ლაქტოზის აუტანლობა ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებში

07-10-2021

ლაქტოზის უკმარისობა, იგივე ლაქტოზის აუტანლობა ბავშვებში გახლავთ პათოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც ჩვილის ორგანიზმს არ შესწევს უნარი გადაამუშავოს რძის შაქარი ლაქტოზის ფერმენტის გამომუშავების გამო. 
ფერმენტების ნაკრებობის არსებობა ორგანიზმში, რომელსაც ნებისმიერი ადამიანი გამოიმუშავებს,  პირდაპირ არის დამოკიდებული ადამიანის ასაკსა და კვებაზე.  გამომდინარე იქიდან, რომ ჩვილი სიცოცხლის პირველივე დღეებიდან ღებულობს დედის რძეს, ფერმენტების მარაგიც შესაბამისი უნდა იყოს. რძეში ან ჩვილის ხელოვნურ საკვებში შემავალი ლაქტოზა წვრილ ნაწლავში იშლება გლუკოზად და გალაქტოზად (ადამიანის ორგანიზმის ენერგიის და „საშენი მასალის“ მთავარ წყაროდ).  ლაქტოზის უკმარისობის შემთხვევაში ლაქტოზა შლას იწყებს მხოლოდ მსხვილ ნაწლავში, სწორედ ამ ეტაპზე იჩენს ხოლმე თავს რიგი პათოლოგიური დაავადებებისა, რომელიც სერიოზულ პრობლემად იქცევა ხოლმე. 

ძირითადი ჩივილები

  • ჩვილის მოუსვენარი მდგომარეობა
  • მუცლის შებერილობა
  • ხშირი ბოყონი
  • მოჭარბებული გაზები
  • თხელი განავალი დღე-ღამეში 10-ჯერ  მაინც მომჟავო მკვეთრი სუნით
  • წონაში მატების პრობლემა

ლაქტოზის უკმარისობა რამდენიმენაირი არსებობს
ლაქტოზის თანდაყოლილი უკმარისობა, როდესაც ბავშვის ორგანიზმში ლაქტოზა  გარკვეული გენების მუტაციის გამო არ გამომუშავდება.
ტრანზიტორული უკმარისობა - დროებითი პათოლოგიური მდგომარეობა, ხშირად ფიქსირდება დღენაკლულ ბავშვებში, რომელთა მომნელებელი სისტემაც არ არის ბოლომე მზად საკვების მონელებისთვის.
მეორადი უკმარისობა - ლაქტოზის გამომუშავების დარღვევა, რომელიც გამოწვეულია მომნელებლი სისტემის დაავადებით. აღნიშნული ვარიანტი ყველაზე გავრცელებულია და დროებითია, პრობლემის მოგვარებასან ერთად ესეც მოვარდება. 

 

კვლევები, რომელიც შესაძლოა ექიმმა დაგინიშნოთ

  • ფეკალური მასის  მჟავიანობის PH-ის დადგენა (5,5-ზე დაბალი მაჩვენებლი ლაქტოზის უკმარისობაზე მიუთითებს)
  • ფეკალურ მასაში ნახშირწყლების დონის განსზაღვრა ლაქტოზით დატვირთვის ტესტი
  • სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის გამოკვლევა  ლაქტოზის აქტივობაზე
  • წყალბადის, მეთანის ან ნახშირბადის დიოქსიდის კონცენტრაციის განსაზღვრა ამოსუნთქულ ჰაერში (მოზრდილი ასაკის ბავშვებში)

მხოლოდ დაავადების ანამნეზის შეგროვების, ბავშვის გამოკვლევის, ყველა საჭირო ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევის  ჩატარების შემდეგ შეუძლია დაადგინოს ექიმმა ზუსტი დიაგნოზი და ამის შესაბამისად დანიშნოს აუცილებელი მკურნალობა.
აუცილებელია ასევე პათოლოგიის ტიპის დადგენა. თუ ეს არის ლაქტაზას თანდაყოლილი დეფიციტი, ბავშვი გადაჰყავთ ხელოვნურ საკვებზე. ზოგიერთ შემთხვევაში, ბავშვი იკვებება დედის რძით, ლაქტაზას პრეპარატების დამატებით. მეორადი უკმარისობის შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ძირითადი დაავადება, რადგან ამ სიტუაციაში ლაქტაზას დეფიციტი მხოლოდ გამოვლინებაა. მიზეზი შეიძლება იყოს ნაწლავური ინფექციები, ალერგიული რეაქცია საკვებზე ან ძროხის რძის ცილაზე, ან პარაზიტებზე.
ხელოვნური კვებაზე მყოფი ბავშვებისთვის, თუ ლაქტაზას დეფიციტის მიზეზი არის ალერგია ძროხის რძის ცილაზე, აუცილებელი მისის გადაყვანა  სამკურნალო ნარევებზე, რომლებიც არ შეიცავს ლაქტოზას. ცელიაკიის შემთხვევაში ბავშვი იღებს  საკვებს სპეციალური წებოვანის გარეშე. თითოეული შემთხვევა განიხილება ინდივიდუალურად! მშობლებმა უნდა იცოდნენ, რომ პედიატრთან რეგულარული ვიზიტები, ყველა საჭირო გამოკვლევის  ჩატარებით, ზემოაღნიშნული სიმპტომების გათვალისწინებით, სწორად შერჩეული მკურნალობა, რა თქმა უნდა, გამოიღებს  დადებით  შედეგს.

წყარო: daily-med.com