უკრაინელი ბლოგერის, ლაქტავისტვის, ნინა ზაიჩენკოს რჩევები მეძუძურ დედებს, რომლებიც უდიდესი სტრესის ქვეშ ცდილობენ გააგრძელონ ძუძუთი კვება.
ყველაზე უსიამოვნო რამ არის ლაქტოსტაზი. სამწუხაროდ, ეს ძალიან ხშირი მოვლენაა, როდესაც კუნთები სპაზმურია მუდმივი ნერვული დაძაბულობის და ადრენალინის მატების გამო. რთულია, მაგრამ რამდენადაც შესაძლებელია შეეცადეთ მოადუნოთ კისრის, მხრების, მკლავების, მკერდის და ზურგის კუნთები. არ გამოტოვოთ კვება. ეცადეთ ბოლომდე დაცალოთ მკერდი. გადადით YouTube-ზე და ჩაწერეთ ძიებაში Nina Zaichenko lactostasis - ნახავთ ჩემს სემინარებს სხვადასხვა ტიპის ლაქტოსტაზისს შესახებ. ეს ვიდეოები გადაღებულია ნამდვილ დედებთან და მათ შვილებთან ერთად, ყველაფერი არის ვიზუალური, ხელმისაწვდომი და უფასო.
ნაკლებად უსიამოვნო, მაგრამ კიდევ უფრო საგანგაშოა ბავშვის მოუსვენარი ქცევა მკერდზე. პირველ რიგში იმიტომ, რომ ბავშვი გრძნობს თქვენს შფოთვას. მეორეც იმიტომ, რომ თქვენი ადრენალინი რძეს არ აძლევს საშუალებას, მარტივად გამოვიდეს. ბავშვები ეჩვევიან რძის თავისუფალ დინებას და როცა ის იცვლება, შეიძლება მათი ქცევაც შეიცვალოს. პრევენცია: ღრმა დამამშვიდებელი სუნთქვა.
ყურადღება! არ შეშინდე! სტრესისგან, შფოთვისგან, რძე არ ქრება! ის უბრალოდ იწყებს უფრო ნელა გადინებას - ეს ეხება დინების სიჩქარეს და სიძლიერეს და არა მის რაოდენობას. შესაბამისად, როცა ბავშვი წოვს და ნერვიულობს, ეს იმიტომ არ არის, რომ რძე დაკარგეთ. იმიტომ, რომ დაძაბული ხარ და ამის გამო რძის გამოსვლა შენელებულია.
კომენტარებში უკრაინელი მეძუძური დედები ერთმანეთს ამხნევებენ:
(ჩვილი, რომელიც კიევის მეტროში დაიბადა)