როგორ დავეხმაროთ ჩვილს ამოქარვებაში

06-07-2024

ძუძუთი კვება  განსაკუთრებული პერიოდია დედისთვის და ახალშობილისთვის. სიახლოვის და სიყვარულის განცდასთან ერთად, რაც ძუძუთი კვებას მოჰყვება, ჩნდება  ბევრი შეკითხვა, მათ შორის - თუ როგორ დავეხმაროთ ბავშვს ამობოყინებაში. ახალშობილი  ყოველთვის როდი აბოყინებს ზურგზე უბრალო ხელის შეხების შედეგად.
 მოდით ვნახოთ, როგორ უნდა დავეხმაროთ ახალშობილს ამ პრობლემის  მოგვარებაში. 

ჩვილი, ლაქტაცია, ამოქარვება,

 

რატომ აბოყინებენ ბავშვები?

საქმე ის გახლავთ, რომ  კვების დროს ბავშვები ყლაპავენ ზედმეტ ჰაერს – ამას აეროფაგია ჰქვია. ამობოყინება  ხელს უშლის ამ ჰაერის ნაწლავებში შეღწევას, ღებინების, გაზების წარმოქმნას და ბავშვის ჭირვეულობას. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ზემოჩამოთვლილი უსიამოვნო შემთხვევები, ბავშვს ხშირად მიეცით ამობოყინების საშუალება. 

როგორ დავეხმაროთ ახალშობილს ამობოყინებაში?

პირველი ექვსი თვის განმავლობაში,  ყოველი კვების შემდეგ,  10-15 წუთის განმავლობაში, ბავშვი  ვერტიკალურ მდგომარეობაში უნდა დაიჭიროთ.  ეს ხელს შეუწყობს ნაჭამი რძის  შენარჩუნებას, მაგრამ თუ  ბავშვი ხანდახან მაინც აღებინებს,  არ უნდა ინერვიულოთ. ბავშვის ვერტიკალურ მდგომარეობაში  ტარებისას შეგიძლიათ არ დაისვაროთ.

ჩვილი, ლაქტაცია, ამოქარვება,

 

 

ჩვენ უკვე გავარკვიეთ, რატომ არის ბოყინი მნიშვნელოვანი, ახლა მოდით გავიგოთ, როგორ დავეხმაროთ პატარას ამობოყინებაში. მშობელმა ნაზად უნდა  აუსვას ბავშვს ზურგზე ხელი, სანამ არ ამოაბოყინებს.  
ყველა ბავშვი განსხვავებულია და უბრალოდ ერთი წესი  ამოსაბოყინებლად არ არსებობს. საამისოდ არსებობს რამენიმე პოზიცია და შეგიძლიათ სცადოთ, რომელი უფრო ეფექტური იქნება თქვენს შემთხვევაში. 

მჯდომარე პოზიცია, როდესაც ბავშვის ნიკაპი მოთავსებულია დედის  მხარზე და დედა ერთი ხელით უჭერს ბავშვს ზურგს, მეორე ხელით კი ნაზად უსვამს. ეს მეთოდი ყველაზე ეფექტურია ბავშვის ოდნავ  ქანაობის თანხლებით.
დაიჭირეთ ბავშვი ვერტიკალურ მდგომარეობაში.  ერთი ხელით ზურგი დაუფიქსირეთ,  მეორე ხელი კი რბილად აუსვით ზურგზე. 
დაიწვინეთ ბავშვი კალთაში მუცელზე. დარწმუნდით, რომ მისი თაავი მკერდზე მაღლაა და ნაზად აუსვით ხელი ზურგზე, სანამ არ დააბოყინებს. 

ჩვილი, ლაქტაცია, ამოქარვება,

 

ასევე კარგი იქნება, თუ კვების დროს ბავშვს დაბოყინების საშუალებას მისცემთ. 
ბოთლით კვებისას, მიეცით საშუალება ახალშობილს ამოაბოყინოს  ყოველ 50-60 მლ.-ს იღების შემდეგ. ძუძუთი კვების შემთხვევაში კი  ძუძუს ყოველი ცვლილებისას.

თუ თქვენი ბავშვი მიდრეკილია გაზებისკენ, მიეცით საშუალება უფრო ხშირად დააბოყინოს.  ასევე, თუ ის ხშირად აღებინებს ან აქვს გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება (GERD), ამოაბოყინებინეთ  ყოველ 30 მლ -ის  მიღების შემდეგ ბოთლით კვებისას ან ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ძუძუთი კვების დროს.

რამდენი ხანი უნდა უნდა გვეჭიროს ბავშვი ვერტიკალურად, რომ ამოაბოყინოს?   ეს ყველასთვის განსხვავებულია, მაგრამ, ზოგადად, ახალშობილის ვერტიკალურ მდგომარეობაში დაჭერა კვების შემდეგ 15-20 წუთის განმავლობაში საკმარისისა ხოლმე იმისთვის, რომ ჩვილმა კვება შეირგოს. 

 

ჩვილი, ლაქტაცია, ამოქარვება,

ეცადეთ, რომ ბავშვმა ნაკლები ჰაერი გადაყლაპოს. აირების წარმოქმნა და რეგურგიტაცია ხდება აეროფაგიის შედეგად კვების დროს. თქვენი ბავშვი აუცილებლად გადაყლაპავს ჰაერს, მაგრამ ეცადეთ ჰაერი იყოს რაც შეიძლება ნაკლები. საამისოდ გამოიყენეთ სპეციალური კოლიკის საწინააღმდეგო ბოთლები.  ასევე ყურადღებით იყავით ძუძუთი კვების დროს, რომ ბავშვმა სწორ პოზიციაში ჭამოს.