სცადოთ:
• გამოიწველეთ რძე კვებამდე რამდენიმე წუთის განმავლობაში, რათა რძის ნაკადი გაძლიერდეს.
• სილიკონის გარეშე ძუძუთი კვება სცადეთ მაშინ, როცა ბავშვს ეძინება და მოდუნებულია.
• ძუძუთი კვებას მიმართეთ უფრო ხშირად, ვიდრე ჩვეულებრივ. თუ ბავშვი ძალიან მშიერია, უფრო მეტი შანსია, რომ ის უარს იტყვის მკერდის სილიკონის გარეშე კვებაზე.
• სცადეთ ძუძუთი კვების სხვადასხვა პოზიცია.
როგორ მოვუაროთ მკერდის სილიკონს?
მნიშვნელოვანია, რომ მკერდის სილიკონი გაწმინდოთ ყოველი გამოყენების შემდეგ. გარეცხეთ ის საპნით და ცხელი წყლით და გააშრეთ ჰაერზე. Lansinoh ფირმის მკერდის დამცავი სილიკონის შეძენა შეგიძლით PSP აფთიაქში.