ტანდემიური კვება და მისი ემოციური მხარე

25-10-2021

თუ ორსულობის დროს თქვენს ორგანიზმში მომძლავრებული ჰორმონები არ გიშლით ხელს, ძუძუთი კვების გაგრძელება საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ეს არაჩვეულებრივი საშუალებაა იმისთვის, რომ თქვენს უფროს შვილთან ემოციური კავშირი შეინარჩუნოთ. 
ორსულობის პერიოდში ძუძუთი კვებისას მოსალოდნელია წარმოიშვას პრობლემები. არ უნდა გამოგრჩეთ შემდეგი წითელი ალმები:
•    ძუძუთი კვებისას გიჭირთ ბავშვზე კონცენტრირება;
•    ღიზიანდებით, როცა ბავშვი ძუძუთი კვებას გთხოვთ;
•    თავს გამოუვალ მდგომარეობაში გრძნობთ;
•    ბავშვს ხშირად უბრაზდებით ძუძუთი კვების დროს;
•    ისე იღლებით ხოლმე, რომ ხშირად ფიქრობთ დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ძუძუთი კვება;
თუ ამ ნიშნებს შეამჩნევთ სერიოზულად დაფიქრდით ღირს თუ არა ძუძუთი კვების გაგრძელება. თუ მაინც გადაწყვეტთ, რომ სირთულეების მიუხედავად, გააგრძელებთ ძუძუთი კვებას, ეს არაჩვეულებრივი გადაწყვეტილება იქნება და ამის შემდეგ სირთულეების მიმართაც უფრო პოზიტიურად იქნებით განწყობილი. უნდა დააწესოთ საზღვარი, რათა თქვენი თავი და ორგანიზმი დაიცვათ ძუძუთი კვების პროცესში. დედობის ძალიან დიდი ნაწილი საკუთარი თავის მოვლაზე გადის. 
საზღვრების დაწესება ხანგრძლივ პერსპექტივაში სასიკეთო შედეგებს მოგიტანთ. ერთ ჯერზე თქვენი შვილისთვის ძუძუთი კვებაზე უარის თქმა საფუძველს უქმნის მომავალში ამ პროცესში სილაღის და კმაყოფილების შემოტანას, როცა უკვე მზად იქნებით.
გახსოვდეთ, რომ მეტი ყოველთვის უკეთესს არ ნიშნავს. თუ ძუძუთი კვების პროცესს ბავშვის დასამშვიდებლად იყენებთ, ამ დროს თქვენი ემოციური ჩართულობის ხარისხი  მაღალი უნდა იყოს. თქვენ მიერ პირადი საზღვრების დაწესება არგებს თქვენს ურთიერთობას, რადგან ბავშვის მიმართ ფარული აგრესია არ წარმოგექმნებათ. მნიშვნელოვანია შვილს აჩვენოთ, რომ თქვენი საჭიროებებიც მნიშვნელოვანია. ამ გზით ის ისწავლის სხვებზე ზრუნვას.
ასევე ბავშვს ამ პროცესში შეუძლია ისწავლოს, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ზუსტად ისე არ ხდება, როგორც მას სურს. მნიშვნელოვანია ორივე მხრიდან გაკეთდეს კომპრომისი. რამდენიმე მცდელობის შემდეგ იპოვით ორივესთვის ოპტიმალურ დროს ძუძუთი კვებისთვის. ბავშვის მოწიფულობის დონიდან გამომდინარე შეეცადეთ ისიც ჩართოთ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ბავშვები ზოგჯერ გვაოცებენ თავიანთი ჭკუითა და ინოვაციური მიდგომებით.
გახსოვდეთ, რომ ყოველთვის შეაქოთ ბავშვი, როცა ის თქვენს საჭიროებებს მიიღებს მხედველობაში. 
სწორი ქმედებებით შეგიძლიათ დედასა და ბავშვს შორის არსებული ეს უნიკალური ურთიერთობა შეინარჩუნოთ, რაც მომავალშიც უზრუნველყოფს თქვენი კავშირის სიძლიერეს.
 

წყარო: llli.org