რელაქტაცია - ანუ როგორ დავიბრუნოთ გამქრალი რძე საწველი აპარატის დახმარებით

12-12-2024

რელაქტაცია გულისხმობს რძის წარმოების აღდგენის პროცესს დედებში, რომლებსაც ჯერ არ დაუწყიათ ძუძუთი კვება ორსულობის შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო და ახლა გეგმავენ, ან რომლებმაც შეწყვიტეს ძუძუთი კვება სხვადასხვა მიზეზის გამო. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე სტრატეგიას ლაქტაციის აღდგენისთვის.

თითოეული სიტუაცია უნიკალურია და შემოთავაზებული სტრატეგიების ეფექტურობაც ინდივიდუალურია. თუ შეგიძლიათ, დაგეგმეთ ვიზიტი ლაქტაციის კონსულტანტთან, რათა შეიმუშაოთ კონკრეტული გეგმა თქვენი მიზნების შესასრულებლად. მასთან შეგიძლიათ განიხილოთ თქვენი ჯანმრთელობის ისტორია, ძუძუთი კვების შეწყვეტის მიზეზები (იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ ამ დაბრკოლებების ხელახლა წარმოშობა!) და ნებისმიერი მედიკამენტი, რომელსაც იღებთ.

•    წაახალისეთ ძუძუთი კვება - ძუძუს შესთავაზებით მაშინ, როცა ბავშვს ნახევრად სძინავს ან მოდუნებულია და არც ისე მშიერია. შესთავაზეთ ძუძუთი კვება სიარულის დროს, ან ბანაობისას. გაატარეთ დიდი დრო თქვენს შვილთან ერთად ხელში ან საქანელაზე. კანით-კანთან კონტაქტი უაღრესად სასარგებლოა ჩვილისთვის და ასევე მნიშვნელოვნად წაახალისებს ძუძუთი კვებას.

•    შესთავაზეთ ბავშვს ძუძუთი კვება დამშვიდების მიზნით და კვებებს შორის, რაც შეიძლება ხშირად. ყოველთვის შესთავაზეთ, არასოდეს აიძულოთ. იძულება იშვიათად არის ეფექტური და შეიძლება ბავშვისთვის უარყოფითი ასოციაცია შექმნას. როდესაც რძის მარაგი მწირია და ბავშვი ბოთლით იკვებება, ძუძუს შეთავაზება ბოთლით კვების შემდეგ შეიძლება უფრო დადებითი გამოცდილების მომტანი იყოს ბავშვისთვის.
•    თუ ბავშვს ეძინება და/ან წყვეტს ძუძუს წოვას, დაიწყეთ საწველი აპარატის გამოყენება. სასურველია შეარჩიოთ სამედიცინო სიმძლავრის აპარატი. რელაქტაციაში დაგეხმარებათ ამერიკული, Lnasinoh ბრენდის საწველი, რომელიც ეფექტურად და სწრაფად უზრუნველყოფს ძუძუდან რძის გამოწველას. 
Lansinoh-ს ფირმის რძის გამოსაწვლი აპარატები ბევრად აადვილებს პროცესს, რადგან ის შექმნილია ქალის მკერდის ყველა ანატომიური მახასიათებლის გათვალისწინებით. როდესაც გეგმავთ აპარატის შეძენას, გაითვალისწინეთ, რომ ის უნდა იყოს  მძლავრი, შეეძლოს გამაგრების დაშლა, უკვე დარეგულირებული რძის გამოწველა,ასევე, ხელმისაწვდომი იყოს მისი სათადარიგო ნაწილების შეძენა ადგილობრივ აფთიაქებში, ზუსტად ერგებოდეს თქვენი ძუძუს თავის  ზომას და ჰქონდეს გარანტია.

ლანსინო, ძუძუთი კვება, საწველი აპარატი,
მექანიკური გამოსაწველი აპარატისგან განსხვავებით, ელექტრო აპარატს აქვს გამოწველის სხვადასხვა რეჟიმი. ელექტრო საწველი ბევრად ეფექტურია, გამოწველის ხანგრძლივობა კი ბევრად ნაკლები. სამედიცინო სიმძლავრის ელექტრო საწველის შემთხვევაში ბევრად ეფექტურად და სწრაფად, მძლავრად ხდება რძის გამოწველა, სარძევე ჯირკვლის სტიმულაცია და რძის რაოდენობის ზრდა. 

 

Lansinoh მსოფლიოში ფართოდ  ცნობილი ამერიკული ბრენდი, რომელიც სპეციალიზებულია ძუძუთი კვებისა და ბავშვის მოვლის საშუალებებზე. ბრენდის  მთავარი დანიშნულებაა ორსულების და მეძუძური დედების მხარდაჭერა, ჩვილების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა. ლანსინო ორიენტირებულია ძუძუთი კვების პოპულარიზაციასა და დედების მხარდაჭერაზე პროდუქციის  შეძენა შეგიძლიათ PSP აფთიაქებში. დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: Lansinoh 

ლანსინო,
•    მოერიდეთ საწოვარას გამოყენებას.
•    ეცადეთ დაიძინოთ დღის განმავლობაში, მაშინ როცა ბავშვს სძინავს (თქვენთან ახლოს უსაფრთხო ზედაპირზე). რელაქტაცია დიდ ენერგიას მოითხოვს, ამიტომ საკუთარ თავზე უნდა იზრუნოთ. დაღლილობამ, ძილის ნაკლებობამ და სტრესმა შეიძლება ამ პროცესს ხელი შეუშალოს.
•    რძის წარმოების აღდგენის გასაღები ძუძუს ხშირი და ეფექტური დაცლაა. ძუძუს დაცლა შეიძლება მოხდეს ძუძუთი კვებისას, გამოსაწველი აპარატის ან ხელის გამოყენებით (ხშირი ნიშნავს მინიმუმ რვაჯერ დღეში. ეფექტური ნიშნავს ორივე მკერდის სრულად დაცლას).

•    შეავსეთ ბავშვის კვების რაციონი საკვები დანამატებით. მიეცით მას ხელოვნური საკვები სხვადასხვა გზით: მილის საშუალებით ძუძუთი კვების პარალელურად, კოვზით, პატარა ჭიქით, შპრიცით. თუ ბავშვს დიდი რაოდენობით დამატებითი საკვების მიღება სჭირდება, მიაწოდეთ მას ხელოვნური საკვები ბოთლით ისე, რომ ამან ძუძუთი კვების პროცესს ხელი არ შეუშალოს: აირჩიეთ ბოთლის თავი, რომელიც წვრილია და რომლიდანაც საკვები ნელ ნაკადად მოედინება, დახარეთ ბოთლი რაც შეიძლება ჰორიზონტალურად, რათა ბავშვს საკვების მისაღებად უწევდეს ძალისხმევის გაწევა.

•    თუ ბავშვი აქტიურად წოვს ძუძუს და თქვენი რძის მარაგიც იზრდება, შეგიძლიათ თანდათან შეამციროთ დანამატის რაოდენობა. შეამცირეთ დამატებითი საკვების რაოდენობა 30-დან 60 მლ-მდე დღეში ან ყოველ მეორე დღეს. თვალი ადევნეთ ბავშვის სველი საფენების რაოდენობას, მის განწყობას კვების შემდეგ და წონის ნამატს, რათა დარწმუნდეთ, რომ ის საკმარისი რაოდენობით რძეს იღებს. 

რელაქტაციისთვის ასევე შესაძლებელია ფაუერ ფამფინგის მეთოდის გამოყენება