რელაქტაცია - როგორ დავიბრუნოთ გამშრალი რძე

13-08-2022

ლაქტაციის სტიმულირების 10 მეთოდი ძუძუთი კვების გარეშე გატარებული პერიოდის შემდეგ 

რელაქტაცია გულისხმობს რძის წარმოების აღდგენის პროცესს დედებში, რომლებსაც ჯერ არ დაუწყიათ ძუძუთი კვება ორსულობის შემდეგ გარკვეული მიზეზების გამო და ახლა გეგმავენ, ან რომლებმაც შეწყვიტეს ძუძუთი კვება სხვადასხვა მიზეზის გამო. ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე სტრატეგიას ლაქტაციის აღდგენისთვის.

თითოეული სიტუაცია უნიკალურია და შემოთავაზებული სტრატეგიების ეფექტურობაც ინდივიდუალურია. თუ შეგიძლიათ, დაგეგმეთ ვიზიტი ლაქტაციის კონსულტანტთან, რათა შეიმუშაოთ კონკრეტული გეგმა თქვენი მიზნების შესასრულებლად. მასთან შეგიძლიათ განიხილოთ თქვენი ჯანმრთელობის ისტორია, ძუძუთი კვების შეწყვეტის მიზეზები (იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ ამ დაბრკოლებების ხელახლა წარმოშობა!) და ნებისმიერი მედიკამენტი, რომელსაც იღებთ.

რელაქტაცია, ლაქტაცია,

  • წაახალისეთ ძუძუთი კვება - ძუძუს შესთავაზებით მაშინ, როცა ბავშვს ნახევრად სძინავს ან მოდუნებულია და არც ისე მშიერია. შესთავაზეთ ძუძუთი კვება სიარულის დროს, ან ბანაობისას. გაატარეთ დიდი დრო თქვენს შვილთან ერთად ხელში ან საქანელაზე. კანით-კანთან კონტაქტი უაღრესად სასარგებლოა ჩვილისთვის და ასევე მნიშვნელოვნად წაახალისებს ძუძუთი კვებას.
  • სხვა მეძუძურ დედებთან და მათ შვილებთან ერთად დროის გატარებამ შეიძლება წაახალისოს ბავშვი, განაახლოს ძუძუთი კვება.
  • შესთავაზეთ ბავშვს ძუძუთი კვება დამშვიდების მიზნით და კვებებს შორის, რაც შეიძლება ხშირად. ყოველთვის შესთავაზეთ, არასოდეს აიძულოთ. იძულება იშვიათად არის ეფექტური და შეიძლება ბავშვისთვის უარყოფითი ასოციაცია შექმნას. როდესაც რძის მარაგი მწირია და ბავშვი ბოთლით იკვებება, ძუძუს შეთავაზება ბოთლით კვების შემდეგ შეიძლება უფრო დადებითი გამოცდილების მომტანი იყოს ბავშვისთვის.
  • თუ ბავშვს ეძინება და/ან წყვეტს ძუძუს წოვას, გამოიყენეთ თქვენი ხელი, რათა მეტი რძე გამოვიდეს მკერდიდან. ხელით „C“ ფორმა შემოხაზეთ მკერდზე და განახორციელეთ ზეწოლა.
  • მოერიდეთ საწოვარას გამოყენებას.

რელაქტაცია, ლაქტაცია,

  • ეცადეთ დაიძინოთ დღის განმავლობაში, მაშინ როცა ბავშვს სძინავს (თქვენთან ახლოს უსაფრთხო ზედაპირზე). რელაქტაცია დიდ ენერგიას მოითხოვს, ამიტომ საკუთარ თავზე უნდა იზრუნოთ. დაღლილობამ, ძილის ნაკლებობამ და სტრესმა შეიძლება ამ პროცესს ხელი შეუშალოს.
  • რძის წარმოების აღდგენის გასაღები ძუძუს ხშირი და ეფექტური დაცლაა. ძუძუს დაცლა შეიძლება მოხდეს ძუძუთი კვებისას, გამოსაწველი აპარატის ან ხელის გამოყენებით (ხშირი ნიშნავს მინიმუმ რვაჯერ დღეში. ეფექტური ნიშნავს ორივე მკერდის სრულად დაცლას).
  • შეავსეთ ბავშვის კვების რაციონი საკვები დანამატებით. მიეცით მას ხელოვნური საკვები სხვადასხვა გზით: მილის საშუალებით ძუძუთი კვების პარალელურად, კოვზით, პატარა ჭიქით, შპრიცით. თუ ბავშვს დიდი რაოდენობით დამატებითი საკვების მიღება სჭირდება, მიაწოდეთ მას ხელოვნური საკვები ბოთლით ისე, რომ ამან ძუძუთი კვების პროცესს ხელი არ შეუშალოს: აირჩიეთ ბოთლის თავი, რომელიც წვრილია და რომლიდანაც საკვები ნელ ნაკადად მოედინება, დახარეთ ბოთლი რაც შეიძლება ჰორიზონტალურად, რათა ბავშვს საკვების მისაღებად უწევდეს ძალისხმევის გაწევა.
  • თუ ბავშვი აქტიურად წოვს ძუძუს და თქვენი რძის მარაგიც იზრდება, შეგიძლიათ თანდათან შეამციროთ დანამატის რაოდენობა. შეამცირეთ დამატებითი საკვების რაოდენობა 30-დან 60 მლ-მდე დღეში ან ყოველ მეორე დღეს. თვალი ადევნეთ ბავშვის სველი საფენების რაოდენობას, მის განწყობას კვების შემდეგ და წონის ნამატს, რათა დარწმუნდეთ, რომ ის საკმარისი რაოდენობით რძეს იღებს. 


წყარო: llli.org